Friday, June 21, 2013
წამო წვიმაში, შევიშალოთ...
* * *
ჩემი სუნთქვა ხარ!
ამოსუნთქვა ხარ და... ჩასუნთქვა ხარ!
ჩემი გრძნობა ხარ!
ამოხეთქვა ხარ! და... სიცოცხლე ხარ!
ჩემი ლექსი ხარ!
ჩემი სტრიქონი და... ჩემი მუზა ხარ!
დედოფალი ხარ - თბილი ფერია, ურომლისოდაც ჩემთვის ყველაფერი - არაფერია!
სიყვარულო!!! შენ შეავსე ჩემში ყოველი სიცარიელე და არ დამიტოვე არც გულში, არც გონებაში და არც ჩემი არსების არცერთ ნაწილში ადგილი სიძულვილისთვის...
მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარულის სიმხურვალე მზესაც კი ჩაანაცვლებს... მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია!.. მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია!.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ..
დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ, რომ შენ არ მთავრდები ჩემში.. შენ დაუსრულებელი ხარ..
სიგიჟემდე, გულის წასვლამდე მიყვარხარ.. უზომოდ... უწერტილოდ... დაუსრულებლად... უსაზღვროდ... მეუსასრულოებიიიიიიი!
დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს... დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს... მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ... აბა, როგორ უნდა გაჩუქო შენ შენივე თავი?! ეს ხომ შენ ხარ - ჩემი სიყვარული. იცი რა ძლიერ გგრძნობ? დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ... არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. რა ერთფეროვანი ვარ ჩემი აზრებით, არა?! რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ... მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა?!
მე შენმა სიყვარულმა დამხატა გრძნობებით აკინძულ გამჭირვალე ცხოვრების ფურცებზე და წამაწერა ზედ უსასრულობად. ჰო, შენმა სიყვარულმა მაქცია ადამიანად და მაგრძნობინა რომ ვსუნთქავ... აქამდე არასოდეს მომისმენია ჩემი გულის ცემა. არც სუნთქვა მესმოდა. ახლა კი.... ქუჩაში გასვლისას მთელი სამყაროს სუნთქვა და გულისცემა მესმის... ის ისეთი მუსიკალურია და ღრმა განცდების მატარებელი, ყოველი მისი ნოტი ჩემში ჟრუანტელს იწვევს... ჰო, შენი სახება აქვს ყოველივეს ირგვლივ... ნებისმიერ ქმნილებაში და საგანში შენს ანარეკლს ვპოულობ და ამიტომ მე ყველაფერი მიყვარს... ჰო, შენ შემაყვარე ყველაფერი და ყველა ფერი. შენ სამყაროს ფერებით გამაფერადე და გამიფერადე ყოველივე შიგნით თუ გარეთ. იმდენად ღრმა ხარ და მრავლისმომცველი ჩემში... ვცდილობ მთელი განცდით სრულად გადმოგცე სიტყვებად, მაგრამ შენი მცირედიც ვერ გადმოვეცი, ამით კიდევ ერთხელ დამარწმუნე რომ სიყვარული მთელი სამყაროა, არსია, ღმერთია... ღმერთს კი სიტყვით ვერავინ აღწერს. ჰო, სიყვარული ღმერთია თავად და შენ ამ გრძნობით ჩემში ღმერთი შემოუშვი...
ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება... ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო, დუმილი გრძნობით გაჟღენთილი, ოცნება ჩემი შენით ნაზავი, თვალები მრავლისმთქმელი, სპეტაკი და შენი ანარეკლით...
მე და შენ.. შენ და მე.. ჩვენ გვეუსასრულსიყვარულება.
მიყვარხარ ჩემებურად, არავის მსგავსად!
ძნელია დაწერო იმაზე, რაც შენთვის ხელშეუხებელი, პირადული და მნიშვნელოვანია. ვფიქრობდი დამეწერა თუ არა... გონება და გულის ცემა ერთმანეთს დაეჯახა და გადავწყვიტე... სიყვარული ეს ხომ ცხოვრების სურვილია !!! გიყვარს - უყვარხარ აქ ხომ აუხსნელი გრძნობაა. მთელი სულით მინდა გადმოგცე, აგიხსნა , გაგრძნობინო თუ რა ძლიერია ჩემში შენდამი ეს ამაფორიაქებელი გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია!!! მე ეს სენი შემეყარა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო, რომ მხოლოდ შენ გაგაგონო: მთელი არსებით მიყვარხარ, ადამიანო, გაიგე?! :))
თვალი გადავავლე პირველ წერილს და გამეღიმა... ალბათ შენც...
ვერ ვიტყვი რაიმე შეიცვალა ჩემშითქო...
ოღონდ ეგაა, - ერთი წლით გავიზარდე...
აქამდე თუ სუნთქვაშეკრული მოვდიოდი, ახლა სუნთქვას ვსწავლობ...
ყოველ ნაბიჯზე ღრმად ვისუნთქავ სიცოცლისა და ცხოვრების სურნელს...
კარგად მინდა დავიმახსოვრო ეს სურნელი, საიმედოდ შევინახო, რომ შენამდე მოვიტანო...
მიუხედავად იმისა რომ ყოველ ჩასუნთქვას მტკივნეულად განიცდის სული...
თურმე გულზე მეტად, სულია მოსაფრთხილებელსაფერებელი და გული სულის გარეშე, ერთი პატარა ხორცის გუნდა ყოფილა, რომელიც სიცოცხლის წამებს საათივით ითვლის...
და კიდევ იცი?!...
გზაზე ერთი ფიქრის ჭინკა ამედევნა - ფეხდაფეხ მომყვება და ჯიუტად მომძახის:
-თვალი დახუჭე, სუნთქვა შეაჩერე და ისე იარე! ,,იქ" ასულს იმედი გაგიცრუვდებაო...
მე უკვე აღარ შემიძლია სუნთქვის გარეშე, ვერც წყვდიადში ვივლი... ბრმად ვერ გადავდგამ ნაბიჯს...
ისევ მოვუყვები აღმართს...
დაე, იყოს უფლის ნება!..
არა იმიტომ, რომ რაღაც მტკივა, რომ უკვე მცივა და მინდა სითბო... ისე, უბრალოდ, სულ უმიზეზოდ მოვედი შენთან, არაფერს ვითხოვ... არც შებრალება და არც მიზეზი, აღარც კი მახსოვს რა უნდა მეთქვა... მე მომეჩვენა, რომ შენ გჭირდები. მომეჩვენა და მოვედი შენთან...
სიყვარული ეს ხომ საოცარი გრძნობაა და შეყვარებულები ამ საოცრების მსხვერპლნი. მე შენ მიყვარხარ! ეს სიტყვები ჩემი გულის ნაყოფია შენდამი. იმ სიყვარულისა, რომელმაც ცხოვრების ხალისი დამიბრუნა, მე შენ მიყვარხარ! -- ვბუტბუტებ ამ სიტყვებს, მოწიწებით თვალს გარიდებ და გეუბნები წუთი ყოფილა საკმარისი შენს შესამჩნევად, საათი შენს დასაფასებლად, ერთი დღე შენს შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება შენს დასავიწყებლად , ამიტომ მე შენ ძალიან მიყვარხარ!
საშინლად მენატრები და ეს მონატრება შენს მიმართ ჩემში ჩაბუდებული, სიცოცხლის არსია, რადგან მას უზარმაზარი სიყვარული შობს! თავად სიყვარული კი ის აუწონელ-განუზომელი განძია, რომლის მოპოვებასაც ამ ცხოვრებაში უკლებლივ ყველა ადამიანი ცდილობს. და მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც უდიდესი მონატრებით, ტკივილამდე სევდითა და საშინელი მოწყენილობით, რომელიც გულს აბლაბუდასავით მარწუხებში მომიქცევს ხოლმე, მე უდიდესი განძის პატრონი ვარ! ეს განძი ჩვენი სიყვარულია და ბედნიერი ვარ! მე შენ მიყვარხარ!
.
მე შენ მიყვარხარ!
ამ სამ სიტყვაში მთელი ჩემი ცხოვრებაა ამ წამამდე და ამ წამის შემდეგ, უსასრულოდ! მათბობ... და როცა სიყვარულს გიხსნი, სითბო სულში მფეთქავ გულად მეღვრება... გულად, რომელიც მაცოცხლებს... გულად, რომლის გავლით ჩვენი სიყვარული გაშმაგებულად მოძრაობს და ხეთქავს ძარღვებს... ძარღვები კი შენით მაქვს დაბერილი და... და... აუ!.. ისევ საშინლად მომინდა გითხრა...
მ ე შ ე ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
მოვედი!.. სად არ მატარა ბედისწერამ და ვის არ შემახვედრა, მაგრამ როგორც კი გადაგეყარე, მივხვდი, რომ ქვეცნობიერად მთელი გზა შენ გეძებდი, გეძახდი, გიხმობდი, მჭირდებოდი...
მოვედი... და მაშინვე გავაცნობიერე, რომ სწორი გზით მივლია... რომ შენ იყავი ის, ვისთვისაც ღირდა საერთოდ წინ სვლა!
მოვედი... გულში ჩამიკარი და უმალ ვიგრძენი შენც როგორ მელოდი...
მე და შენ - ორი ნახევარი ერთი მთლიანისა - ერთ ნავში ვსხედვართ... ირგვლივ კი ბურუსია - შიშის მომცველი... არავითარი იმედი... არავითარი დანდობა... მხოლოდ ჩვენი სიყვარული, რომელიც გვაძლიერებს და აფრებს გვიშლის...
ამ წყვდიადში უმისამართოდ მიგვარწევს ჩვენი ნავი... დაფიქრებული გიყურებ შიშით შეპყრობილი, თან უზომოდ შეყვარებული და ჩურჩულით ვიმეორებ, ისე, რომ მხოლოდ შენ გესმოდეს - „მე შენ მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ..."
კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ გაგიმეორებ, რომ მიყვარხარ - უსაშველოდ, საშინლად, გადარეულად!
...და მაპატიე, რომ შენთან მოსვლა დამაგვიანდა!
შენ გიჟს უყვარხარ - სიყვარულით გიჟს, რომელიც მართლა ფიქრობს შენს ბედნიერებაზე, ოღონდ ჩემს გვერდით შენ ბედნიერი ვერ იქნები... ამიტომაც არ მოგძებნი არსად, გარდა ჩემი გულისა, სადაც საძებარიც არაფერია... იქ მყავხარ და ვერავინ ამომგლეჯს შენს თავს იქიდან, ვერც შენ მოახერხებ გაქცევას ჩემგან... მეც ხომ მარტო დავრჩი, აქ უშენოდ და შენთან ერთად... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! (არავის მოუყვე ნარცისიზმს დაგაბრალებენ )
როდესაც გიყვარს, ადამიანი ხარ, როცა უყვარხარ - ღმერთი"... მე შენ ღმერთად გაქციე - ჩემს ღმერთად! შენით ვარ დილიდან დილამდე, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, დასაწყისიდან დასასრულამდე... თუმცა შენ ჩემში არასდროს დასრულდები - შენ ჩემი უსასრულობა ხარ! გაჟღენთილი ვარ შენი სიყვარულით... ცრემლად ჩამომდის ლოყაზე... მიწვავს, მაგრამ ავიტან... გული დამითუთქეს მტანჯველმა ფიქრებმა, მაგრამ ავიტან... თავი შემახსენა ღამემ საშინელმა, მაგრამ ამასაც ავიტან - შ ე ნ თ ვ ი ს, მ ხ ო ლ ო დ შ ე ნ თ ვ ი ს ! ერთხელ კიდევ მოუსმინე ჩემს გულისცემას: „ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!" - გთხოვს იგი... მჭირდები, მეთბილები, მესათუთები... მე შენ ყოველთვის მეყვარები ჩემებურად, ჩემთვის, ჩემად...
დიდი ხანია მინდოდა მეთქვა - მე შენ მიყვარხარ!
ჰო, არ გჯერა?! რა სულელი ვარ, როგორ დაგცინი ხოლმე! როგორ ხუმრობა-ხუმრობში ამოგხადე სული! მაპატიე, რა! ეს ჩემი სისუსტის, მორცხვობის და უსუსურობის ბრალია! სინამდვილეში კი შენი ყველაფერი მომწონს და მიყვარს... მიყვარს შენი სიცილი, შენი საუბარი, შენი მანერები, შენი კეხიანი ცხვირი, რომელზეც ასეთი კომპლექსები გაქვს და მის გამოსწორებაზეც კი ფიქრობ.. არ გინდა, გიხდება! მე შენი ყველაფერი მიყვარს...
მიყვარხარ! ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ! ვიცი რომ შენც გიყვარვარ და...
ამ საღამოს რას აკეთებ? მინდა შენთან ერთად გავატარო ვალენტინობის დღე! დანარჩენს შეხვედრისას გეტყვი...
წამო წვიმაში, შევიშალოთ...
შენ გძინავს... სწორედ ისე, როგორც გიყვარს ხოლმე, არაემბრიონულ პოზაში... შენ თავისუფლება ხარ...
არ გიყვარს არაფერი ისე, როგორც სხვებს გამოსდით. ყველაფერი რაც შენ გეკუთვნის უცხოა და შეუძლებელი...
ერთადერთი მტაცებელი რომელიც ძილის პროცესში შენ გხედავს ჩემი სევდიანი,დემონური თვალებია...
შენი თმები ისეთი სველია და ბუნებრივი როგორიც რენესანსის ხანაში შექმნილი ტილოს გადატიხრული შედევრი...
შენი ტუჩები ისეთი ჰაეროვანია როგორც პარიზიდან ვენეციამდე საჰაერო ბურთით მოგზაურობა...
შენი ყელი, იმაზე იდეალურია, ვიდრე მოდილიანის "ჟანას" პორტრეტი...
შენი თვალები კი ისე ამორალურად ვნებიანია, როგორც შემოდგომის პოლარული ციალი, შენი სხეული, ისეთი ათლეტურია რომ ალბათ ოლიმპოს მთაზე არის შენი ადგილი..
შენი სუნთქვა ისეთი მელოდიურია, რომ ნებისმიერი დირიჟორი დაიღუპებოდა მისი რითმის ძებნაში...
შენი გულისცემა ისეთი ემოციურია, როგორც ფრინველების თბილ ქვეყნებში გადაფრენა...
შენი ლანდი კი ისეთი თავნებაა, როგორც მონოპოლიური უდაბნოს ბურანი.
შენ ისეთი რთული საყურებელი ხარ როგორც ტიტანიკის აისბერგთან შეჯახება, რადგან ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვება...
თუმცა დიდი ხანია, ჩემი სული მე აღარ მეკუთვნის... ის შენ იმ დღეს მოგეცი, როდესაც კაცობრიობის სიყვარული დავთმე. არ ვიცი, შეიძლება სწორედ ამის შემდეგ ჩემს ჩალისფერ სხეულში გაღვიძებულმა უგემოვნო დემონებმა მოგკლეს... არსებებმა, რომელთაც მხოლოდ თვითკმაყოფილების ინსტიქტი ჰქონდათ...
აი საყვარელო, ეს არის ის წერილი რომელიც შენი დედოფლობის ეპოქაში დავწერე. ვერც კი ვიფიქრებდი თუ ოდესმე შევძლებდი რამე დამეწერა. ყველანაირი ხარისხიანი სიტყვა ,რომანტიკული ანბანი თუ უბრალოდ ნუსხური ორატორობა შენს შემდეგ აღარ მაქვს. ახლა ჩვენს ოთახში ვარ, იქ სადაც ხშირად ისმოდა შენი გაზვიადებული სიცილი... დღეს კი შენი ხმის ვიბრაციული დაბოლოებებიც კი მენატრება. შენი დახვეწილი ფრაზა: „წამო შევიშალოთ..."
შენ ჩემ სახასიათოდ შექმნილი გერმანული ქარის წისქვილი იყავი, მე კი ფსიქოზით დაავადებული ჰოლანდიელი ვან გოგი.
არვიცი როგორ ახერხებდი, მაგრამ მე შენს ყველა სიგიჟეს პინოქიოსავით ვთვლიდი და შემდეგ ორივენი მას ამოძრავებაში ვეხმარებოდით.
მახსოვს ერთ ერთ ოთახში ჭერის ჩამონგრევა მთხოვე რომ სახლიდან გაუსვლელად გვეყურებინა ვარსკვლავებისთვის.
რამდენჯერ გვიცეკვია მგრძნობიარე წვიმის სიმფონიაზე და როგორ ელოდებოდი ღამეს. ეს ხომ მოგონებების ბიბლიოთეკა იყო ჩვენთვის.
შენს ოთახში კი მხოლოდ მე ვარ... ჩემი "ჰერმესი"-ს ტიპის დალეწილი საბეჭდი მანქანა, შენი ვირტუოზულად მგრძნობიარე მტვერდადებული სურათების სტენდი, უამრავი უმიზნოდ დაცლილი ღვინის ბოთლი და შენი ლანდი რომელიც ეხლა ჩემს უკან , შენ საწოლში წევს...
აქ ჰაერიც კი ისეთი ღარიბია რომ სუნთქვა მიჭირს... შენი ლანდი მიყურებს და მიღიმის...
ვიცი, მხედავ... ჩემთვის შეუძლებელი შენთვის შესაძლებელია...
მე შენი ლანდი მიყვარს... მე შენი ოთახი მიყვარს... მე შენ მიყვარხარ!
ყოველი ადამიანის გულში არის იმ მეგობართა გრძნობის ყულაბა, რომელსაც უფრთხილდები, როგორც ხელოვნების ნიმუშს. ...არ ატკინო, არ აწყენინო, ყოველი სიტყვა მოზომო... გამუდმებით მასზე ფიქრობ და ლოცულობ - ,,ღმერთო მაღალო, დიდხანს მიმყოფე ჩემი უსაყვარლესი ადამიანი!..დიდხანს უმყოფე მის ოჯახს და ახლობლებს! გამახარე მისი ბედნიერებითა და წინსვლით!" - აი, ასეთი საფიქრალი ხარ შენ ჩემთვის და ამიტომაც მესამყაროები....მეყვარები მანამ, სანამ იარსებებს მუსიკა, მშვენიერება და გზა სიკეთისა, რომელიც არის მისასვლელი მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებასთან... მიყვარხარ!
.რა მარტივად რთულია ყველაფერი...
დაუფიქრებლად რომ დავფიქრდები უშენოდ ცხოვრებაზე - მერე რა, დრო ყველაფრის მკურნალია და მივეჩვევი უიმისობასაცთქო... - ხოლო, რომ დავფიქრდები ამ დაფიქრებაზე, მერე მეშინია... უშენობის!
უშენოდ ჩემს განვლილ ცხოვრებას დიდი შავი ლაქა დაეტყობა, რომელსაც ვერაფრით ვერ ამოვავსებ და ვერც გადავფარავ... ალბათ შენ ხარ ის, რის მისაღწევადაც ამ ცხოვრებას მოვევლინე... შენ ჩემი მისია ხარ ამ ცხოვრებაში!
ვერ გელევი, მენატრები, მესუნთქები, მეგემრიელები, მესურვილები, მემომავლები...მეუსასრულსიყვარულები... და რა საოცრად მშვენიერია ცხოვრება, როცა შენ ჩემი გქვია!
ყველაზე დიდი ნაკლი ჩემში უშენობაა!..
გაცნობის დღიდან შეგისისხორცე და ახლა უკვე იმდენად ღრმად ხარ ჩემს სულში და ჩემი გულის იმდენად ახლო ნაწილად იქეცი, რომ წარმოუდგენელიც კია შენს გარეშე ჩემი არსებობა... შენ ხარ ის, რის გამოც ღირს, ვიცოცხლო... შენ ჩემი ბედნიერება ხარ!!!
მიყვარხარ ჩემებურად, არავის მსგავსად...
ფიქრები ჩემი მეგობრები გახდნენ... ძალიან მეხმარებიან უშენობის ჟამს! ...ლამაზი საღამოა. მთვარე იჭყიტება ჩემს ფანჯარაში, მაგრამ არსად მინდა... რა საქმე მაქვს იქ, სადაც შენ არ ხარ?! გაუსაძლისად მენატრები ხოლმე... ახლა ვხვდები - ჩემი ცხოვრება იმ დღიდან დაიწყო, შენ რომ გაგიცანი. მანამდე ჩემთვის არსებობდა რაღაც გაურკვეველი, ბუნდოვანი სამყარო, რომელთა შესახებ ჩემმა მეხსიერებამ არაფერი შემოინახა! ჩვენი პირველი შეხვედრაც კი ნათლად მახსოვს! რა გაცვეთილი სიტყვაა "მიყვარხარ" და რა სათუთ გრძნობას ჰქვია! მიყვარხარ! ვიცი ეს ხშირად გსმენია ჩემგან, მაგრამ დღეს რაღაც სხვანაირად მიყვარხარ! ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყება და შენზე ფიქრით მთავრდება, რადგან ამისათვის ვარსებობ. შენზე ფიქრი ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებს. ამიტომაც ვფიქრობ შენზე ხშირად და განსაკუთრებით კი დღეს..... მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!!!!!
სიცოცხლეში ორი დღეა მნიშვნელოვანი: როცა იბადები და როცა იმას პოულობ, ვისთვისაც დაიბადე. მე შენ გიპოვე!
...მძულხარ - სხეულის ყველა უჯრედით! ...და როგორც არ უნდა მინდოდეს - არ შემიძლია უშენოდ!..
"სიყვარული" შეტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა რეესტრში... ჰოდა, იცოდე: მე შენ არ მიყვარხარ - მე შენით ავად ვარ!!!
საზღვარი ნათელსა და ბნელს შორის შენ ხარ!
მე ამ ჩემს გულში გამოვხურე სიყვარულის ყველა კარები და დავაწერე - "დაკეტილია", მაგრამ მოვიდა სიყვარული... და უბრალოდ მითხრა - "კითხვა არ ვიცი"... ჰოდა, მიყვარხარ, უწიგნურო - იცი? - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!
შენი თვალები მუდამ სიცოცხლითაა სავსე...შენი ღიმილი მთელს ჩემს სიცოცხლეს უდრის... შენი ხმა მამშვიდებს!
შენ იცი, რომ მიყვარხარ! ისიც იცი რომ მენატრები მუდამ! შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და შენს გარეშე მიჭირს! როგორ მინდა, როგორ მინდა ისევ ჩემთან იყო და გავიგონო სიტყვები რომელიც მკლავს და ამავდროულად სიცოცხლეს მიათმაგებს!
შენ ჩემი სინათლე ხარ, რომელიც მაკაშკაშებს და გზა ხარ, რომელსაც ტაძრადე მივყავარ! ჩემი სავანე ხარ, სადაც მე ერთადერთი და განებივრებული ბინადარი ვარ! შენზე დამოკიდებული პაციენტი ვარ... და... და იცი რა?! - უშენოდ, ალბათ, მოვკვდები!
უშენოდ... არა, არა, რა სისულელეა - მე სიცოცხლე მინდა! დიდხანს უნდა ვიცოცხლო! შენ მე მჭირდები!
სასწაულად მიყვარხარ!
რა შეიძლება უწოდო იმას, რაც მე და შენ გვჭირს, თუ არა "სიგიჟე"?! ჰო, სიგიჟე - სიხარულით, აღტაცებით, ბედნიერებით, დარდით, ცრემლებით, მონატრებით, ოცნებებით, ცეცხლით, ერთად ყოფნის დაუოკებელი სურვილით... და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რა ლამაზია ეს სიგიჟე! იმდენად ლამაზი, რომ მის გარშემო ყველაფერი უფერულდება!.. უფლება რომ მქონდეს, სასაჩუქრე შეფუთვას გავიკეთებდი, გულებიანი პრიალა სახვევით შევიფუთებოდი, დიდი, წითელი ბაფთით მოვირთვებოდი და საკუთარ თავს გაჩუქებდი! ...მაგრამ მხოლოდ იმის უფლება მაქვს, გულში მყავდე...მე- ფიქრები... მე-სიზმრები... მე-ლანდები... მე-დარდები... მე-სურვილები... მე-ოცნებები... მე- სიყვარულები... მე-ფერები... მე-ალერსები... მე-ფანცქვალები... მე-ამაყები, მე-იმედები...
...ჩემი სითბო ხარ!
ოჰ, ახლა შენთან მამყოფა, მასუნთქა შენი სუნთქვითა,
კოცნით შაგხსნიდი საკინძეს, გულს მიგიკრავდი გულითა,
კისერზე კისერ შაგხებდი, ყურში გეტყოდი თუ გინდა ...
"მიყვარხარ ჩემო ბეღურა, მინდა გატარო უბითა!"
სუნთქვად მეკვრები, როცა გეხები...
გული მიდნება, როცა მედები,,,
კოცნად მინდიხარ, როცა მიდიხარ...
ბედად მოხვედი... ბედად მოხვედი!
ჩემი სუნთქვა ხარ!
ამოსუნთქვა ხარ!
და ჩასუნთქვაც ხარ!
ყველაფერი ხარ!
ჩემი გული ხარ!
ძალიან მიყვარხარ!
შენ ჩემამდე, მე კი შენსკენ, მოქროლილი ქარები ვართ...
ჩემი გული შენs გულშია! იცი...?! ძაან მაგრები ვართ!
გადანასკვულ - ჩახლართული სიყვარულის ალები ვართ...
მე შენით და შენ კი ჩემით, უძლევლები! მაგრები ვართ!
შენი ღიმილი ყველაფერია, ნიავი სევდას ჰყვება,
შენი ტუჩები მეჩემებიან, მათზე კოცნები სხედან,
ჩემი გულისთვის შენ გულს ვეხები, შენ თითებს ვკოცნი ეხლა,
ჩემო სიცოცხლევ, შენ მენატრები - ჩემში სულ, სულ შენ ფეთქავ!
გავაჩერებდი დროს, შეუძლებელს შევძლებდი, დავამარცხებდი დაუმარცხებელს და შეგინარჩუნებდი... შეგიყვარებდი, როგორც არავის არავინ არასდროს არ ჰყვარებია... ახლა კი რა შემიძლია?! ახლა შემიძლია გითხრა, რომ მენატრები, ისეთი მონატრებით და ისე ძლიერ, როგორც არავის არავინ არასდროს მონატრებია...
ოცნებას ვატან ჩემ ფიქრებს და ლურჯი ცის კაბადოკზე ჩნდება ზოლი... ფერადი ფანქრით ვაფერადებ და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი ხარ..
არ ვიცი სად ხარ, რომელ მხარეს... რატომღაც მგონია, მთის მწვერვალზე ხელგაშლილი დგახარ და მელოდები. მოვდივარ და დამფრთხალ შველივით მითრთის გული... შეუჩერებლად, დინჯად მივუყვები აღმართს და ჩემი გული სიყვარულით მომაქვს შენთან.
ამ გულს მხოლოდ სიყვარული შეუძლია. შენ კი ბოლომდე უნდა შეავსო და გაამრთელო. გთხოვ, ნუ შეცვლი, ნუ გადააჩვევ... ისეთი მიიღე, როგორიც არის...
მოვდივარ...
არ ვიცი რამდენია შენამდე სავალი გზა. მაგრამ, ერთი კი ვიცი, როცა მოვალ, მთელი არსებით შენი ვიქნები. ვერ გავბედავ გითხრა, ,,მიყვარხარ!" სიტყვების ნაცვლად გული ილაპარაკებს, თვალები მოგეფერება და მთელ სამყაროს გაჩუქებს...
კრძალვითა და შიშით მოვუყვები აღმართს... ნუ გამიცრუვებ იმედს, ისეთი დამხვდი, როგორიც მეხატები...
..ჩემ სიტყვებში რა წერია ისეთი?! - არაფერი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი გულისთქმის გადმოთარგმნა მხოლოდ ასე უსუსურად შეიძლება. იმიტომ, რომ ის, რისი თქმაც ჩემ გულს შენთვის უნდა, არ ითქმევა! იგი მხოლოდ იგრძნობა! მე შენ გულის ყველა კუნჭულით მიყვარხარ! მე შენით გრძნობა მეგრძნობა! მე შენით გული მედიდგულება! შენ ჩემი გული ხარ!
უშენოდ გული მოწყენილია,
ჩემი თვალები ტირის,
დაგინახავ და ეს თვალები
ისევ დაიწყებს ციმციმს.
ჩემო სიცოცხლევ, უშენოდ მცივა
თითქოს არისო ყინვა,
თვალებიდან კი ცრემლები მცვივა,
ვერ გხედავ - გული მტკივა,
ძალიან მინდა, რომ ჩაგეხუტო,
უშენობა მომწყინდა...
ჩვენს შორის არის ლამაზი გრძნობა,
თანაც ყველაზე წმინდა.
რა გზითაც უნდა მევლო ამქვეყნად, იმ გზას აუცილებლად შენთან მოვყავდი...
ოჰ, როგორ შეგიძულებდი, რომ არ მიყვარდე თავდავიწყებით!
მენატრები...თითქოს მართლა ჩემი იყო და უფლება მქონდეს შენი მონატრების...
მიყვარს, როდესაც ვხედავ, რომ ჩემსკენ იხედები, შემდეგ მზერას მარიდებ და sms-ს მწერ....
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფერად ფანქრებს, რომ ყოველდღე ვხატო ჩვენი
სიყვარული...
შენ ჩემი ფიქრი ხარ, მოსული იმედად, ენითაც ვერ აღვწერ, მიყვარხარ იმდენად...
...გიყურებ და წამწამები ზევით მიფრინავს, მუცელში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის - დენის დარტყმასავითაა... ჩემს თავს მეტოქე გამოუჩნდა შენი სახით - აქამდე ხომ მხოლოდ ცირა მიყვარდა.
გამოიხედე გოგო ჩემსკენ... მიყვარხარ, გეიგე?!
..მთვარე მზის სხივებით ანათებს, მე კი შენი სიყვარულით ვ ა ნ ა თ ე ბ!!!
..მახსოვხარ? ...მენატრები? ...მიყვარხარ? ...მე დღემდე შენთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ... და ასე გეტყვი: "გკოცნი!" (კუსა)
...წუხელ შენთან ერთად ვსეირნობდი და უბედნიერესი ვიყავი!.. გაბუტული რომ იჯექი და მელოდებოდი... რომ იცი ხოლმე, ისე იყურებოდი, თვალებს არ მისწორებდი...
"...იცი? მე სხვაგვარად მქონდა გადაწყვეტილიო..."- წასვლას ფიქრობდი თურმე...
რა ბედნიერი ვიყავი, შენს გვერდით რომ ვიჯექი!.. მერე გავისეირნეთ და... როცა გითხარი - "შენ რომ დარჩენილიყავი ჩემთან, საერო ცხოვრებას ჩამოვშორდებოდითქო", შენი პასუხი ახლაც ჩამესმის - "კი მაგრამ, დედა მაინც არ შეგეცოდა, ეგ რომ იფიქრეო?!"
...როგორ არ გშორდებოდი და ხელს არ გიშვებდი! ...რა ბედნიერი...
... რომ გამომეღვიძა, თავიდან დავიწყე ფიქრი და მივხვდი - მხოლოდ ეს გზა დარჩენილა და ამასაც გავივლი, თუ?...
მუსიკის ფონზე ფიქრში ჩართული მოდის და მოაქვს მდუმარე ვნება...
წუხილი ფიქრის იყო და არის... მუსიკა ყვირის... ფიქრები მირბის...
მუსიკა იღებს მშვიდ აკორდს მაშინ, როცა ფიქრები მირბიან მასში...
...მაგრამ უეცრად ყვირის მუსიკა... და ყვირის ვიღაც... ვიღაც სხვა მაშინ...
მიყვარხარ ძლიერ, ფიქრები შენზე... არ მავიწყდება ოცნება შენზე..
მიყვარხარ ისე, როგორც არავინ... მიყვარხარ ისე, როგორც არავინ!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment