კომედი შოუს" მსახიობი ბექა ონიანი ერთხანს ფურგონ "ოპელის" საჭეს უჯდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო, მაგრამ მშობლიურ სვანეთში სასიარულოდ მაინც ჯიპის ყიდვა დასჭირდა. ახლა ცოლ–შვილთან ერთად სოფელ მელეში დამშვიდებული მიდის, რადგან იცის, რთულ გზაზე ავტომობილი პრობლემებს არ შეუქმნის.
მანქანის მართვა მერვე კლასში ბიძამ ასწავლა, 18 წლისას კი უკვე მართვის მოწმობაც ჰქონდა და მამის ნაჩუქარი "ჟიგულიც". ასე რომ, შეიძლება ითქვას, გამოცდილი მძღოლია, თუმცა მის გვერდით მჯდომ ცოლს რატომღაც მაინც ეშინია ხოლმე. ამიტომ ბექამ გადაწყვიტა, მანქანის მართვა მასაც ასწავლოს და ამით ზოგიერთი ვალდებულებისგან გათავისუფლდეს. საერთოდ ქალი მძღოლების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ერთმა მათგანმა ავარიული სიტუაცია შეუქმნა. იმ ქალბატონს რაინდულად მოექცა და დაზიანებული მანქანის საზღაური არც გამოართვა.
– ბექა, გილოცავთ ახალი მანქანის შეძენას. გაამართლა თქვენმა არჩევანმა?
– ეს ავტომობილი სამი თვის წინ შევიძინე. "ჰონდა ცეერვე" მხოლოდ იმიტომ ვიყიდე, რომ მაღალი გამავლობისაა და ოჯახისთვის კომფორტულია. მხოლოდ თბილისში ხომ არ ვმოძრაობ, სვანი ვარ და სვანეთში ხშირად მიწევს ჩასვლა, ჩემი მანქანა კი ამ გზებისთვის მისწრებაა. მანამდე ფურგონი "ოპელი" მყავდა, რომელიც ოჯახისთვის ასევე ძალიან მოხერხებული იყო. სოფელში რომ მივდიოდით, როგორც გვინდოდა, ისე ვძეძგავდით ტვირთით, ყველაფერი ეტეოდა. ახლახან კიკეთთან ახლოს, ორბეთში, მიწა შევიძინე და ჩემი ახალი მანქანა იქაც კარგად მადგება, "ოპელზე" კომფორტულია. სალონშიც დიდ თავისუფლებას ვგრძნობ, ზაფხულში არ მცხელა და ზამთარში არ მცივა.
– რა ხდება თქვენი ავტომობილის სალონში, წესრიგს რამდენად აქცევთ დიდ ყურადღებას?
– სიმართლე გითხრათ, დიდი წესრიგით არ გამოვირჩევი, მანქანას კვირაში ერთხელ ვარეცხვინებ. სალონში რას აღარ ნახავთ – მზესუმზირას, ბატიბუტს, საღეჭი რეზინის ქაღალდებს... ეს ჩემი შვილების დამსახურებაა. ორი გოგო მყავს, უფროსი 7 წლის ხდება და პატარა 4–ის არის.
– სვანეთში როგორი გზებია, ხომ არ გიჭირთ სიარული?
– ლენტეხამდე გადასარევი გზაა, იქიდან კი ჩემს სოფლამდე, მელემდე, 35 კილომეტრი ძალიან რთულად გასავლელია. ლენტეხიდან დაახლოებით ორსაათნახევარი მჭირდება სახლამდე. ამ დროს მანქანის მართვა შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაშიც მომიხდეს, რადგან ჩემს სოფელში რომ მოხვდე, მდინარისპირა გზა უნდა გაიარო. არავინ იცის, ის მდინარე როდის ადიდდება, გზა არაერთხელ დაუტბორავს.
– ღმერთმა დაგიფაროთ და, ექსტრემალურ სიტუაციაში მანქანა რომ გაგიფუჭდეთ, შეკეთებას შეძლებთ, ნაწილებში ერკვევით?
– ვერ დავიკვეხნი, რომ მანქანის ნაწილებში კარგად ვერკვევი. "ოპელი" რომ მყავდა, კარგად ვიცოდი, რა სად იყიდებოდა, რადგან ფუჭდებოდა ხოლმე. თვალი არ ეცეს და ჩემი ახალი ავტომობილი ამას არც საჭიროებს. ისე, პროფილაქტიკაში რომ მივდივარ, ისევე როგორც ყველგან, იქაც დადებით განწყობას ვგრძნობ და შეღავათებსაც მიკეთებენ, რაც დიდ უხერხულობას მიქმნის. ყოველთვის მირჩევნია, ნებისმიერ მომსახურებაში იგივე გადავიხადო, რასაც სხვები იხდიან.
ერთხელ, აღდგომის მეორე დღეს, ოჯახი ჩავისვი მანქანაში და კასპში წავედი, ბებიაჩემის საფლავზე რომ გავსულიყავით. შუა გზაში მანქანაზე "რემენი" გამიწყდა. არც ერთი პროფილაქტიკა არ მუშაობდა. გამახსენდა, რომ ჩემს პარალელურ კლასელს მანქანის ნაწილების მაღაზია ჰქონდა, დავურეკე და ჩამომიტანა, ხელოსანს კი სახლში მივაკითხე. გზაში 3 საათი მაინც დავკარგე.
– წლებმა კარგ მძღოლად გაქციათ?
– მაგარი მძღოლი არასოდეს ვყოფილვარ. მოძრაობის წესებს მეც ჩვეულებრივად ვარღვევდი.
– ახლა აღარ არღვევთ?
– ახლა უკვე ალბათ ასაკის ბრალია, რომ აღარ ვარღვევ და კიდევ იმის, რომ ქალაქში სათვალთვალო კამერები დგას და წითელ შუქნიშანზე გავლა ფიქსირდება.
– ასეთ გადატვირთულ მოძრაობაში არ გიჭირთ წესების დაცვა?
– რაღაც დონეზე მაინც მიწევს დარღვევა, მაგრამ მთავარია, სასწაულები არ ვაკეთო. მოძრაობის წესებს ძირითადად დილით ვარღვევ, როცა სამსახურში მეჩქარება.
– ეს პატრულისთვის შეუმჩნეველი რჩება?
– თუ პატრული შევნიშნე, ამ შემთხვევაში წესებს ვიცავ. სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში პატრული ნაკლებად მაჩერებს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა უბრალოდ შესამოწმებლად გავუჩერებივარ. ჯარიმების გადახდა მხოლოდ არასწორი პარკირებისა და ტელეფონზე საუბრისთვის მიწევს. ყოფილა დღე, როცა ტელეფონზე ლაპარაკის გამო ორჯერ მიმიღია ჯარიმა.
ყველაზე მეტად ახლა ვერიდები პატრულთან ურთიერთობას. არ მინდა, მათ ვაფიქრებინო, რომ ჩემი ცნობადობით ვსარგებლობ. პატრულისთვის შეიძლება "კომედი შოუში" გამოჩენამდე უფრო მეთხოვა, არ დამაჯარიმოთ–მეთქი, ახლა კი ამას ვერიდები. კანონი ყველასთვის კანონია და საჭიროების შემთხვევაში ჯარიმა მეც უნდა გამომიწერონ.
– "სითი პარკს" წაუყვანია თქვენი მანქანა?
– კი, თან ძალიან ცუდ სიტუაციაში. მე და ჩემმა ცოლმა ბავშვები თეატრში წავიყვანეთ. იქ მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვერ ვნახე და მარჯვენა, აკრძალულ მხარეს დავაყენე. არ ვიცოდი, რომ იქ გაჩერება არ შეიძლებოდა. გამოვედი და მანქანა არ დამხვდა. კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ, იცით, რამ დამაეჭვა? ჩემ გარდა ყველა ავტომობილი ადგილზე იყო. ბოლოს პატრულმა მითხრა, "სითი პარკმა" წაიყვანაო. ცოლ–შვილთან ერთად ღამით ასეთ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ტაქსით წავედი და ჩემი მანქანა დავიბრუნე. ბოლო დროს პარკირების ჯარიმას აღარც ვიხდი, რადგან სულ სამსახურში ვარ და ავტომობილის სხვა ადგილებში დაყენება არ მიწევს.
– ქალ მძღოლებთან გზებზე როგორი "ურთიერთობა" გაქვთ?
– არ ვარ ისეთი მძღოლი, რომ ვინმეს მოვუწოდო, საჭესთან ქალია და ერიდეთ–მეთქი. მანდილოსნების მიმართ არასოდეს მაქვს აგდებული დამოკიდებულება. ბევრი კაცი ქალზე უარესად არღვევს წესებს. უბრალოდ ალბათ გამოუცდელი ქალი მძღოლების რიცხვმა იმატა და ხშირ შემთხვევაში ამიტომაც ქმნიან ავარიულ სიტუაციებს. ქალები კაცებთან შედარებით მანქანას დაძაბულები მართავენ და ამას ისიც ემატება, რომ ძირითადად მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ატარებენ. ვფიქრობ, მათი ტარება უფრო უჭირთ. ჩემი აზრით, 2–3 წელიწადში "ქალი მძღოლების" პრობლემა გაქრება, სტაჟს შეიძენენ და საფრთხეც ნაკლებად შეგვექმნება.
"ოპელი" რომ მყავდა, იმ პერიოდში აღმართზე ქალს მანქანა დაუგორდა და დამარტყა. დიდი არაფერი მოუხდენია, ჩემი მანქანა სულ ცოტათი დაზიანდა, მაგრამ, რაც მთავარია, თავი დამნაშავედ იგრძნო და აღარაფერი მითქვამს, არც ავანაზღაურებინე.
– მანქანას თქვენი ცოლიც მართავს?
– არა, მაგრამ ორივეს გვაქვს ამის დიდი სურვილი. საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომას ან ბავშვების გამო სამსახურიდან გასვლას მირჩევნია, ჩემმა ცოლმა იცოდეს მართვა.
– საჭესთან ნასვამი ჯდებით?
– ნასვამი ნამდვილად ვმჯდარვარ საჭესთან. ერთხელ ამის გამო დამაჯარიმეს კიდეც. ჩემი ცოლისძმის დაბადების დღეზე წავედი. როგორც ხდება ხოლმე, ბევრს მეხვეწნენ, დალიეო, მეც ხათრი ვეღარ გავუტეხე და... ქართველი კაცი, ხომ იცით, ერთ ჭიქას შესვამს, მერე თავს ვეღარ აკონტროლებს და ქეიფს აგრძელებს. ჩემს სახლამდე დიდი მანძილი არ იყო, მაგრამ იქამდე მივედი თუ არა, გადააყენეო, პატრულის ხმა მომესმა. აპარატი მომცეს, ჩაბერეო. გაგონილი მქონდა, კი არ ჩაბერო, ამობერე და წითელს არ აანთებსო. ასე მოვიქეცი, მაგრამ პატრულს რას გამოვაპარებდი. ჩემი ცოლი 8 თვის ორსული იყო მეორე ბავშვზე, მან ივაჟკაცა, მუცელი მტკივა, გაგვიშვითო, უთხრა და ასე გადამარჩინა. მას შემდეგ ჭკუა ვისწავლე და ნასვამი საჭესთან აღარ ვჯდები, ტაქსით წასვლას ვამჯობინებ.
– მეუღლე როგორ გაფასებთ, როგორც მძღოლს?
– ჩემს ცოლს მანქანაში ჩემ გვერდით ჯდომა ძალიან უჭირს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სულ დაძაბულია. სისწრაფის მოყვარული არ ვარ, მაგრამ გამუდმებით სიჩქარეზე მაძლევს შენიშვნებს. ერთხელ სამსახურში მიმყავდა, თან ძალიან აგვიანდებოდა და ვჩქარობდი. ვაშლიჯვრის ასახვევთან შუქნიშანთან გავჩერდი, გზაზე წყალი იყო დაღვრილი, ერთ–ერთმა მანქანამ დაამუხრუჭა, მოცურდა და რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს დავეჯახეთ. საბედნიეროდ, არ დავშავებულვართ და არც შემშინებია. ისევ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემს ცოლს სამსახურში აგვიანდებოდა, ტაქსი გავუჩერე, სამსახურში ვუშვებდი, მაგრამ ისეთი შეშინებული იყო, აღარ წავიდა.
სოფიო ბოჭორიძე

No comments:
Post a Comment