Thursday, October 24, 2013

შეყვარებულს ჩემი წონის რცხვენია

სამი წელია, რაც მე და ოთო შეყვარებულები ვართ, მაგრამ ჯოჯოხეთი ერთი წლის წინ დაიწყო. არადა, მალე დაქორწინებას ვაპირებდით, ახლა კი მის სიყვარულშიც ეჭვი მეპარება.

ერთი წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ჩემდა საუბედუროდ, მკურნალობა ვიღაც ექიმბაშთან დავიწყე. სამი თვის განმავლობაში რაღაც უცნაურ სითხეებს ვსვამდი და პრობლემაც თითქოს სადღაც გაქრა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ტრაგედია.

მკურნალობას მოვრჩი და ორ თვეში ოცდაათი კილო მოვიმატე. ამჯერად ექიმთან მივედი და ორგანიზმში მთელი რიგი დარღვევები აღმომაჩნდა, რამაც ჩემი ასეთი გასუქება გამოიწვია.

თავიდან ოთო მამშვიდებდა, ხან ფუმფულას მეძახდა, ხანაც გოჭს, მაგრამ მალე საალერსო სიტყვები შემოელია და ცდილობდა, საზოგადოებაში ნაკლებად გამოვჩენილიყავით ერთად.

არ მიმატოვა, ახლაც შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ისე იქცევა, რომ ჯობია, სამუდამოდ დამემშვიდობოს. რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე დალაპარაკება, მაგრამ არ უნდა, ცუდი ბიჭი გამოვიდეს და თავს მარიდებს.

ჩემი მკურნალობა ნელ-ნელა მიდის. ექიმი მეუბნება, რომ ძველებურ ფორმაში ჩასადგომად მინიმუმ ერთი წელი მჭირდება.

არ ვიცი, ოდესმე ეს თუ ისევ მოხდება, მაგრამ ვხვდები, ოთოს გვერდზე ყოფნა აღარ მინდა. დარწმუნებული ვარ, თვითონ ჩემს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, არასოდეს ვაგრძნობინებდი, მაგრამ, ალბათ, კაცებს სხვანაირად ესმით ქალის.

რა კომენტარს აკეთებს თინა კანდელაკი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრზე

როგორც ცნობილია, 2013 წლის ივლისში ნიკოლოზ ცისკარიძე მოსკოვის დიდი თეატრიდან პრემიერისა და პედაგოგის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ცნობილი ბალერონის თეატრიდან გათავისუფლება მისი და ხელმძღვანელობის ხანგრძლივ კონფლიქტს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, ცისკარიძის პროტესტს თეატრის რეკონსტრუქციისას დაშვებული დარღვევების შესახებ.

პრემიერმა არაერთხელ გამოთქვა ამ ფაქტის გამო უკმაყოფილება. რუსულ მედიაში კი გავრცელდა ხმები, რომ თითქოს ნიკოლოზ ცისკარიძემ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა თეატრის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სერგეი ფილინს, რის გამოც ეს უკანასკნელი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ცისკარიძემ გამოსამშვიდობებელ ბენეფისზეც და თეატრში ბოლო გამოსვლაზე უარი განაცხადა, რის შესახებაც რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთმა ქართველმა, ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ცისკარიძემ უარი თქვა გამოსათხოვარ ბენეფისებზე დიდ თეატრში. და მართლაც, მაშინ უნდა იცეკვო, როცა ამის სურვილი და საშუალება გაქვს. კიდევ უფრო საწყენია ის, რომ ცისკარიძე პედაგოგობიდანაც გაათავისუფლეს. თეატრმა ხელოვნებისთვის თავდადებული ადამიანი დაკარგა."

მარიტა ჯანაშია: ''ირაკლი ძალიან მიყვარდა. მის გარეშე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, არ ვიცი''

17 ოქტომბერს, საინფორმაციო გამოშვებები და ''ფეისბუქი'' ტრაგიკული ამბით აჭრელდა - ფოტოგრაფი ირაკლი ღუღუნუშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ირაკლი მოტოციკლით ვაჟა-ფშავლას გამზირზე მოძრაობდა, როდესაც ავტომანქანა დაეჯახა... საავადმყოფოში სიცოცხლისათვის შეუსაბამო ტრავმებით მიიყვანეს, რის შემდეგაც ფოტოგრაფი გარდაიცვალა.

ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც უყვარდა ყველას, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხება. შოუბიზნესში უამრავი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც სოციალურ ქსელში დღემდე აქვეყნებენ მის ფოტოებს და დიდი გულისტკივილით იხსენებენ ირაკლის.

ირაკლის დაღუპვაზე სოციალურ ქსელში ისეთი ადამიანებიც წერენ, რომლებიც საკუთარ გვერდზე აქამდე რაიმეს დაწერისგან თავს იკავებდნენ. მათ შორისაა სალომე ბაკურაძე. მომღერალმა ირაკლისთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და თან ასეთი შინაარსის სტატუსი დაწერა:

ამ საზარელ ამბავს სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ნინი დედალამაზიშვილიც გამოეხმაურა:

''ადამიანები როგორ ვტკენთ ერთმანეთს გულს, როგორ ვერჩით ერთმანეთს, როდესაც ადამიანი იღუპება მაშინ ხვდები. გარშემო როგორ არაფერს აქვს მნიშვნელობა ერთმანეთის გაფრთხილების და დაფასების გარდა! გული მიკვდება რომ მახსენდება - ისეთი მაგარი ადამიანი, როგორიც ირაკლი ღუღუნიშვილი იყო, აღარ არის!!!''

შეგახსენებთ, რომ ირაკლის ტყუპისცალი ძმა ლაშა ღუღუნიშვილი ჰყავს, რომელსაც ალბათ ახლა ყველაზე რთული დღეები უდგას. ლაშას ყოფილ შეყვარებულ მარიტა ჯანაშიას, ასევე დიდი მეგობრობა აკავშირებდა ირაკლისთან, სწორედ მას გავესაუბრეთ ამ მძიმე თემის შესახებ…


მარიტა:

- მგონია, რომ ირაკლისნაირი ადამიანები არ არსებობენ, ადრე უფრო ვმეგობრობდით, მაგრამ ჩემი და ლაშას დაშორების შემდეგ ჩვენ არ გაგვფუჭებია ურთიერთობა, ძალიან დამწყვიტა გული. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ გრძნობენ მისი ოჯახის წევრები თავს, ირაკლის ძალიან გაუხარდება ლაშას კარგად ყოფნა, ამიტომაც ახლა ის ორმაგად კარგად უნდა იყოს. ირაკლი ძალიან მიყვარდა და ამ ადამიანის გარეშე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა.
- ირაკლი ზოგადად მოტოციკლით მოძრაობდა ხოლმე?- საერთოდ, ორივეს ირაკლისაც და ლაშასაც ძალიან უყვართ სისწრაფე, მანქანითაც სწრაფად დადიოდნენ, მოტოც ჰყავდათ და სულ იმას ვეუბნებოდი, ასე ჩქარა ნუ დადიხართ-მეთქი. რამდენი კარგი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მოტოციკლეტმა, რომ ხალხმა გაიგოს, არ უნდა იმოძრაონ ამ ტრანსპორტით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის იმის კულტურა, მანქანის მძღოლმა გზა დაუთმოს, თან ეს ტრანსპორტი ძალიან საშიშია, დაჯახების დროს, პირდაპირ მიფრინავ ჰაერში და არსაიდან დაცული არ ხარ. ყველას ვთხოვ, ნუ დასხდებიან მოტოზე, რამდენად კარგადაც არ უნდა ატარებდე, დაცული მაინც არ ხარ.

ეს სტატუსი კი უკანასკნელი გახლავთ, რომელიც ირაკლიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"ცხოვრებაში არ ინერვიულო ორ რამეზე: ერთი - რომელსაც ეშველება და მეორე - რომელსაც არაფერი ეშველება!"


''რაც შემეძლო ბოლომდე შევიკავე თავი, რომ არაფერი დამეწერა და კიდევ უფრო არ დამემძიმებინა ყველასთვის ისედაც მძიმე შემთხვევა, მაგრამ ახლა მივხვდი იმ ადამიანებისას, ვინც წერით თუ სტატუსით თუ რაღაც მსგავსით გამოხატავენ დიდ ემოციას. მე ამას აქამდე სხვანაირად გამოვხატავდი და პირველად მომინდა, რომ აქ დამეწერა ის, რასაც ახლა ვგრძნობ და იმას ვგრძნობ, რომ ძალიან, ძალიან ძაააააალიიიიიან მიჭირს გააზრება და შეგუება და ის რომ ძალიან მიყვარს და სულ მეყვარება ჩემი ხოჭო...''

მერიემ უზერლი: ''იმიტომ გავიქეცი, რომ ბავშვი გადამერჩინა''

'დიდებული საუკუნის'' ვარსკვლავმა პროექტის დატოვების მიზეზები გაამხილა. როგორც ცნობილი იყო, თურქული სერიალის გერმანელი ვარსკვლავი, 30 წლის მერიემ უზერლი წელს მაისში გადასაღები მოედნიდან გაუჩინარდა და მას მერე პროექტს აღარც დაბრუნებია.

მიზეზად გამოაცხადა, ''გადავიწვიო'' . ასე რომ, ბოლო სერიაში ჰიურემი სხვა მსახიობმა განასახიერა.

განაწყენებული ფანები მზად იყვნენ, პროდიუსერი შუაზე გაეგლიჯათ, ან კიდევ მერიემის ბოიფრენდი, თურქი ბიზნესმენი - ჯან ატეში, ასეთ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს ქალი. მერიემი დიდხანს დუმდა, მერე კი ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ მსახიობის ამგვარი საქციელის მიზეზი ორსულობა იყო.

- ამ ნაბიჯით ჩემს კარიერას ჯვარი დავასვი, მაგრამ ბავშვი ავირჩიე. სხვათა შორის, ამ ბავშვს სრულიად არ ვგეგმავდი, - აღიარა მსახიობმა, რომელიც ოთხი თვის ორსულია. ისიც გაამხილა, რომ სამი თვის წინ თავის მოკვლაც კი სცადა - არადა, ზუსტად იმ პერიოდში მერიემი ანტალიაში საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს.

- დაჯილდოების მერე სასტუმროს ნომერში მივედი და... ჯილდო დავამსხვრიე. მინდოდა, აივნიდან გადმოვმხტარიყავი და ყველაფრისგან გავთავისუფლებულიყავი.

დეპრესია არა მხოლოდ დაღლილობის ბრალი იყო, არამედ საყვარელ ადამიანთან გართულებული ურთიერთობების. როგორც ჩანს, ჯანი იშვიათი არამზადა გამოდგა - როცა გაიგო, რომ მერიემი ორსულად იყო, მიატოვა.

- არ ვგეგმავდი ბავშვს და სერიალის მეოთხე სეზონში უნდა მეთამაშა. მაგრამ ასე მოხდა. როცა ჯანმა შეიტყო ამის შესახებ, მარწმუნებდა, აბორტი გამეკეთებინა.

ჯანს ორი შვილი ჰყავს, მესამე არ სჭირდებოდა. მერიემს უმტკიცებდა, რომ როგორც კი მისი ორსულობის შესახებ შეიტყობდნენ, პროდიუსერები კონტრაქტის დარღვევის გამო გააძევებდნენ.

- მაგრამ მე ვერ შევძელი ბავშვის მოკვლა, ამიტომაც გავიქეცი შინ, - ამბობს მსახიობი, - სახლი ვიყიდე ბერლინში. ისედაც ბევრი ვანერვიულე ბავშვი ჩემი ნეგატიური ემოციებით და აღარ მინდა, საკმარისია.

თუმცა მინდა, სერიალის მილიონობით თაყვანისმცემელს ბოდიში მოვუხადო. ნუ იღელვებენ, მაინც დიდხანს არ მომიწევდა თამაში მეოთხე სეზონში, სიუჟეტის მიხედვით, სულთანი ჰიურემი ასაკოვანი ქალია და პროდიუსერი ამბობდა, რომ ახალი მსახიობის შეყვანას აპირებდნენ, უფრო ასაკოვნის. ჰიურემი აღარ ვარ, ისევ ვარ უბრალოდ მერიემ უზერლი.

ცნობისათვის, მერიემი 1983 წლის 12 აგვისტოს არის დაბადებული გერმანიაში, თურქი მამისა და გერმანელი დედის ოჯახში. კარიერა გერმანიაში დაიწყო, თეატრში თამაშობდა, ასევე გერმანულ მოკლემეტრაჟიან ფილმებში. პოპულარობა კი ''დიდებულმა საუკუნემ'' მოუტანა, რომელშიც ცნობილი ისტორიული პერსონაჟის, როქსალანას განსახიერებამ მოუწია.

Kurt Cobain-ს როკენროლის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან

1986 წლიდან მოყოლებული როკენროლის დიდების ხეივანს მრავალი შემსრულებელი 
 და ბენდი შეემატა. თუმცა, ჯერ კიდევ დარჩნენ ისეთი ლეგენდები, რომელთა ადგილი ამ დრომდე არ გამოყოფილა. 2014 წელს ასეთი პატივის მიღების შანსი Kurt Cobain-ის 
 კოლექტივს, Nirvana-ს მიეცემა. ამ დროისთვის არსებობს 16 ნომინანტი, რომელთა შორის ყველაზე ღირსეულებს დიდების ხეივანში შესული შემსრულებლები დაადგენენ. ერთი წლის წინ დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვთაც მელომანები გამოკითხვაში იღებენ მონაწილეობას და მუსიკოსებთან ერთად თავიანთ რჩეულებს ასახელებენ.

ხმის მიცემის შედეგები ცნობილი 2013 წლის დეკემბერში გახდება ცნობილი, ამავე პერიოდში გაირკვევა იმ შემსრულებელთა ვიანაობა, რომელთაც თაყვანისმცემლები აირჩევენ.

აუცილებელი პირობა, რომელსაც როკენროლის დიდების ხეივანში შემავალი ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდეს - მათი პირველი ალბომის გმაოსვლიდან გასული 25 წელია - Nirvana-ს პირველი დისკი 1989 წელს ჩაეშვა გაყიდვაში, სე რომ 2014 წელს, Kurt Cobain-ის სამეულს პირველი შანსი მიეცემა.

Thursday, September 19, 2013

ანეგდოტები


მიხოს შვილი ეკითხება:
–მამი, რითი განსხვავადება მამალი ზღარბი დედალი ზღარბისაგან?
–მამალს ერთი ეკლით მეტი აქვს – პასუხობს მიხო

******
შვილი მამას ეკითხება:
– რატომ არის კიტრში ბევრი თე**ი?
– იმიტომ, რომ კიტრს ხელები არ აქვს!

******
მიხო ბაზარში პომიდორს ყიდის. მასთან ერთიახალგაზრდა, სიმპათიური ქალი მივა და პომიდვრის არჩევას დაიწყებს. აირებს ერთ პომიდორს, მოუჭერს ხელს, არ ვარგაო,თავს გადააქნევს და დადებს, აიღებს მეორეს, ხელს მოუჭერს, არ ვარგაო, თავს გადააქნევს და დადებს, იგივეს გაიმეორებს მესამედ, მეოთხედ… მიხომ უყურა, უყურა და ეუბნება:
– გო შენ, რომ ეგრე მიგზილ–მოგზილო ივარგებ?

******
კახელი დაასაფლავებს სიდედრს, სახლში რომ მივა უცებ კრამიტი ჩამოვარდება და თავზე დაეცემა.

კახელი წამოდგე და შეიგინება და იტყვის:

- უკვე ზეცაშია ქალბატონი

******
კვირა საღამოს, მიხო და მარო სტუმრად წასასვლელად
ემზადებიან. მარო სარკესთან დგას და იპრანჭება.
- მიხოო . . . როგორ გამოვიყურები?
- როგორც ყოველთვინა, მაგრამ არა უშამს, მალე ბნელდება.
******
სვანს დაარტყავს ავტობუსი.სვანი ადგილიდან მიიმალა მძღოლი კი ადგილზე გარდაიცვალა აცხადებენ კურიერში
******
რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.
-შევცოდე მამაო.
-რა შვილო ჩემო?
-მეგრელი მოვატყუე.
-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო
******
სვანი არის მარშუტკის მძღოლი
ერთხელ მარშუტკაში ბებერი ქალი
ამოვა და ეს სვანი ადგილს დაუთმობს
******
სვანს ეკიტხებიან: "მთვარეზე ცხოვრობენ?” ის კი პასუხობს: "კი, სულ შუქი უნთიათ

მხოლოდ ფაქტები


1. გინესის წიგნში გონოლუპუს ერთ-ერთი მცხოვრები ყველაზე გრძელი სახელის გამო შევიდა. აი ისიც: "მარგალიტის მთებს შორის მდებარე, ჩემი სახლის მშვენიერი არომატი ცის თვალში აირეკლება”. 

2.ადამიანის ორგანიზმში შემავალი წყალი ორი პერანგის გარეცხვას ეყოფა, რკინა – ერთი ლურსმნის დაზადებას, სხვადასხვა შხამიანი ნივთიერებები კი, საკმარისია ერთი რწყილის მოსაკლავად.

3. ლუდის მოყვარულთა მხარეში, ბავარიაში, თუ კაცს საკმაოდ "პატივცემული” მუცელი არა აქვს, ხუმრობით ინვალიდს უწოდებენ.

4. ძველი ბერძნებისთვის შეძახილი "ალალა” ან "ელალეუ” იგივე იყო, რაც ჩვენთვის "ვაშა”.

5. ჩუქჩებში ქალებისთვის "რ” ასოს წარმოთმა ტაბუდადებული იყო.

6. ფრანგებში ძველად მიღებული იყო ბავშვებისთვის წმინდანების სახელებს დარქმევა და მიაჩნდათ, რომ რაც უფრო მეტ სახელს დაარქმევდნენ, შვილი მით უფრო მეტად დაცული იქნებოდა.

7. ძველ დროში რუსეთში ახალ სახლში გადასვლისას თან მიჰყავდათ არა მარტო კატა, არამედ შავი ტარაკნებიც. ისინი ფულის, ბარაქის მომტანად მიიჩენოდა.

8. ჯორჯ ვაშინგტონის სახელი ჰქვია 7 მთას, 8 მდინარეს, 9 ტბას და 120 ქალაქსა და სოფელს.

9. გასტრონომი "კუჭის კანონს” ნიშნავს.

10. ძველ რომში კერძო პირებისთვის წყლის გადასახადი მათ სახლში შემავალი მიელბის დიამეტრით განისაზღვრებოდა.

11. ავსტრიელი იოჰან ხელინგერი 1900 წელს ვენიდან პარიზში 55 დღეში ჩავიდა. დღე-ღამეში 10 საათის განმავლობაში საათში 2,5 კილომეტრ სიჩქარით მოძრაობდა. მან 1 4000 კილომეტრი გაირა… ხელებით…. 

12. ადრე სამხრეთ ინდოეთში, ბრინჯის შემოსვლის დროს, ქალები დ გოგოენები ყანებში გადიოდნენ და ბრინჯის აღებამდე, მთელ დღეებს იქ თამაშსა და ცეკვაში ატარებდნენ. ამით ისინი ფრინველებს აფრთხობდნენ.

13. ანთოლოგია "ყვავილთა თაიგულს” ნიშნავს.

14. ოლიმპიურმა ჩემპიონმა პისტოლეტიდან სროლაში, კაროია ტაკაჩამ მარჯვენა ხელის ამპუტაციის შემდეგ, რვა თვეში, მსოფლიო ჩემპიონობა მარცხენა ხელით მოიპოვა.

15. მეჩვიდმეტე საუკუნეში შეკრებას "ადიციას” ეძახდენენ, გამოკლებას – "სუბსტრაქციას”, გამრავლებას – "მულტიპლიკაციას”, გაყფას – "დივიზიას”.

16. ამერიკელებს ადამიანი შეიძლება სამნაირად მოექცეს: სწორად, არასწორად და…. იაპონურად. 

17. მსოფლიოში ძალიან ბევრი ცხოველის ძეგლი არსებობს. ძეგლებს უგებედნ ძაღლებს, ცხენებს, ძროხებს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი პატაივი წილად ხვდა ასევე, გომბეშოს, პეპელას, ხოჭოს…

18. ესპანეთის ყველაზე დაბალი მთა – ვულკანი ტეიდე სულ უფრო დაბლდება, როგორც ესპანელი გეოდეზისტები ამტკიცებენ, ყოველწლიურად – 3 მეტრით. საქმე ისაა, რომ ტურისტებს იქედან სამასხოვროდ ქვები მიაქვთ. 

19. წლიწადის ზუსტი ხანგრლივობა – 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45.51 წამი.

20. ლონდონში ჩერჩილის ძეგლზე არასდროს არ სხდებიან მტრედები, რადგან მისი თავი და მხრები წვრილი, ალესილი შეუმჩნეველი "ნემსებით” არის დაფარული.

იცით თუ არა რომ…

იხვის ყიყინს არ აქვს ექო (რატომ არავინ არ იცის)

სპილო არის ერთადერთი ცხოველი რომელსაც არ შეუძლია ხტომა

ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი არის ენა

ღორს აქვს ნახევარ საათიანი ორგაზმი

სტასისტიკურად ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია ვიდრე სიკვდილის

ყველა თეთრი დათვი არის ცაცია

ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა

პეპელას ფეხებში აქვს გემოს გრძნობა.

ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს)

ადამიანი და დელფინი არიან ერთადერთი არსებები რომლებსაც სექსი სიამოვნებისთვისაც აქვთ

თვალ ღია ვერასდროს ვერ დააცემინებ

გულის კუნთებს, იმდენად დიდი ძალა აქვს რომ, შეუძლია სისხლი გადაასხას 10 მეტრზე.

111,111,111 რომ გავამრავლოთ 111,111,111 მივიღებთ: 12345678987654321

Friday, July 5, 2013

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კომა



მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კომა 42 წელი იყო. სწორედ 42 წელი იყო კომაში ედუარდა ო'ბარა.  ის 16 წლის ასაკში დიაბეტის გამო ცავარდა კომაში. 35 წლის მანძილზე მას დედა უვლიდა და მზრუნველობას არ აკლდება. ქალბატონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ედუარდაზე მზრუნველობა მისმა დამ იკისრა. თვითონ ედუარდა ო'ბარა კი კომაში ჩავარდნიდან 42 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

კუ სიგარეტს აბოლებს და ეს უკვე ჩვევად ექცა, პატრონს კი სიგარეტის ხარჯი გაუორმაგდა

განა ხშირად შეხვდებით კუს, რომელიც სიგარეტს ეწევა? მას პატრონი უკვე 10 დღეა აკვირდება. კუმ მოწევა თავიდან სულ თვითონ, საკუთარი სურვილით დაიწყო. ის პოულობდა გადაგდებული სიგარეტის ნამწვავებს(რაღა თქმა უნდა ანთებულს) და ეწეოდა. როცა მისი პატრონი-ტანგი ეწეოდა, კუ ჩურჩულისმაგვარ ხმებს გამოსცემდა. ტანგმა ეს შეამჩნია და მოკიდებული სიგარეტი შესთავაზა. ისიც უკვე 10 დღეა ოფიციალურ მწეველთა რიგებს შეუერთდა. საინტერესოა, რამდენ ხანს ეწეოდა "ჩუმად"? მისი პატრონი ჩინეთში, ქალაქ ჩანჩუნში მცხოვრები შეფ-მზარეულია. ის წუხს, რომ სიგარეტის ხარჯი გაუორმაგდა. ტანგი შველას სთხოვს ვეტერინარებს, რადგან კუს ნიკოტიდამოკიდებულად მიიჩნევს.

ვისწავლოთ ტუშის სწორად წასმა

 ტუში უნდა წაისვათ ჯერ ქვედა და შემდეგ ზედა ქუთუთოზე. შემდეგ კიდევ ერთი ფენა გადაისვით და დააცადეთ გაშრობა. 

 თუ წამწამები გებურდებათ და ხვეულია, ტუშის წასმამდე დაივარცხნეთ ისინი წარბების დასავარცხნი ფუნჯით, ხოლო ტუშის წასმის შემდეგ, – წამწამების ფუნჯით.

 თუ წამწამები ზედმეტად მოკლეა, გამოიყენეთ ტუში დამაგრძელებელი ეფექტით. წაისვით 2 ფენა ტუში, და თითოეული წასმის შემდეგ წამწამების ფუნჯის მეშვეობით განაცალკევეთ.

 თუ წამწამები ხშირი არ არის, ყოველთვის ორ ფენად წაისვით ტუში. ყოველი ფენის წასმის შემდეგ აუცილებელია წამწამების განცალკევება, რათა კორკოშელების წარმოქმნა აირიდოთ თავიდან.

• ტუშის ტუბი 3–4 თვეში ერთხელ უნდა ცვალოთ, იმდენად რამდენადაც მასში შეიძლება ბაქტერიები დაგროვდეს და სხვადასხვა სახის გაღიზიანება გამოიწვიოს.

10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

ალბათ ბევრი გოგოს ოცნებაა გახდეს მოდელი, მიიღოს მონაწილეობა ფოტოსესიებში, გამოვიდეს
პოდიუმზე, იყოს ყურადღების ცენტრში..თუმცა მხოლოდ ცოტა თუ დაფიქრებულა, იმაზე, თუ რას
ნიშნავს იყო მოდელი - დიდ შრომასა და ნებისყოფასთან ერთად ამ პროფესიას ბევრი უცნაური და
თქვენთვის უნცობი რამ ახასიათებს. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ უამრავი მისი საყვარელი
მოდელი დიეტებით თავს არ იწუხებს და მიირთმევს ყველანაირ საჭმელს. შეიძლება არ იცოდეთ
ისიც, რომ მოდელებს ყველა ფოტოსესიაში არ უხდიან ფულს. გადავხედოთ 10 ისეთ
დამახასიათებელ ფაქტორს, რაც არ იცით მოდელების შესახებ.

1. სრულყოფილი სურათის მისაღებად, მოდელებს ესაჭიროებათ დიდი რაოდენობის მაკიაჟის
გაკეთება, რაც ცხადია, კანს ზიანს აყენებს. ამიტომ, ყველა მოდელს მოსდის სივრცეში ფეხის
შედგმისას გაანალიზებული აქვს, რომ მისი კანი შეიძლება ისეთივე რბილი და ნაზი აღარასდროს
იყოს.

2. ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ უამრავი მოდელი დიეტებით თავს არ იწუხებს.
მაგრამ, ეს სიმართლეა. მოდელების საკმაოდ დიდი ნაწილი არ ითვლის კალორიებს, არ
შიმშილობს და პირიქით, მიირთმევს ჰამბურგერებს, პიცას..ასეთია მაგალითად კარა
დელევინი, რომელსაც არ აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ და არ ესაჭიროება
დიეტაზე ყოფნა.

3. მოდელებს და განსაკუთრებით დამწყებებს, ყველა ფოტოსესიისთვის არ უხდიან. ასეთი
ტიპის ფოტოსესიებში ფულის გადახდის მაგივრად მოდელებს ჩუქნიან ტანსაცმელს, მაგრამ
ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება არც ეს არ გააკეთონ.

4. ფოტოსესიები ყოველთვის ისეთი გლამურული არ არის, როგორიც ჩანს დამუშავებულ
ფოტოებში. კამერებს მიღმა ბევრი რამ იმალება. მოდელს შეიძლება მოუწიოს სიცივეში
ან სიცხეში საპირისპირო სეზონის ტანსაცმლის ჩაცმა, ტანსაცმლის ბევრჯერ გამოცვლა
და უხერხული პოზების მიღება.

5. მოდელები ყოველთვის ფორმაში უნდა იყვნენ, რადგან მათ ფოტოგრაფები აფიქსირებენ ყველაზე
შეუფერებელ დროსაც. მაგალითად, მაშინ, როდესაც მოდელები იცვლიან ტანსაცმელს შემდეგი
ფოტოსესიისთვის.

6. მართალია, მოდელებს ეძლევათ შესაძლებლობა მოირგონ ყველაზე ძვირი,გლამურული და
მოდური ტანსაცმელი, მაგრამ, ცოტა თუ არის იმდენად იღბლიანი, რომ ეს ტანსაცმელი მათ
აჩუქონ.

7. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მოდელებს ფოტოსესიები ყოველდღე აქვთ.
სინამდვილეში კი მოდელებს (და არა სუპერმოდელებს) უჭირთ იპოვონ რეგულარული
სამუშაო. ამ დროს ისინი კასტინგებზე გასვლაში ატარებენ.

8. მოდელობა მოითხოვს დიდი ნებისყოფის ქონას, რადგან მათ უხდებათ დიდი ხნით ლოდინი,
სანამ გაუკეთებენ მაკიაჟს, ვარცხნილობას, სანამ ფოტოგრაფი მოემზადება, სანამ მათი დრო
მოვა პოდიუმზე გასვლისა. ამიტომ თქვენ ხშირად ნახავთ მოდელებს მობილურებით ან
წიგნებით ხელში ბექსთეიჯში.

9. მოდელების წარმოდგენები ხშირად არ ემთხვევა რეალობას. იშვიათია ისეთი ფოტოსესიები,
რომლებიც გეგმის მიხედვით ხორციელდება. ფოტოგრაფს შეუძლია დაგეგმილი ფოტოსესია
გადააკეთოს ნებისმიერ წუთს და მოდელს მოუხდეს შიშველი პოზირება.

10. მოდელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის. ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომ მოდელი
უნდა იყოს ახალგაზრდა, მაგრამ თუ ადამიანს აქვს სამოდელო პარამეტრები, მის ასაკს ნაკლები
ყურადღება ენიჭება.

როგორ იხსნა პატრულისგან ბექა ონიანი ორსულმა ცოლმა

კომედი შოუს" მსახიობი ბექა ონიანი ერთხანს ფურგონ "ოპელის" საჭეს უჯდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო, მაგრამ მშობლიურ სვანეთში სასიარულოდ მაინც ჯიპის ყიდვა დასჭირდა. ახლა ცოლ–შვილთან ერთად სოფელ მელეში დამშვიდებული მიდის, რადგან იცის, რთულ გზაზე ავტომობილი პრობლემებს არ შეუქმნის.
მანქანის მართვა მერვე კლასში ბიძამ ასწავლა, 18 წლისას კი უკვე მართვის მოწმობაც ჰქონდა და მამის ნაჩუქარი "ჟიგულიც". ასე რომ, შეიძლება ითქვას, გამოცდილი მძღოლია, თუმცა მის გვერდით მჯდომ ცოლს რატომღაც მაინც ეშინია ხოლმე. ამიტომ ბექამ გადაწყვიტა, მანქანის მართვა მასაც ასწავლოს და ამით ზოგიერთი ვალდებულებისგან გათავისუფლდეს. საერთოდ ქალი მძღოლების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ერთმა მათგანმა ავარიული სიტუაცია შეუქმნა. იმ ქალბატონს რაინდულად მოექცა და დაზიანებული მანქანის საზღაური არც გამოართვა.
– ბექა, გილოცავთ ახალი მანქანის შეძენას. გაამართლა თქვენმა არჩევანმა?
– ეს ავტომობილი სამი თვის წინ შევიძინე. "ჰონდა ცეერვე" მხოლოდ იმიტომ ვიყიდე, რომ მაღალი გამავლობისაა და ოჯახისთვის კომფორტულია. მხოლოდ თბილისში ხომ არ ვმოძრაობ, სვანი ვარ და სვანეთში ხშირად მიწევს ჩასვლა, ჩემი მანქანა კი ამ გზებისთვის მისწრებაა. მანამდე ფურგონი "ოპელი" მყავდა, რომელიც ოჯახისთვის ასევე ძალიან მოხერხებული იყო. სოფელში რომ მივდიოდით, როგორც გვინდოდა, ისე ვძეძგავდით ტვირთით, ყველაფერი ეტეოდა. ახლახან კიკეთთან ახლოს, ორბეთში, მიწა შევიძინე და ჩემი ახალი მანქანა იქაც კარგად მადგება, "ოპელზე" კომფორტულია. სალონშიც დიდ თავისუფლებას ვგრძნობ, ზაფხულში არ მცხელა და ზამთარში არ მცივა.
– რა ხდება თქვენი ავტომობილის სალონში, წესრიგს რამდენად აქცევთ დიდ ყურადღებას?
– სიმართლე გითხრათ, დიდი წესრიგით არ გამოვირჩევი, მანქანას კვირაში ერთხელ ვარეცხვინებ. სალონში რას აღარ ნახავთ – მზესუმზირას, ბატიბუტს, საღეჭი რეზინის ქაღალდებს... ეს ჩემი შვილების დამსახურებაა. ორი გოგო მყავს, უფროსი 7 წლის ხდება და პატარა 4–ის არის.
– სვანეთში როგორი გზებია, ხომ არ გიჭირთ სიარული?
– ლენტეხამდე გადასარევი გზაა, იქიდან კი ჩემს სოფლამდე, მელემდე, 35 კილომეტრი ძალიან რთულად გასავლელია. ლენტეხიდან დაახლოებით ორსაათნახევარი მჭირდება სახლამდე. ამ დროს მანქანის მართვა შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაშიც მომიხდეს, რადგან ჩემს სოფელში რომ მოხვდე, მდინარისპირა გზა უნდა გაიარო. არავინ იცის, ის მდინარე როდის ადიდდება, გზა არაერთხელ დაუტბორავს.
– ღმერთმა დაგიფაროთ და, ექსტრემალურ სიტუაციაში მანქანა რომ გაგიფუჭდეთ, შეკეთებას შეძლებთ, ნაწილებში ერკვევით?
– ვერ დავიკვეხნი, რომ მანქანის ნაწილებში კარგად ვერკვევი. "ოპელი" რომ მყავდა, კარგად ვიცოდი, რა სად იყიდებოდა, რადგან ფუჭდებოდა ხოლმე. თვალი არ ეცეს და ჩემი ახალი ავტომობილი ამას არც საჭიროებს. ისე, პროფილაქტიკაში რომ მივდივარ, ისევე როგორც ყველგან, იქაც დადებით განწყობას ვგრძნობ და შეღავათებსაც მიკეთებენ, რაც დიდ უხერხულობას მიქმნის. ყოველთვის მირჩევნია, ნებისმიერ მომსახურებაში იგივე გადავიხადო, რასაც სხვები იხდიან.
ერთხელ, აღდგომის მეორე დღეს, ოჯახი ჩავისვი მანქანაში და კასპში წავედი, ბებიაჩემის საფლავზე რომ გავსულიყავით. შუა გზაში მანქანაზე "რემენი" გამიწყდა. არც ერთი პროფილაქტიკა არ მუშაობდა. გამახსენდა, რომ ჩემს პარალელურ კლასელს მანქანის ნაწილების მაღაზია ჰქონდა, დავურეკე და ჩამომიტანა, ხელოსანს კი სახლში მივაკითხე. გზაში 3 საათი მაინც დავკარგე.
– წლებმა კარგ მძღოლად გაქციათ?
– მაგარი მძღოლი არასოდეს ვყოფილვარ. მოძრაობის წესებს მეც ჩვეულებრივად ვარღვევდი.

– ახლა აღარ არღვევთ?
– ახლა უკვე ალბათ ასაკის ბრალია, რომ აღარ ვარღვევ და კიდევ იმის, რომ ქალაქში სათვალთვალო კამერები დგას და წითელ შუქნიშანზე გავლა ფიქსირდება.
– ასეთ გადატვირთულ მოძრაობაში არ გიჭირთ წესების დაცვა?
– რაღაც დონეზე მაინც მიწევს დარღვევა, მაგრამ მთავარია, სასწაულები არ ვაკეთო. მოძრაობის წესებს ძირითადად დილით ვარღვევ, როცა სამსახურში მეჩქარება.
– ეს პატრულისთვის შეუმჩნეველი რჩება?
– თუ პატრული შევნიშნე, ამ შემთხვევაში წესებს ვიცავ. სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში პატრული ნაკლებად მაჩერებს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა უბრალოდ შესამოწმებლად გავუჩერებივარ. ჯარიმების გადახდა მხოლოდ არასწორი პარკირებისა და ტელეფონზე საუბრისთვის მიწევს. ყოფილა დღე, როცა ტელეფონზე ლაპარაკის გამო ორჯერ მიმიღია ჯარიმა.
ყველაზე მეტად ახლა ვერიდები პატრულთან ურთიერთობას. არ მინდა, მათ ვაფიქრებინო, რომ ჩემი ცნობადობით ვსარგებლობ. პატრულისთვის შეიძლება "კომედი შოუში" გამოჩენამდე უფრო მეთხოვა, არ დამაჯარიმოთ–მეთქი, ახლა კი ამას ვერიდები. კანონი ყველასთვის კანონია და საჭიროების შემთხვევაში ჯარიმა მეც უნდა გამომიწერონ.
– "სითი პარკს" წაუყვანია თქვენი მანქანა?
– კი, თან ძალიან ცუდ სიტუაციაში. მე და ჩემმა ცოლმა ბავშვები თეატრში წავიყვანეთ. იქ მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვერ ვნახე და მარჯვენა, აკრძალულ მხარეს დავაყენე. არ ვიცოდი, რომ იქ გაჩერება არ შეიძლებოდა. გამოვედი და მანქანა არ დამხვდა. კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ, იცით, რამ დამაეჭვა? ჩემ გარდა ყველა ავტომობილი ადგილზე იყო. ბოლოს პატრულმა მითხრა, "სითი პარკმა" წაიყვანაო. ცოლ–შვილთან ერთად ღამით ასეთ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ტაქსით წავედი და ჩემი მანქანა დავიბრუნე. ბოლო დროს პარკირების ჯარიმას აღარც ვიხდი, რადგან სულ სამსახურში ვარ და ავტომობილის სხვა ადგილებში დაყენება არ მიწევს.

– ქალ მძღოლებთან გზებზე როგორი "ურთიერთობა" გაქვთ?
– არ ვარ ისეთი მძღოლი, რომ ვინმეს მოვუწოდო, საჭესთან ქალია და ერიდეთ–მეთქი. მანდილოსნების მიმართ არასოდეს მაქვს აგდებული დამოკიდებულება. ბევრი კაცი ქალზე უარესად არღვევს წესებს. უბრალოდ ალბათ გამოუცდელი ქალი მძღოლების რიცხვმა იმატა და ხშირ შემთხვევაში ამიტომაც ქმნიან ავარიულ სიტუაციებს. ქალები კაცებთან შედარებით მანქანას დაძაბულები მართავენ და ამას ისიც ემატება, რომ ძირითადად მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ატარებენ. ვფიქრობ, მათი ტარება უფრო უჭირთ. ჩემი აზრით, 2–3 წელიწადში "ქალი მძღოლების" პრობლემა გაქრება, სტაჟს შეიძენენ და საფრთხეც ნაკლებად შეგვექმნება.
"ოპელი" რომ მყავდა, იმ პერიოდში აღმართზე ქალს მანქანა დაუგორდა და დამარტყა. დიდი არაფერი მოუხდენია, ჩემი მანქანა სულ ცოტათი დაზიანდა, მაგრამ, რაც მთავარია, თავი დამნაშავედ იგრძნო და აღარაფერი მითქვამს, არც ავანაზღაურებინე.
– მანქანას თქვენი ცოლიც მართავს?
– არა, მაგრამ ორივეს გვაქვს ამის დიდი სურვილი. საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომას ან ბავშვების გამო სამსახურიდან გასვლას მირჩევნია, ჩემმა ცოლმა იცოდეს მართვა.
– საჭესთან ნასვამი ჯდებით?
– ნასვამი ნამდვილად ვმჯდარვარ საჭესთან. ერთხელ ამის გამო დამაჯარიმეს კიდეც. ჩემი ცოლისძმის დაბადების დღეზე წავედი. როგორც ხდება ხოლმე, ბევრს მეხვეწნენ, დალიეო, მეც ხათრი ვეღარ გავუტეხე და... ქართველი კაცი, ხომ იცით, ერთ ჭიქას შესვამს, მერე თავს ვეღარ აკონტროლებს და ქეიფს აგრძელებს. ჩემს სახლამდე დიდი მანძილი არ იყო, მაგრამ იქამდე მივედი თუ არა, გადააყენეო, პატრულის ხმა მომესმა. აპარატი მომცეს, ჩაბერეო. გაგონილი მქონდა, კი არ ჩაბერო, ამობერე და წითელს არ აანთებსო. ასე მოვიქეცი, მაგრამ პატრულს რას გამოვაპარებდი. ჩემი ცოლი 8 თვის ორსული იყო მეორე ბავშვზე, მან ივაჟკაცა, მუცელი მტკივა, გაგვიშვითო, უთხრა და ასე გადამარჩინა. მას შემდეგ ჭკუა ვისწავლე და ნასვამი საჭესთან აღარ ვჯდები, ტაქსით წასვლას ვამჯობინებ.
– მეუღლე როგორ გაფასებთ, როგორც მძღოლს?
– ჩემს ცოლს მანქანაში ჩემ გვერდით ჯდომა ძალიან უჭირს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სულ დაძაბულია. სისწრაფის მოყვარული არ ვარ, მაგრამ გამუდმებით სიჩქარეზე მაძლევს შენიშვნებს. ერთხელ სამსახურში მიმყავდა, თან ძალიან აგვიანდებოდა და ვჩქარობდი. ვაშლიჯვრის ასახვევთან შუქნიშანთან გავჩერდი, გზაზე წყალი იყო დაღვრილი, ერთ–ერთმა მანქანამ დაამუხრუჭა, მოცურდა და რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს დავეჯახეთ. საბედნიეროდ, არ დავშავებულვართ და არც შემშინებია. ისევ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემს ცოლს სამსახურში აგვიანდებოდა, ტაქსი გავუჩერე, სამსახურში ვუშვებდი, მაგრამ ისეთი შეშინებული იყო, აღარ წავიდა.
სოფიო ბოჭორიძე

ჰელენ ფლანეგანი ოფიციალურად ყველაზე სექსუალური ბრიტანელია !

ბრიტანელი მოდელი ჰელენ ფლანეგანი ყველაზე სექსუალურ ბრიტანელად , მსოფლიოს ცხრა წამყვანმა მოდურმა გამომცემლობამ ერთხმად აღიარა , ჰელენმა ამ კონკურსში ისეთ სუპერვარსკვლავებს აჯობა როგორებიცაა , კელი ბრუკი და ვიქტორია ბექჰემი.

გოგონების მოსახიბლად - მარტივი მეთოდი...

რას არ აკეთებენ მამაკაცები მშვენიერი სქესის გულის მოსაგებად! რა საშუალებას აღარ მიმართავენ: სჩადიან გმირობებს, წერენ ლექსებს, განიცდიან მორალურ, ფიზიკურ ტანჯვას...ის გოგონა კი, რომლის გაცნობასაც ვერ ბედავთ, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ათჯერ მაინც ხვდებით – ერთ დღეს შეიძლება ისეთი დამყოლი გახდეს, როგორც ცხვარი მეცხვარესთან!
დიახ, ამ ღვთიურ ქმნილებებს აქვთ თავიანთი საიდუმლო! და ეს სრულიად აშკარაა! ისინი, უსაზღვროდ მეოცნებენი არიან და ღრმა სიბერემდე სჯერათ ზღაპრების. ისინი მძინარე მზეთუნახავები არიან,
რომლებსაც ძილის მარწუხებისგან პრინცი გაათავისუფლებს. სამუდამოდ პენელოპებად რჩებიან, რომელნიც თავიანთ გმირ ოდისევსებს ელიან. ბოლოს და ბოლოს, ზღაპრული ბაყაყები არიან და ჭაობის პირას დიდი მოთმინებით ელიან ახალგაზრდა უფლისწულებს, რომელთა დახმარებითაც, ეფექტურად შემოიცლიან მწვანე, ჭაობის სამოსს და უმშვენიერეს პრინცესებად გადაიქცევიან!
შესაძლოა, დროთა განმავლობაში ზღაპრები "გათანამედროვდა", მაგრამ ქალების სანუკვარი ოცნება იმ "ერთადერთის" შესახებ იმდენად უნივერსალურია, რომ ერთადერთი რაც საჭიროა თქვენი მხრიდან – მისცეთ მათ ფანტაზიას ასპარეზი და დანარჩენს ისინი თავად მოიფიქრებენ თქვენს ნაცვლად!

როგორ უნდა მოახერხოთ ეს? პრაქტიკაში ყველაფერი გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ. ჩაუვლით რა თქვენს საოცნებო გოგონას გვერდით, შეჩერდით მის ახლოს და გრძნობით აღსავსე ხმით უთხარით, რომ მას ძალზე ლამაზი თვალები აქვს! მორჩა. ძალიანაც არ შეყოვნდეთ, უბრალოდ, რამდენიმე ნაბიჯს რომ გადადაგამთ, მოიხედეთ, გაუღიმეთ, რითიც მიახვედრებთ, რომ "გაგრძელება იქნება".

ბანალურად გამოიყურება? შესაძლოა, მაგრამ მსგავსი საუბრები გოგონებში ოცნებებს აღძრავს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მის წარმოსახვაში თქვენ მისი "ერთადერთი", ყველაზე–ყველაზე პრინცი იქნებით და თქვენთან(ოცნებებში) გააბამს ხანგრძლივ რომანტიულ დიალოგს, რომელშიც თქვენ მას ათას კომპლიმენტს უძღვნით!

მერე უკვე მარტივია! გახსოვდეთ, უკვე რამდენიმე დღეა მის წარმოსახვაში არსებობთ და თან სამეფო უფლებებით... იყიდეთ პატარა, მაგრამ გემოვნებით და სიყვარულით შერჩეული ყვავილების თაიგული. მიუახლოვდით გრძნობით სავსე მზერით, ეპითეტებით შეამკეთ(მისი სილამაზის შესახებ), შეეცადეთ საუბარში იმპროვიზირებას... ნუ შეგეშინდებათ, ენა თუ დაგებათ. იცოდეთ, გულსიყურით მაინც არ გისმენენ. რაც არ უნდა თქვათ, ის თავის ფიქრებში თავისებურად გააგრძელებს მას. ვითომ, სხვათაშორის უთხარით, რომ მისთვის გაქვთ საინტერესო შეთავაზება, რომლის შესახებაც, მოუცლელობის გამო, მოგვიანებით ამცნობთ. წადით და დაელოდეთ სამიოდე დღის გასვლას, რათა, მისი ცნობისმოყვარეობა გადაიზარდოს ძლიერ სურვილში, გაიგოს, რა სურთ მისგან. ამ ხნის განმავლობაში, ის განიხილავს ათეულობით ვარიანტს, რომლის მთავარი მოქმედი გმირი თქვენ იქნებით

შემდეგი შეხვედრისას, შეგიძლიათ დაპატიჟოთ თუნდაც ქვეყნის მეორე მხარეს ან სულაც მთვარეზე – ის მზად იქნება ამისთვის. ინტერესი უკვე ფორმირებულია, მიჯაჭვულობაც კი... და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: არ ღირს, დიდხანს გააჭიანუროთ ასეთი თამაშები. გადადით რეალურ მოქმედებაზე და პრაქტიკაზე დაუმტკიცეთ მას, რომ არ შემცდარა "თავის" არჩევანში!
 

Wednesday, June 26, 2013

ხვალიდან გამოვსწორდები!

თუ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ თქვენს გარდერობში 36 წყვილი ფეხსაცმელი, 25 ცალი ზაფულისა და ამდენივე ზამთრის კაბაა, შარვალი კი იმდენი, რომ დათვლა გეზარებათ, თუმცა, მაინც არასოდეს იცით რა ჩაიცვათ, ჩათვალეთ, რომ თქვენ არაპრაქტიკული მყიდველი ბრძანდებით.

არადა ისეთი არაფერი დაგიშავებიათ ასეთი ,,ბრალდება,, რომ დაიმსახუროთ, არა? დიდი ამბავი, სამსახურში, 1 საათიანი შესვენებისას რამდენიმე მაღაზიაში შეიარეთ, ნახევარი თვის ხელფასი დახარჯეთ და იმდენი ხორაგით დაბრუნდით სამსახურში, თვალმახვილ თანამშრომელს ლოგიკური კითხვა გაუჩნდა, რა ხდება, ომი ხომ არ იწყებაო? ჰმ, თავხედი.. რა შუაშია აქ ომი? ასეთი არაჩვეულებრივი მაისურის არყიდვა შეიძლებოდა? ან ეს ტაფა ხელიდან გასაშვებია? აი ზუსტად ისეთი ტაფაა, შარშან ამ დროს რომ იყიდე და შინ მისულს გარაჟში დაგრჩა სხვა საყიდლებთან ერთად და დღემდე არ გაგხსენებია.. არა, ეგ რა მაგის პასუხია და ნეტავ რა იყო კიდევ იმ სანუკვარი საყიდლების ჩანთაში, გარაჟში რომ დაგრჩა? ალბათ გუშინ რომ იყიდე, ისეთივე ბოთლის გასახნელი.. ოთახის ყვავილებისთვის ახალი ქოთნები? არა, ეგ ახლახანს იყიდე.. აბა, ჭრელი შარფი? მართალია, სწორეს ის ჭრელი შარფი იქნებოდა, რომ არ იცოდი რას მოუხდებოდა, მაგრამ მაინც იყიდე..

და სად დევს ახლა ის ჩანთა? ისევ გარაჟში? თუ სარდაფში? სარდაფში ვერ იქნება, იქ იმდენი არასაჭირო ნივთი დევს, სადღა იყო მაგისი ადგილი..

ასეთი ფიქრების შემდეგ, უცებ ხვდებით, რომ დროა დაფიქრდეთ, რაღაც შეცვალოთ.. თავს პირობას აძლევთ, რომ ხვალიდან გამოსწორდებით, რომ მანამ არაფერს იყიდით, ვიდრე მისი საჭიროების აუცილებლობაში არ დარწმუნდებით. მაგრამ, ხვალ, ისევ მოახერხებთ ისეთი რაღაცის პოვნას, რომლის არ ყიდვაც არაფრით გამოვიდოდა..

თუ დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ თქვენ ერთადერთი არა ხართ, ვინც სახლი უსარგებლო ნივთების გროვას დამსგავსა. რაიმეს ყიდვის დაუძლეველი სურვილი დაავადებაა და მას ონიომანია ჰქვია.

მე მაპატიეთ, გულს თუ გიხეთქავთ, მაგრამ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, ისიც კი დაადგინეს, რომ ონიომანებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს, ძალიან ბევრი საერთო აქვთ.

ონიომანიის ორი ძირითადი კატეგორიაა. ერთი, რომლებიც დიდი რაოდენობით, მაგრამ საჭირო ნივთებს ყიდულობენ და მეორენი, რომლების საჭიროების მიუხედავად, მაინც ყიდულობენ.. მათ შორის განსხვავება არის, მაგრამ არც ერთ კატეგორიას არ აინტერესებს, რამდენი აქვს ჯიბეში, მთავარია რომ ყიდვა უნდა, უნდა და მორჩა.. ვაა, უნდა და!.. და მანამ ენდომება, ვიდრე ბოლო თეთრს არ დახარჯავს.. ამის შემდეგაც ენდომება ყიდვა, მაგრამ..

ფსიქოლოგები შეთანხმდნენ იმ ძირითად ფაქტორებზე, რაც ომიომანიისკეს უბიძგებს ადამიანს. ესენია, სტრესი, დეპრესია, დაბალი თვითშეფასების დაფარვის მცდელობა..

საყიდლებზე წასვლა, რომ საუკეთესო ანტიდეპრესანტია, ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება. ისევე როგორც ვარცხნილობის შეცვლა ან სხვა ცვლილების შეტანა გარეგნობაში. მაგრამ, თუ დეპრესია სათოფეზეც კი არ ჩანს და მაინც გაუთევებლად საყიდლებისკენ მიგიწევთ გული, ალბათ დროა გადაამოწმოთ, იქნებ ონეომანი ბრძანდებით?

თუ თავს გამოუტყდით, რომ ეს ასეა, მაშინ სცადეთ მეტი ნებისყოფა გამოიჩინოთ. არ ენდოთ რეკლამებს და ,,სარფიან,, შემოთავაზებებს. არ ატაროთ ყოველდღიურად საჭიროზე მეტი თანხა. ვიდრე სალარომდე მიხვალთ, სამჯერ ჰკითხე თავს, მჭირდება ახლა ეს მე?

თუ ამ რჩევებმაც ვერ გიშველათ, ფსიქოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ..

ისე, თუ მყარი ბიუჯეტი გაქვთ და თქვენი ყიდვამანიაკობა მას ვერაფერს აკლებს, ნუ შექმნით ამით ტრაგედიას.. და იყიდეთ მეორმოცე წითელი კაბა, იქნებ გაისად მაინც ჩაიცვათ პირველად რომელიმე მათგანი.. თუ არადა, ხვალიდან ხომ ისედაც გამოსწორდებით?!

მოდური სამოსი პლიაჟისათვის

ზღვაზე გამგზავრებისას საჭიროა გარდერობი სწორად შეარჩიოთ. მარტო საცურაო კოსტუმი ხომ არ გეყოფათ შვებულების კომფორტულად გასატარებლად?! იქ უამრავი სხვა ნივთები დაგჭირდებათ. განა შეიძლება ზაფხული გაატაროთ ლამაზი კაბის, მზის სათვალის, საზაფხულო ჩანთის, მზის ქუდისა და სეზონისათვის დამახასიათებელი ზღვის თემატიკაზე მორგებული მასიური სამკაულების გარეშე? რა თქმა უნდა, არა! მხოლოდ ამ ყველაფრით შეიარაღებული შეგიძლიათ ამაყად გამოცხადდეთ პლიაჟზე, დატკბეთ მამაკაცების აღფრთოვანებული მზერით და გესმოდეთ მეგობრების კითხვები, თუ როგორ ახერხებთ ყოველთვის გამოიყურებოდეთ შესანიშნავად და როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველთვის ყველაზე საუკეთესო, მოდური და საინტერესო.


ნებისმიერი მოდის მოყვარული მანდილოსნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის გარდერობში იყოს უამრავი ნივთი ნებისმიერი სიტუაციის, გარემოებასა და მიზეზისათვის. და რა თქმა უნდა, ზაფხული, მზე და ზღვა - ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. სწორედ ზაფხულის ცხელ და მზიან დღეებში აქვს მეტი ხიბლი ქალის ლამაზ სხეულს. მოხდენილი, გარუჯული ქალი პლიაჟზე ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. ამიტომ საჭიროა სწორად შევარჩიოთ სამოსი რათა ლამაზად და მოდურად გამოვიყურებოდეთ.





პლიაჟის კაბა - ეს კაბის განსაკუთრებული სახეობაა. ამ შემთხვევაში ყველაზე აქტუალურია ტუნიკები. ისინი ამ სეზონზე წარმოადგენენ არა უბრალოდ ქსოვილის ნაჭერს (როგორც წინა წლებში), არამედ მზა კაბის მოდელს განსაზღვრულ სტილში, უამრავი ფერთა არჩევანით. ისინი შეიძლება იყოს კლასიკური და თანამედროვე, გრძელი და მოკლე, მკვეთრ და ბაც ფერებში, ჭრელი და სადა... და ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავარია მისცეთ თავისუფლება თქვენს ფანტაზიებს, მოიფიქროთ სწორი შეხამება, დაუმატოთ მოდური აქსესუარები (სათვალე, საზაფხულო ჩანთა, მზის ქუდი, სამკაულები) და თქვენ ამ სეზონის დედოფლად იგრძნობთ თავს.





შიფონის ტუნიკები რომლებიც წელს წარმოგვიდგინეს მოდის სახლებმა თავიანთ კოლექციებში, ამ სეზონის ყველაზე აქტუალურ ნივთებად ითვლებიან. მკვეთრი შეფერილობის, არაპროგროზირებადი და ორგანული ფერთა შეხამებით, მარტივი თარგის ლაღად მოფრიალე კეკლუცი კაბები თავისუფლად შეგიძლით ჩაიცვათ სანდლებთან და მასიურ სამკაულებთან, როგორც პლიაჟის ძირითადი სამოსი. ამ სეზონზე დიზაინერები გვთავაზობენ უამრავ განსხვავებულ მოდელს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი რამ.





როგორც ყოველთვის მოდაშია ზღვის თემატიკა. პლიაჟის კაბებისათვის მთავარ ფერად ითვლება თეთრი - ის ძალიან კარგად გამოიყურება გარუჯულ სხეულზე. ასევე მომგებიანი ვარიანტია მკვეთრი ვარდისფერი, ფირუზისფერი, იასამნისფერი კრემისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, ან სულაც ზოლებიანი კაბა.





პლიაჟის მოდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტრენდი წელს არის მკვეთრი შეფერილობის კაბა-მოსასხამი. ასეთ ეფექტურ კეკლუც კაბაში თქვენ გამოჩნდებით დახვეწილად და ქალურად. ელეგანტური სამოსის მოყვარულთათვის დიზაინერები გვთავაზობენ ეფექტურ და ამავე დროს უბრალო კაბებს, რომელშიაც შეუმჩნეველი არ დარჩებით.



























როგორ შევარჩიოთ მზის სათვალეები



დადგა ზაფხული და მზის სათვალეები კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ეს მოდური აქსესუარი არა მარტო ხაზს უსვამს თქვენს სტილს და იმიჯს, ის კარგი დამცავი საშუალებაა და აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს თქვენს თვალებს. გარდა ამისა, მზის სინათლეში თვალები გეძაბებათ და იძულებული ხართ მოჭუტული თვალებით იაროთ, რაც ზადმეტ ნაოჭებს აჩენს თვალების გარშემო. ამიტომ, მხედველობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად აუცილებელია მზის სათვალე შეიძინოთ. ჩვენ კი დაგეხმარებით, რადგან მისი სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.





მასალა.

სათვალის არჩევისას უმთავრესი და უპირველესი კრიტერიუმი მასალაა, რადგან ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სტილი და იმიჯი. სათვალის საფარის საუკეთესო მასალად ითვლება მინა. ის უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას ულტრაიისფერი სხივებისაგან, ადვილად არ იკაწრება და გარესამყაროც მის მიღმა უკეთ ჩანს, ვიდრე პლასტიკატის საფარიდან. მაგრამ აქვს ნაკლიც: ის შედარებით მძიმე და მსხვრევადია. ამიტომაც ბავშვებისა და სპორტსმენებისათვის რეკომენდირებული არ არის (დაცემის შედეგად შეიძლება დაიზიანონ თვალები).



შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ პლასტიკური საფარის მქონე სათვალეზე. საზიანო გამოსხივებისაგან თავის დასაცავად თანამედროვე პლასტიკურ საფარს დამზადების დროს შემადგენლობაში ურევენ სპეციალურ დანამატებს და დამზადების შემდეგაც ასევე უმატებენ სპეციალურ ფენას. ასეთი მასალისაგან დამზადებული მზის სათვალეები კარგი ალტერნატივაა, უფრო მსუბუქი და პრაქტიკულია. მაგრამ მისი არჩევის დროს ყურადრება უნდა მიაქციოთ თუ როგორ ჩანს გამოსახულებები მის მიღმა. ხარისხი შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი მორგების დროს და კარგად დააკვირდეთ, რომ სწორი ხაზები მასში სწორადვე ჩანდეს. თუ თქვენ შეარჩევთ ამ მასალისაგან დამზადებულ სათვალეებს, კარგად უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მასაც აქვს ნაკლი - ადვილად იკაწრება. დაკაწრული სათვალე კი მხედველობას დაგიზიანებთ.



სათვალის არჩევის დროს აუცილებლად ნახეთ მისი ეტიკეტი, სადაც მოთავსებულია წარწერა: "UV-A" და "UV-B" (ultraviolet), რომელიც აჩვენებს ულტრაიისფერი სხივებისაგან პროცენტულად დაცვის ხარისხს ("B" ყველაზე საზიანო სხივების მაჩვენებელია). ამასთანავე შეიძლება შამჩნიოთ წარწერა "400 HM", რაც აღნიშნავს ტალღის მაქსიმალურ სიგრძეს, რომლისგანაც სათვალე გიცავთ. თუ რიცხვი იქნება 400-ზე ნაკლები, ეს იმას ნიშნავს, რომ სხივების ნაწილი მაინც აღწევს მასში. ქალაქის პირობებში საკმარისია სათვალე, რომელიც ატარებს 18-43%-მდე სინათლეს. ზღვასა და თოვლიან მთებში კი რეკომენდირებულია სარკისებური საფარის მქონე სათვალე, რომელიც ბლოკავს ანარეკლებს და უკეთ იცავს თვალებს. როდესაც მხოლოდ მარტო ზემოდან დანათებული სხივებისაგან გვინდა თვალების დაცვა, არსებობს მხოლოდ ზედა ნაწილში გამუქებული ლინზები, მაგრამ მათი ნაკლი ისაა, რომ თვალებს ღლის. მხედველობისათვის უმჯობესია სათვალის ლინზები ერთგვაროვნად იყოს გამუქებული.



ფერი.

სათვალის ფერი, როგორც წესი, დამოკიდებულია გემოვნებაზე. მაგრამ სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის ცოდნა, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ფერი გარე სამყაროს აღქმაზე. იმისათვის, რომ ავწიოთ განწყობა, საკმარისი არ არის უბრალოდ მოვირგოთ ვარდისფერი სათვალე. პირიქით, ეს ფერი არასახარბიელოდ მოქმედებს ფსიქიკაზე.

ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება მუქი ნაცრისფერი (სინათლის აღქმა მეტად შეეფერება რეალობას) და მუქი მწვანე (ნაკლებად ღლის თვალებს და ამასთანავე სხივების მაქსიმალურ ფილტრაციას ახდენს). არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ წითელ ლინზებს, რომლებიც საგნების შეფერილობას ცვლის და რეალობის შეგრძნებას კარგავს. ყვითელი და ნარინჯისფერი კარგია ღრუბლიან ამინდში.



სტილი.

თუ თქვენ აიღჩიეთ მოდური სათვალე, რომელშიც თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობთ თავს, ეს ყველაზე საუკეთესო არჩევანია. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ თითოეულ სახეს სხვადასხვა ტიპის სათვალე უხდება. საერთო წესი კი ერთია - სათვალის ზემოთა ნაწილი უნდა იმეორებდეს წარბების მონახაზს. მზის სათვალის მეშვეობით შეიძლება ხაზი გავუსვათ სახის მოყვანილობას თქვენი გემოვნების მიხედვით. სათვალე, როგორც დამატებითი აქსესუარი უნდა ერწყმოდეს თქვენს სამოსს. არჩევანი შეიძლება შეაჩეროთ ეფექტურ სათვალეზე, მაგრამ თუ ზედმეტი ყურადღება არ გსურთ, სჯობს კლასიკაზე შეჯერდეთ.



ძალიან პატარა ზომის სათვალე, თუნდაც საუკეთესო ხარისხის მინის ლინზებით, ლამაზად და მოდურად შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ მზისგან ნაკლებად დაგიცავთ.

და ბოლოს, ცოტა რამ მათ მწარმოებლებზე: ამ სფეროში ლიდერებად ითვლებიან ფირმა "Ray-Ban"-ის სათვალეები, თუმცა მოდური აქსესუარების მწარმოებელ სხვა ფირმებსაც აქვთ საკმაოდ სოლიდური კოლექციები - Dolce & Gabbana, Prada, Dior, Giorgio Armani, Emporio Armani, Chanel, Gucci, Chloe, Louis Vuitton, Adidas.


ჩახუტების დღე

უკვე რამოდენიმე წელია, რაც 21 იანვარს მთელს მსოფლიოში აღინიშნება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ლს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. დღესასწაულის ტრადიციის თანახმად ამ დღეს სრულიად უცხო ადამიანებთან მეგობრული ჩახუტებაც კი შესაძლებელი დ

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღსასწაული ახალია, უცნობია მისი ავტორი - არავინ იცის ვის მოუვიდა პირველად თავში ასეთი ლამაზი დღესასწაულის იდეა, რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს თარიღი. ამ იდეის ინიციატორებად სტუდენტები მოიაზრებიან. თუმცა ვერავინ ამბობს კონკრეტულად რომელ სტუდენტებზეა საუბარი.

ფსიქოლოგები ფოქრობენ, რომ ადამიანები მეგობრული ჩახუტებით ერთმანეთს გადასცემენ სითბოს, უსაფრთხოების შეგრძნებას, კომფორტს, სიყვარულს.

დატკბით ამ დღესასწაულით, ის ხომ არ მოითხოვს არანაირ მატერიალურ ხარჯებს! თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ უხვად გასცეთ სითბო და სიყვარული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანი, საყვარელი და ახლობელია. მიულოცეთ ერთმანეთს ეს დღესასწაული, მეგობრობის, გულთბილი დამოკიდებულებისა და სიყვარულის ნიშნად კი აჩუქეთ ჩახუტება!

Friday, June 21, 2013

amis gamketeblis bodishi tqventan da dedac..........

amis gamketeblis bodishi tqventan da dedac..........

 https://www.facebook.com/pages/პატრიარქი-ტუალეტში-არ-დადის-რადგან-ღმერთია/126492897559596


იუმორნარევი სიმართლე სიყვარულზე

• სიყვარული - ეს ტკბილი ძილია, ქორწინება კი - მაღვიძარა!

• სიყვარული - ეს არის წარმოსახვის გამარჯვება ინტელექტზე.

• სიყვარული - ეს არის ავადმყოფობა, რომელიც მალე გაგივლით, თუ წოლით რეჟიმს დაიცავთ.

• სიყვარული გაივლის, ცოლები კი დარჩებიან!



• სიყვარული ადამიანს მხოლოდ ცალ ფრთას აძლევს, ასაფრენად კი პარტნიორია საჭირო!

• სიყვარული - ეს სისუსტეა, რომელიც ადამიანს უფრო ძლიერს ხდის.

• სიყვარული - ეს ცრურწმენაა, თითქოს ერთი ქალი რაიმეთი გამოირჩევა სხვებისაგან.

• სიყვარული ამინდის პროგნოზივითაა - მასში ვერასოდეს იქნები დარწმუნებული!

• სიყვარული ისაა, როცა ერთ არასრულყოფილებას მეორე არასრულყოფილება იდეალური ჰგონია!

• სიყვარული ნარკოტიკივითაა, როცა გაქვს - "კაიფია", როცა არა გაქვს - "ლომკა"!

• სიყვარული ნამდვილად ნარკოტიკი რომ იყოს, ყველა ქორწინება სიკვდილამდე გასტანდა.

• სიყვარული ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამურის ისრები მამაკაცებს გულში კი არა, სხვაგან ხვდებათ!

• პირველი ნახვით შეყვარება სჯობს პირველი შემხვედრის შეყვარებას!

• პრეზერვატივი ჩინელებმა მოიგონეს, რომ აღარ გამრავლებულიყვნენ, ქართველებმა კი მოიგონეს სიყვარული - ფული რომ აღარ დახარჯვოდათ.

• ვირტუალური სიყვარული: "მათ ერთმანეთის "უსმაილოდაც" კი ესმოდათ!"

• პლატონური სიყვარული ფულის მიმართ - "მიყვარს, მაგრამ არ მაქვს"!

• უცნაური დრო დადგა: "სექსი ტელეფონით, სიყვარული - მესიჯებით!"

• ამბობენ, რომ ტყუილი კლავს სიყვარულს, მაგრამ გულახდილობა კიდევ უფრო სწრაფად კლავს.

• თეორია პრაქტიკის გარეშე იგივეა, რაც სიყვარული სექსის გარეშე, ორივე ტვინის ბურღვაა!

• მეგობრობა ვერ იტანს ორგულობას, სიყვარული უფრო ამტანია!

• სიყვარული ფულს ჰგავს: ბევრს აძლევ - ეჭვიანობას და ტვინის ბურღვას იწყებენ, ერთს აძლევ - შენს დაფასებას ვერ ახერხებს, არავის აძლევ - უგულოდ გთვლიან.

• ხელოვნების ნებისმიერ დარგში სიყვარული კი არაა მთავარი, არამედ - სექსია მეტად მნიშვნელოვანი!

• გიყვარდეთ დიდი და ნამდვილი სიყვარულით ფული: ეს სიყვარული ყველა სხვა სახის სიყვარულის ხარჯებს აგინაზღაურებთ!

• თუ გაუზიარებელი სიყვარული ბედნიერებას არ მოგიტანთ, მაშინ ფული მაინც მოიტანოს!

• სიყვარული ისაა, როცა თქვენ ვარდისფერი სათვალიდან გიყურებენ, სიძულვილი კი ის არის, როცა თქვენ გამადიდებელი შუშებით გათვალიერებენ.

• ნამდვილი სიყვარული ერთხელ გვხვდება ცხოვრებაში, მაგრამ, ბედის ირონიით, საკუთარ ცხოვრებაში - არა.


წამო წვიმაში, შევიშალოთ...


* * *
ჩემი სუნთქვა ხარ!
ამოსუნთქვა ხარ და... ჩასუნთქვა ხარ!
ჩემი გრძნობა ხარ!
ამოხეთქვა ხარ! და... სიცოცხლე ხარ!
ჩემი ლექსი ხარ!
ჩემი სტრიქონი და... ჩემი მუზა ხარ!

დედოფალი ხარ - თბილი ფერია, ურომლისოდაც ჩემთვის ყველაფერი - არაფერია!
სიყვარულო!!! შენ შეავსე ჩემში ყოველი სიცარიელე და არ დამიტოვე არც გულში, არც გონებაში და არც ჩემი არსების არცერთ ნაწილში ადგილი სიძულვილისთვის...
მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარულის სიმხურვალე მზესაც კი ჩაანაცვლებს... მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია!.. მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია!.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ..
დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ, რომ შენ არ მთავრდები ჩემში.. შენ დაუსრულებელი ხარ..
სიგიჟემდე, გულის წასვლამდე მიყვარხარ.. უზომოდ... უწერტილოდ... დაუსრულებლად... უსაზღვროდ... მეუსასრულოებიიიიიიი!

დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს... დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს... მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ... აბა, როგორ უნდა გაჩუქო შენ შენივე თავი?! ეს ხომ შენ ხარ - ჩემი სიყვარული. იცი რა ძლიერ გგრძნობ? დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ... არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. რა ერთფეროვანი ვარ ჩემი აზრებით, არა?! რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ... მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა?!
მე შენმა სიყვარულმა დამხატა გრძნობებით აკინძულ გამჭირვალე ცხოვრების ფურცებზე და წამაწერა ზედ უსასრულობად. ჰო, შენმა სიყვარულმა მაქცია ადამიანად და მაგრძნობინა რომ ვსუნთქავ... აქამდე არასოდეს მომისმენია ჩემი გულის ცემა. არც სუნთქვა მესმოდა. ახლა კი.... ქუჩაში გასვლისას მთელი სამყაროს სუნთქვა და გულისცემა მესმის... ის ისეთი მუსიკალურია და ღრმა განცდების მატარებელი, ყოველი მისი ნოტი ჩემში ჟრუანტელს იწვევს... ჰო, შენი სახება აქვს ყოველივეს ირგვლივ... ნებისმიერ ქმნილებაში და საგანში შენს ანარეკლს ვპოულობ და ამიტომ მე ყველაფერი მიყვარს... ჰო, შენ შემაყვარე ყველაფერი და ყველა ფერი. შენ სამყაროს ფერებით გამაფერადე და გამიფერადე ყოველივე შიგნით თუ გარეთ. იმდენად ღრმა ხარ და მრავლისმომცველი ჩემში... ვცდილობ მთელი განცდით სრულად გადმოგცე სიტყვებად, მაგრამ შენი მცირედიც ვერ გადმოვეცი, ამით კიდევ ერთხელ დამარწმუნე რომ სიყვარული მთელი სამყაროა, არსია, ღმერთია... ღმერთს კი სიტყვით ვერავინ აღწერს. ჰო, სიყვარული ღმერთია თავად და შენ ამ გრძნობით ჩემში ღმერთი შემოუშვი...
ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება... ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო, დუმილი გრძნობით გაჟღენთილი, ოცნება ჩემი შენით ნაზავი, თვალები მრავლისმთქმელი, სპეტაკი და შენი ანარეკლით...
მე და შენ.. შენ და მე.. ჩვენ გვეუსასრულსიყვარულება.
მიყვარხარ ჩემებურად, არავის მსგავსად!

 
ძნელია დაწერო იმაზე, რაც შენთვის ხელშეუხებელი, პირადული და მნიშვნელოვანია. ვფიქრობდი დამეწერა თუ არა... გონება და გულის ცემა ერთმანეთს დაეჯახა და გადავწყვიტე... სიყვარული ეს ხომ ცხოვრების სურვილია !!! გიყვარს - უყვარხარ აქ ხომ აუხსნელი გრძნობაა. მთელი სულით მინდა გადმოგცე, აგიხსნა , გაგრძნობინო თუ რა ძლიერია ჩემში შენდამი ეს ამაფორიაქებელი გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია!!! მე ეს სენი შემეყარა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო, რომ მხოლოდ შენ გაგაგონო: მთელი არსებით მიყვარხარ, ადამიანო, გაიგე?! :))

 
თვალი გადავავლე პირველ წერილს და გამეღიმა... ალბათ შენც...
ვერ ვიტყვი რაიმე შეიცვალა ჩემშითქო...
ოღონდ ეგაა, - ერთი წლით გავიზარდე...
აქამდე თუ სუნთქვაშეკრული მოვდიოდი, ახლა სუნთქვას ვსწავლობ...
ყოველ ნაბიჯზე ღრმად ვისუნთქავ სიცოცლისა და ცხოვრების სურნელს...
კარგად მინდა დავიმახსოვრო ეს სურნელი, საიმედოდ შევინახო, რომ შენამდე მოვიტანო...
მიუხედავად იმისა რომ ყოველ ჩასუნთქვას მტკივნეულად განიცდის სული...
თურმე გულზე მეტად, სულია მოსაფრთხილებელსაფერებელი და გული სულის გარეშე, ერთი პატარა ხორცის გუნდა ყოფილა, რომელიც სიცოცხლის წამებს საათივით ითვლის...
და კიდევ იცი?!...
გზაზე ერთი ფიქრის ჭინკა ამედევნა - ფეხდაფეხ მომყვება და ჯიუტად მომძახის:
-თვალი დახუჭე, სუნთქვა შეაჩერე და ისე იარე! ,,იქ" ასულს იმედი გაგიცრუვდებაო...
მე უკვე აღარ შემიძლია სუნთქვის გარეშე, ვერც წყვდიადში ვივლი... ბრმად ვერ გადავდგამ ნაბიჯს...
ისევ მოვუყვები აღმართს...
დაე, იყოს უფლის ნება!..

 
არა იმიტომ, რომ რაღაც მტკივა, რომ უკვე მცივა და მინდა სითბო... ისე, უბრალოდ, სულ უმიზეზოდ მოვედი შენთან, არაფერს ვითხოვ... არც შებრალება და არც მიზეზი, აღარც კი მახსოვს რა უნდა მეთქვა... მე მომეჩვენა, რომ შენ გჭირდები. მომეჩვენა და მოვედი შენთან...


სიყვარული ეს ხომ საოცარი გრძნობაა და შეყვარებულები ამ საოცრების მსხვერპლნი. მე შენ მიყვარხარ! ეს სიტყვები ჩემი გულის ნაყოფია შენდამი. იმ სიყვარულისა, რომელმაც ცხოვრების ხალისი დამიბრუნა, მე შენ მიყვარხარ! -- ვბუტბუტებ ამ სიტყვებს, მოწიწებით თვალს გარიდებ და გეუბნები წუთი ყოფილა საკმარისი შენს შესამჩნევად, საათი შენს დასაფასებლად, ერთი დღე შენს შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება შენს დასავიწყებლად , ამიტომ მე შენ ძალიან მიყვარხარ!

 
საშინლად მენატრები და ეს მონატრება შენს მიმართ ჩემში ჩაბუდებული, სიცოცხლის არსია, რადგან მას უზარმაზარი სიყვარული შობს! თავად სიყვარული კი ის აუწონელ-განუზომელი განძია, რომლის მოპოვებასაც ამ ცხოვრებაში უკლებლივ ყველა ადამიანი ცდილობს. და მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც უდიდესი მონატრებით, ტკივილამდე სევდითა და საშინელი მოწყენილობით, რომელიც გულს აბლაბუდასავით მარწუხებში მომიქცევს ხოლმე, მე უდიდესი განძის პატრონი ვარ! ეს განძი ჩვენი სიყვარულია და ბედნიერი ვარ! მე შენ მიყვარხარ!

  .
მე შენ მიყვარხარ!
ამ სამ სიტყვაში მთელი ჩემი ცხოვრებაა ამ წამამდე და ამ წამის შემდეგ, უსასრულოდ! მათბობ... და როცა სიყვარულს გიხსნი, სითბო სულში მფეთქავ გულად მეღვრება... გულად, რომელიც მაცოცხლებს... გულად, რომლის გავლით ჩვენი სიყვარული გაშმაგებულად მოძრაობს და ხეთქავს ძარღვებს... ძარღვები კი შენით მაქვს დაბერილი და... და... აუ!.. ისევ საშინლად მომინდა გითხრა...
მ ე შ ე ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

 
მოვედი!.. სად არ მატარა ბედისწერამ და ვის არ შემახვედრა, მაგრამ როგორც კი გადაგეყარე, მივხვდი, რომ ქვეცნობიერად მთელი გზა შენ გეძებდი, გეძახდი, გიხმობდი, მჭირდებოდი...
მოვედი... და მაშინვე გავაცნობიერე, რომ სწორი გზით მივლია... რომ შენ იყავი ის, ვისთვისაც ღირდა საერთოდ წინ სვლა!
მოვედი... გულში ჩამიკარი და უმალ ვიგრძენი შენც როგორ მელოდი...
მე და შენ - ორი ნახევარი ერთი მთლიანისა - ერთ ნავში ვსხედვართ... ირგვლივ კი ბურუსია - შიშის მომცველი... არავითარი იმედი... არავითარი დანდობა... მხოლოდ ჩვენი სიყვარული, რომელიც გვაძლიერებს და აფრებს გვიშლის...
ამ წყვდიადში უმისამართოდ მიგვარწევს ჩვენი ნავი... დაფიქრებული გიყურებ შიშით შეპყრობილი, თან უზომოდ შეყვარებული და ჩურჩულით ვიმეორებ, ისე, რომ მხოლოდ შენ გესმოდეს - „მე შენ მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ..."
კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ გაგიმეორებ, რომ მიყვარხარ - უსაშველოდ, საშინლად, გადარეულად!
...და მაპატიე, რომ შენთან მოსვლა დამაგვიანდა!

 
შენ გიჟს უყვარხარ - სიყვარულით გიჟს, რომელიც მართლა ფიქრობს შენს ბედნიერებაზე, ოღონდ ჩემს გვერდით შენ ბედნიერი ვერ იქნები... ამიტომაც არ მოგძებნი არსად, გარდა ჩემი გულისა, სადაც საძებარიც არაფერია... იქ მყავხარ და ვერავინ ამომგლეჯს შენს თავს იქიდან, ვერც შენ მოახერხებ გაქცევას ჩემგან... მეც ხომ მარტო დავრჩი, აქ უშენოდ და შენთან ერთად... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! (არავის მოუყვე ნარცისიზმს დაგაბრალებენ )

 
როდესაც გიყვარს, ადამიანი ხარ, როცა უყვარხარ - ღმერთი"... მე შენ ღმერთად გაქციე - ჩემს ღმერთად! შენით ვარ დილიდან დილამდე, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, დასაწყისიდან დასასრულამდე... თუმცა შენ ჩემში არასდროს დასრულდები - შენ ჩემი უსასრულობა ხარ! გაჟღენთილი ვარ შენი სიყვარულით... ცრემლად ჩამომდის ლოყაზე... მიწვავს, მაგრამ ავიტან... გული დამითუთქეს მტანჯველმა ფიქრებმა, მაგრამ ავიტან... თავი შემახსენა ღამემ საშინელმა, მაგრამ ამასაც ავიტან - შ ე ნ თ ვ ი ს, მ ხ ო ლ ო დ შ ე ნ თ ვ ი ს ! ერთხელ კიდევ მოუსმინე ჩემს გულისცემას: „ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!" - გთხოვს იგი... მჭირდები, მეთბილები, მესათუთები... მე შენ ყოველთვის მეყვარები ჩემებურად, ჩემთვის, ჩემად...



დიდი ხანია მინდოდა მეთქვა - მე შენ მიყვარხარ!
ჰო, არ გჯერა?! რა სულელი ვარ, როგორ დაგცინი ხოლმე! როგორ ხუმრობა-ხუმრობში ამოგხადე სული! მაპატიე, რა! ეს ჩემი სისუსტის, მორცხვობის და უსუსურობის ბრალია! სინამდვილეში კი შენი ყველაფერი მომწონს და მიყვარს... მიყვარს შენი სიცილი, შენი საუბარი, შენი მანერები, შენი კეხიანი ცხვირი, რომელზეც ასეთი კომპლექსები გაქვს და მის გამოსწორებაზეც კი ფიქრობ.. არ გინდა, გიხდება! მე შენი ყველაფერი მიყვარს...
მიყვარხარ! ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ! ვიცი რომ შენც გიყვარვარ და...
ამ საღამოს რას აკეთებ? მინდა შენთან ერთად გავატარო ვალენტინობის დღე! დანარჩენს შეხვედრისას გეტყვი...

 

წამო წვიმაში, შევიშალოთ...
შენ გძინავს... სწორედ ისე, როგორც გიყვარს ხოლმე, არაემბრიონულ პოზაში... შენ თავისუფლება ხარ...
არ გიყვარს არაფერი ისე, როგორც სხვებს გამოსდით. ყველაფერი რაც შენ გეკუთვნის უცხოა და შეუძლებელი...
ერთადერთი მტაცებელი რომელიც ძილის პროცესში შენ გხედავს ჩემი სევდიანი,დემონური თვალებია...
შენი თმები ისეთი სველია და ბუნებრივი როგორიც რენესანსის ხანაში შექმნილი ტილოს გადატიხრული შედევრი...
შენი ტუჩები ისეთი ჰაეროვანია როგორც პარიზიდან ვენეციამდე საჰაერო ბურთით მოგზაურობა...
შენი ყელი, იმაზე იდეალურია, ვიდრე მოდილიანის "ჟანას" პორტრეტი...
შენი თვალები კი ისე ამორალურად ვნებიანია, როგორც შემოდგომის პოლარული ციალი, შენი სხეული, ისეთი ათლეტურია რომ ალბათ ოლიმპოს მთაზე არის შენი ადგილი..



შენი სუნთქვა ისეთი მელოდიურია, რომ ნებისმიერი დირიჟორი დაიღუპებოდა მისი რითმის ძებნაში...
შენი გულისცემა ისეთი ემოციურია, როგორც ფრინველების თბილ ქვეყნებში გადაფრენა...
შენი ლანდი კი ისეთი თავნებაა, როგორც მონოპოლიური უდაბნოს ბურანი.
შენ ისეთი რთული საყურებელი ხარ როგორც ტიტანიკის აისბერგთან შეჯახება, რადგან ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვება...
თუმცა დიდი ხანია, ჩემი სული მე აღარ მეკუთვნის... ის შენ იმ დღეს მოგეცი, როდესაც კაცობრიობის სიყვარული დავთმე. არ ვიცი, შეიძლება სწორედ ამის შემდეგ ჩემს ჩალისფერ სხეულში გაღვიძებულმა უგემოვნო დემონებმა მოგკლეს... არსებებმა, რომელთაც მხოლოდ თვითკმაყოფილების ინსტიქტი ჰქონდათ...



აი საყვარელო, ეს არის ის წერილი რომელიც შენი დედოფლობის ეპოქაში დავწერე. ვერც კი ვიფიქრებდი თუ ოდესმე შევძლებდი რამე დამეწერა. ყველანაირი ხარისხიანი სიტყვა ,რომანტიკული ანბანი თუ უბრალოდ ნუსხური ორატორობა შენს შემდეგ აღარ მაქვს. ახლა ჩვენს ოთახში ვარ, იქ სადაც ხშირად ისმოდა შენი გაზვიადებული სიცილი... დღეს კი შენი ხმის ვიბრაციული დაბოლოებებიც კი მენატრება. შენი დახვეწილი ფრაზა: „წამო შევიშალოთ..."
შენ ჩემ სახასიათოდ შექმნილი გერმანული ქარის წისქვილი იყავი, მე კი ფსიქოზით დაავადებული ჰოლანდიელი ვან გოგი.

არვიცი როგორ ახერხებდი, მაგრამ მე შენს ყველა სიგიჟეს პინოქიოსავით ვთვლიდი და შემდეგ ორივენი მას ამოძრავებაში ვეხმარებოდით.
მახსოვს ერთ ერთ ოთახში ჭერის ჩამონგრევა მთხოვე რომ სახლიდან გაუსვლელად გვეყურებინა ვარსკვლავებისთვის.
რამდენჯერ გვიცეკვია მგრძნობიარე წვიმის სიმფონიაზე და როგორ ელოდებოდი ღამეს. ეს ხომ მოგონებების ბიბლიოთეკა იყო ჩვენთვის.
შენს ოთახში კი მხოლოდ მე ვარ... ჩემი "ჰერმესი"-ს ტიპის დალეწილი საბეჭდი მანქანა, შენი ვირტუოზულად მგრძნობიარე მტვერდადებული სურათების სტენდი, უამრავი უმიზნოდ დაცლილი ღვინის ბოთლი და შენი ლანდი რომელიც ეხლა ჩემს უკან , შენ საწოლში წევს...
აქ ჰაერიც კი ისეთი ღარიბია რომ სუნთქვა მიჭირს... შენი ლანდი მიყურებს და მიღიმის...
ვიცი, მხედავ... ჩემთვის შეუძლებელი შენთვის შესაძლებელია...
მე შენი ლანდი მიყვარს... მე შენი ოთახი მიყვარს... მე შენ მიყვარხარ!

 

ყოველი ადამიანის გულში არის იმ მეგობართა გრძნობის ყულაბა, რომელსაც უფრთხილდები, როგორც ხელოვნების ნიმუშს. ...არ ატკინო, არ აწყენინო, ყოველი სიტყვა მოზომო... გამუდმებით მასზე ფიქრობ და ლოცულობ - ,,ღმერთო მაღალო, დიდხანს მიმყოფე ჩემი უსაყვარლესი ადამიანი!..დიდხანს უმყოფე მის ოჯახს და ახლობლებს! გამახარე მისი ბედნიერებითა და წინსვლით!" - აი, ასეთი საფიქრალი ხარ შენ ჩემთვის და ამიტომაც მესამყაროები....მეყვარები მანამ, სანამ იარსებებს მუსიკა, მშვენიერება და გზა სიკეთისა, რომელიც არის მისასვლელი მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებასთან... მიყვარხარ!


.რა მარტივად რთულია ყველაფერი...
დაუფიქრებლად რომ დავფიქრდები უშენოდ ცხოვრებაზე - მერე რა, დრო ყველაფრის მკურნალია და მივეჩვევი უიმისობასაცთქო... - ხოლო, რომ დავფიქრდები ამ დაფიქრებაზე, მერე მეშინია... უშენობის!
უშენოდ ჩემს განვლილ ცხოვრებას დიდი შავი ლაქა დაეტყობა, რომელსაც ვერაფრით ვერ ამოვავსებ და ვერც გადავფარავ... ალბათ შენ ხარ ის, რის მისაღწევადაც ამ ცხოვრებას მოვევლინე... შენ ჩემი მისია ხარ ამ ცხოვრებაში!
ვერ გელევი, მენატრები, მესუნთქები, მეგემრიელები, მესურვილები, მემომავლები...მეუსასრულსიყვარულები... და რა საოცრად მშვენიერია ცხოვრება, როცა შენ ჩემი გქვია!
ყველაზე დიდი ნაკლი ჩემში უშენობაა!..
გაცნობის დღიდან შეგისისხორცე და ახლა უკვე იმდენად ღრმად ხარ ჩემს სულში და ჩემი გულის იმდენად ახლო ნაწილად იქეცი, რომ წარმოუდგენელიც კია შენს გარეშე ჩემი არსებობა... შენ ხარ ის, რის გამოც ღირს, ვიცოცხლო... შენ ჩემი ბედნიერება ხარ!!!
მიყვარხარ ჩემებურად, არავის მსგავსად...



ფიქრები ჩემი მეგობრები გახდნენ... ძალიან მეხმარებიან უშენობის ჟამს! ...ლამაზი საღამოა. მთვარე იჭყიტება ჩემს ფანჯარაში, მაგრამ არსად მინდა... რა საქმე მაქვს იქ, სადაც შენ არ ხარ?! გაუსაძლისად მენატრები ხოლმე... ახლა ვხვდები - ჩემი ცხოვრება იმ დღიდან დაიწყო, შენ რომ გაგიცანი. მანამდე ჩემთვის არსებობდა რაღაც გაურკვეველი, ბუნდოვანი სამყარო, რომელთა შესახებ ჩემმა მეხსიერებამ არაფერი შემოინახა! ჩვენი პირველი შეხვედრაც კი ნათლად მახსოვს! რა გაცვეთილი სიტყვაა "მიყვარხარ" და რა სათუთ გრძნობას ჰქვია! მიყვარხარ! ვიცი ეს ხშირად გსმენია ჩემგან, მაგრამ დღეს რაღაც სხვანაირად მიყვარხარ! ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყება და შენზე ფიქრით მთავრდება, რადგან ამისათვის ვარსებობ. შენზე ფიქრი ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებს. ამიტომაც ვფიქრობ შენზე ხშირად და განსაკუთრებით კი დღეს..... მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!!!!!



სიცოცხლეში ორი დღეა მნიშვნელოვანი: როცა იბადები და როცა იმას პოულობ, ვისთვისაც დაიბადე. მე შენ გიპოვე!
...მძულხარ - სხეულის ყველა უჯრედით! ...და როგორც არ უნდა მინდოდეს - არ შემიძლია უშენოდ!..
"სიყვარული" შეტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა რეესტრში... ჰოდა, იცოდე: მე შენ არ მიყვარხარ - მე შენით ავად ვარ!!!
საზღვარი ნათელსა და ბნელს შორის შენ ხარ!
 მე ამ ჩემს გულში გამოვხურე სიყვარულის ყველა კარები და დავაწერე - "დაკეტილია", მაგრამ მოვიდა სიყვარული... და უბრალოდ მითხრა - "კითხვა არ ვიცი"... ჰოდა, მიყვარხარ, უწიგნურო - იცი? - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!

 

შენი თვალები მუდამ სიცოცხლითაა სავსე...შენი ღიმილი მთელს ჩემს სიცოცხლეს უდრის... შენი ხმა მამშვიდებს!
შენ იცი, რომ მიყვარხარ! ისიც იცი რომ მენატრები მუდამ! შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და შენს გარეშე მიჭირს! როგორ მინდა, როგორ მინდა ისევ ჩემთან იყო და გავიგონო სიტყვები რომელიც მკლავს და ამავდროულად სიცოცხლეს მიათმაგებს!
შენ ჩემი სინათლე ხარ, რომელიც მაკაშკაშებს და გზა ხარ, რომელსაც ტაძრადე მივყავარ! ჩემი სავანე ხარ, სადაც მე ერთადერთი და განებივრებული ბინადარი ვარ! შენზე დამოკიდებული პაციენტი ვარ... და... და იცი რა?! - უშენოდ, ალბათ, მოვკვდები!
უშენოდ... არა, არა, რა სისულელეა - მე სიცოცხლე მინდა! დიდხანს უნდა ვიცოცხლო! შენ მე მჭირდები!
სასწაულად მიყვარხარ!

 

   რა შეიძლება უწოდო იმას, რაც მე და შენ გვჭირს, თუ არა "სიგიჟე"?! ჰო, სიგიჟე - სიხარულით, აღტაცებით, ბედნიერებით, დარდით, ცრემლებით, მონატრებით, ოცნებებით, ცეცხლით, ერთად ყოფნის დაუოკებელი სურვილით... და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რა ლამაზია ეს სიგიჟე! იმდენად ლამაზი, რომ მის გარშემო ყველაფერი უფერულდება!.. უფლება რომ მქონდეს, სასაჩუქრე შეფუთვას გავიკეთებდი, გულებიანი პრიალა სახვევით შევიფუთებოდი, დიდი, წითელი ბაფთით მოვირთვებოდი და საკუთარ თავს გაჩუქებდი! ...მაგრამ მხოლოდ იმის უფლება მაქვს, გულში მყავდე...მე- ფიქრები... მე-სიზმრები... მე-ლანდები... მე-დარდები... მე-სურვილები... მე-ოცნებები... მე- სიყვარულები... მე-ფერები... მე-ალერსები... მე-ფანცქვალები... მე-ამაყები, მე-იმედები...
...ჩემი სითბო ხარ!

 
   ოჰ, ახლა შენთან მამყოფა, მასუნთქა შენი სუნთქვითა,
კოცნით შაგხსნიდი საკინძეს, გულს მიგიკრავდი გულითა,
კისერზე კისერ შაგხებდი, ყურში გეტყოდი თუ გინდა ...
"მიყვარხარ ჩემო ბეღურა, მინდა გატარო უბითა!"



   სუნთქვად მეკვრები, როცა გეხები...
გული მიდნება, როცა მედები,,,
კოცნად მინდიხარ, როცა მიდიხარ...
ბედად მოხვედი... ბედად მოხვედი!
ჩემი სუნთქვა ხარ!
ამოსუნთქვა ხარ!
და ჩასუნთქვაც ხარ!
ყველაფერი ხარ!
ჩემი გული ხარ!
ძალიან მიყვარხარ!


შენ ჩემამდე, მე კი შენსკენ, მოქროლილი ქარები ვართ...
ჩემი გული შენs გულშია! იცი...?! ძაან მაგრები ვართ!
გადანასკვულ - ჩახლართული სიყვარულის ალები ვართ...
მე შენით და შენ კი ჩემით, უძლევლები! მაგრები ვართ!


შენი ღიმილი ყველაფერია, ნიავი სევდას ჰყვება,
შენი ტუჩები მეჩემებიან, მათზე კოცნები სხედან,
ჩემი გულისთვის შენ გულს ვეხები, შენ თითებს ვკოცნი ეხლა,
ჩემო სიცოცხლევ, შენ მენატრები - ჩემში სულ, სულ შენ ფეთქავ!

 


გავაჩერებდი დროს, შეუძლებელს შევძლებდი, დავამარცხებდი დაუმარცხებელს და შეგინარჩუნებდი... შეგიყვარებდი, როგორც არავის არავინ არასდროს არ ჰყვარებია... ახლა კი რა შემიძლია?! ახლა შემიძლია გითხრა, რომ მენატრები, ისეთი მონატრებით და ისე ძლიერ, როგორც არავის არავინ არასდროს მონატრებია...

 

ოცნებას ვატან ჩემ ფიქრებს და ლურჯი ცის კაბადოკზე ჩნდება ზოლი... ფერადი ფანქრით ვაფერადებ და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი ხარ..
არ ვიცი სად ხარ, რომელ მხარეს... რატომღაც მგონია, მთის მწვერვალზე ხელგაშლილი დგახარ და მელოდები. მოვდივარ და დამფრთხალ შველივით მითრთის გული... შეუჩერებლად, დინჯად მივუყვები აღმართს და ჩემი გული სიყვარულით მომაქვს შენთან.
ამ გულს მხოლოდ სიყვარული შეუძლია. შენ კი ბოლომდე უნდა შეავსო და გაამრთელო. გთხოვ, ნუ შეცვლი, ნუ გადააჩვევ... ისეთი მიიღე, როგორიც არის...
მოვდივარ...
არ ვიცი რამდენია შენამდე სავალი გზა. მაგრამ, ერთი კი ვიცი, როცა მოვალ, მთელი არსებით შენი ვიქნები. ვერ გავბედავ გითხრა, ,,მიყვარხარ!" სიტყვების ნაცვლად გული ილაპარაკებს, თვალები მოგეფერება და მთელ სამყაროს გაჩუქებს...
კრძალვითა და შიშით მოვუყვები აღმართს... ნუ გამიცრუვებ იმედს, ისეთი დამხვდი, როგორიც მეხატები...

 


..ჩემ სიტყვებში რა წერია ისეთი?! - არაფერი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი გულისთქმის გადმოთარგმნა მხოლოდ ასე უსუსურად შეიძლება. იმიტომ, რომ ის, რისი თქმაც ჩემ გულს შენთვის უნდა, არ ითქმევა! იგი მხოლოდ იგრძნობა! მე შენ გულის ყველა კუნჭულით მიყვარხარ! მე შენით გრძნობა მეგრძნობა! მე შენით გული მედიდგულება! შენ ჩემი გული ხარ!

 

უშენოდ გული მოწყენილია,
ჩემი თვალები ტირის,
დაგინახავ და ეს თვალები
ისევ დაიწყებს ციმციმს.




ჩემო სიცოცხლევ, უშენოდ მცივა
თითქოს არისო ყინვა,
თვალებიდან კი ცრემლები მცვივა,
ვერ გხედავ - გული მტკივა,
ძალიან მინდა, რომ ჩაგეხუტო,
უშენობა მომწყინდა...
ჩვენს შორის არის ლამაზი გრძნობა,
თანაც ყველაზე წმინდა.



რა გზითაც უნდა მევლო ამქვეყნად, იმ გზას აუცილებლად შენთან მოვყავდი...
ოჰ, როგორ შეგიძულებდი, რომ არ მიყვარდე თავდავიწყებით!
მენატრები...თითქოს მართლა ჩემი იყო და უფლება მქონდეს შენი მონატრების...
მიყვარს, როდესაც ვხედავ, რომ ჩემსკენ იხედები, შემდეგ მზერას მარიდებ და sms-ს მწერ....
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფერად ფანქრებს, რომ ყოველდღე ვხატო ჩვენი
სიყვარული...
შენ ჩემი ფიქრი ხარ, მოსული იმედად, ენითაც ვერ აღვწერ, მიყვარხარ იმდენად...

 

...გიყურებ და წამწამები ზევით მიფრინავს, მუცელში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის - დენის დარტყმასავითაა... ჩემს თავს მეტოქე გამოუჩნდა შენი სახით - აქამდე ხომ მხოლოდ ცირა მიყვარდა.
გამოიხედე გოგო ჩემსკენ... მიყვარხარ, გეიგე?!
..მთვარე მზის სხივებით ანათებს, მე კი შენი სიყვარულით ვ ა ნ ა თ ე ბ!!!
..მახსოვხარ? ...მენატრები? ...მიყვარხარ? ...მე დღემდე შენთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ... და ასე გეტყვი: "გკოცნი!" (კუსა)
...წუხელ შენთან ერთად ვსეირნობდი და უბედნიერესი ვიყავი!.. გაბუტული რომ იჯექი და მელოდებოდი... რომ იცი ხოლმე, ისე იყურებოდი, თვალებს არ მისწორებდი...
"...იცი? მე სხვაგვარად მქონდა გადაწყვეტილიო..."- წასვლას ფიქრობდი თურმე...
რა ბედნიერი ვიყავი, შენს გვერდით რომ ვიჯექი!.. მერე გავისეირნეთ და... როცა გითხარი - "შენ რომ დარჩენილიყავი ჩემთან, საერო ცხოვრებას ჩამოვშორდებოდითქო", შენი პასუხი ახლაც ჩამესმის - "კი მაგრამ, დედა მაინც არ შეგეცოდა, ეგ რომ იფიქრეო?!"
...როგორ არ გშორდებოდი და ხელს არ გიშვებდი! ...რა ბედნიერი...
... რომ გამომეღვიძა, თავიდან დავიწყე ფიქრი და მივხვდი - მხოლოდ ეს გზა დარჩენილა და ამასაც გავივლი, თუ?...

 

მუსიკის ფონზე ფიქრში ჩართული მოდის და მოაქვს მდუმარე ვნება...
წუხილი ფიქრის იყო და არის... მუსიკა ყვირის... ფიქრები მირბის...
მუსიკა იღებს მშვიდ აკორდს მაშინ, როცა ფიქრები მირბიან მასში...
...მაგრამ უეცრად ყვირის მუსიკა... და ყვირის ვიღაც... ვიღაც სხვა მაშინ...
მიყვარხარ ძლიერ, ფიქრები შენზე... არ მავიწყდება ოცნება შენზე..
მიყვარხარ ისე, როგორც არავინ... მიყვარხარ ისე, როგორც არავინ!