Friday, July 5, 2013

გოგონების მოსახიბლად - მარტივი მეთოდი...

რას არ აკეთებენ მამაკაცები მშვენიერი სქესის გულის მოსაგებად! რა საშუალებას აღარ მიმართავენ: სჩადიან გმირობებს, წერენ ლექსებს, განიცდიან მორალურ, ფიზიკურ ტანჯვას...ის გოგონა კი, რომლის გაცნობასაც ვერ ბედავთ, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ათჯერ მაინც ხვდებით – ერთ დღეს შეიძლება ისეთი დამყოლი გახდეს, როგორც ცხვარი მეცხვარესთან!
დიახ, ამ ღვთიურ ქმნილებებს აქვთ თავიანთი საიდუმლო! და ეს სრულიად აშკარაა! ისინი, უსაზღვროდ მეოცნებენი არიან და ღრმა სიბერემდე სჯერათ ზღაპრების. ისინი მძინარე მზეთუნახავები არიან,
რომლებსაც ძილის მარწუხებისგან პრინცი გაათავისუფლებს. სამუდამოდ პენელოპებად რჩებიან, რომელნიც თავიანთ გმირ ოდისევსებს ელიან. ბოლოს და ბოლოს, ზღაპრული ბაყაყები არიან და ჭაობის პირას დიდი მოთმინებით ელიან ახალგაზრდა უფლისწულებს, რომელთა დახმარებითაც, ეფექტურად შემოიცლიან მწვანე, ჭაობის სამოსს და უმშვენიერეს პრინცესებად გადაიქცევიან!
შესაძლოა, დროთა განმავლობაში ზღაპრები "გათანამედროვდა", მაგრამ ქალების სანუკვარი ოცნება იმ "ერთადერთის" შესახებ იმდენად უნივერსალურია, რომ ერთადერთი რაც საჭიროა თქვენი მხრიდან – მისცეთ მათ ფანტაზიას ასპარეზი და დანარჩენს ისინი თავად მოიფიქრებენ თქვენს ნაცვლად!

როგორ უნდა მოახერხოთ ეს? პრაქტიკაში ყველაფერი გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ. ჩაუვლით რა თქვენს საოცნებო გოგონას გვერდით, შეჩერდით მის ახლოს და გრძნობით აღსავსე ხმით უთხარით, რომ მას ძალზე ლამაზი თვალები აქვს! მორჩა. ძალიანაც არ შეყოვნდეთ, უბრალოდ, რამდენიმე ნაბიჯს რომ გადადაგამთ, მოიხედეთ, გაუღიმეთ, რითიც მიახვედრებთ, რომ "გაგრძელება იქნება".

ბანალურად გამოიყურება? შესაძლოა, მაგრამ მსგავსი საუბრები გოგონებში ოცნებებს აღძრავს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მის წარმოსახვაში თქვენ მისი "ერთადერთი", ყველაზე–ყველაზე პრინცი იქნებით და თქვენთან(ოცნებებში) გააბამს ხანგრძლივ რომანტიულ დიალოგს, რომელშიც თქვენ მას ათას კომპლიმენტს უძღვნით!

მერე უკვე მარტივია! გახსოვდეთ, უკვე რამდენიმე დღეა მის წარმოსახვაში არსებობთ და თან სამეფო უფლებებით... იყიდეთ პატარა, მაგრამ გემოვნებით და სიყვარულით შერჩეული ყვავილების თაიგული. მიუახლოვდით გრძნობით სავსე მზერით, ეპითეტებით შეამკეთ(მისი სილამაზის შესახებ), შეეცადეთ საუბარში იმპროვიზირებას... ნუ შეგეშინდებათ, ენა თუ დაგებათ. იცოდეთ, გულსიყურით მაინც არ გისმენენ. რაც არ უნდა თქვათ, ის თავის ფიქრებში თავისებურად გააგრძელებს მას. ვითომ, სხვათაშორის უთხარით, რომ მისთვის გაქვთ საინტერესო შეთავაზება, რომლის შესახებაც, მოუცლელობის გამო, მოგვიანებით ამცნობთ. წადით და დაელოდეთ სამიოდე დღის გასვლას, რათა, მისი ცნობისმოყვარეობა გადაიზარდოს ძლიერ სურვილში, გაიგოს, რა სურთ მისგან. ამ ხნის განმავლობაში, ის განიხილავს ათეულობით ვარიანტს, რომლის მთავარი მოქმედი გმირი თქვენ იქნებით

შემდეგი შეხვედრისას, შეგიძლიათ დაპატიჟოთ თუნდაც ქვეყნის მეორე მხარეს ან სულაც მთვარეზე – ის მზად იქნება ამისთვის. ინტერესი უკვე ფორმირებულია, მიჯაჭვულობაც კი... და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: არ ღირს, დიდხანს გააჭიანუროთ ასეთი თამაშები. გადადით რეალურ მოქმედებაზე და პრაქტიკაზე დაუმტკიცეთ მას, რომ არ შემცდარა "თავის" არჩევანში!
 

No comments:

Post a Comment