Thursday, October 24, 2013

შეყვარებულს ჩემი წონის რცხვენია

სამი წელია, რაც მე და ოთო შეყვარებულები ვართ, მაგრამ ჯოჯოხეთი ერთი წლის წინ დაიწყო. არადა, მალე დაქორწინებას ვაპირებდით, ახლა კი მის სიყვარულშიც ეჭვი მეპარება.

ერთი წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ჩემდა საუბედუროდ, მკურნალობა ვიღაც ექიმბაშთან დავიწყე. სამი თვის განმავლობაში რაღაც უცნაურ სითხეებს ვსვამდი და პრობლემაც თითქოს სადღაც გაქრა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ტრაგედია.

მკურნალობას მოვრჩი და ორ თვეში ოცდაათი კილო მოვიმატე. ამჯერად ექიმთან მივედი და ორგანიზმში მთელი რიგი დარღვევები აღმომაჩნდა, რამაც ჩემი ასეთი გასუქება გამოიწვია.

თავიდან ოთო მამშვიდებდა, ხან ფუმფულას მეძახდა, ხანაც გოჭს, მაგრამ მალე საალერსო სიტყვები შემოელია და ცდილობდა, საზოგადოებაში ნაკლებად გამოვჩენილიყავით ერთად.

არ მიმატოვა, ახლაც შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ისე იქცევა, რომ ჯობია, სამუდამოდ დამემშვიდობოს. რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე დალაპარაკება, მაგრამ არ უნდა, ცუდი ბიჭი გამოვიდეს და თავს მარიდებს.

ჩემი მკურნალობა ნელ-ნელა მიდის. ექიმი მეუბნება, რომ ძველებურ ფორმაში ჩასადგომად მინიმუმ ერთი წელი მჭირდება.

არ ვიცი, ოდესმე ეს თუ ისევ მოხდება, მაგრამ ვხვდები, ოთოს გვერდზე ყოფნა აღარ მინდა. დარწმუნებული ვარ, თვითონ ჩემს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, არასოდეს ვაგრძნობინებდი, მაგრამ, ალბათ, კაცებს სხვანაირად ესმით ქალის.

No comments:

Post a Comment