თითოეული გაკვეთილი 15–45-წუთიანია და იოგას, მუცლის ცეკვის, წონაში დაკლების, სუნთქვის ტექნიკის, ორსულობის პერიოდის და მშობიარობის შემდგომ ვარჯიშებს მოიცავს. გაკვეთილებს მსოფლიოში ცნობილი ინსტრუქტორები ატარებენ.
გადმოწერა პინ-კოდის საშუალებითაა შესაძლებელი. 24 საათის განმავლობაში ერთი გაკვეთილის გამოწერის საფასური 50 თეთრია და ის სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება აბონენტს.
თითოეული ვიდეო მოიცავს სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც ელასტიკურს ხდის და აძლიერებს სხეულს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრესის მოსახსნელად, სისხლის მიმოქცევის დასარეგულირებლად, ფიზიკური და ემოციური ბალანსის შესანარჩუნებლად. იოგას ვარჯიში აღადგენს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ კავშირს.BODY IN BALANCE-ის აპლიკაციას ყოველ კვირას ახალი გამაჯანსაღებელი ვიდეო ემატება. ამჟამად ჩატვირთულია 18 პროგრამა: შანტი ლაიფი დამწყებთათვის გასაახალგაზრდავებლად და სტრესის მოსახსნელად არის შექმნილი; კვანტური იოგა დინამიკური ვარჯიშების კომბინაციაა; მზის ძალა – ვარჯიშები დაყოფილია ორ ნაწილად: დამწყები და საშუალო დონის მომხმარებელთათვის.
ასევე - კლერ მისინგემის იოგა, იოგის ალქიმია, ბარბარა ქიურის იოგის ძალა, იოგა რეპროდუქციული სისტემის გასაუმჯობესებლად, პენი სმიტის იოგის მთავარი სახელმძღვანელო, პენი სმიტის იოგის ძალა, პენი სმიტის იოგის მასტერკლასი, მშობიარობის შემდგომი იოგის ვარჯიშები, შანთი იოგა, ბრძოლა სიმსუქნესთან, ლათინვა, ფეთ-მოძრაობები, კილოგრამებისგან განთავისუფლება, ბურთით ვარჯიში ორსულებისათვის, Blissology.
ორსულების ვარჯიშები შედგება პილატესის ელემენტებისგან და უმეტეს კომბინაციებში გამოიყენება ბურთი, რომელიც ამაგრებს კუნთებს. მშობიარობის შემდგომი იოგის ვარჯიშები მოიცავს პილატესის სეგმენტების, იოგა ნიდრასა და სავარჯიშოებს რელაქსაციისთვის.
პენი სმიტის იოგის ძალა, სუნთქვის ტექნიკა საშუალებას მოგცემთ, მოიხსნათ სტრესი, შეგმატებთ ენერგიასა და დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ბრძოლა სიმსუქნესთან განსაკუთრებული პროგრამაა, რომელიც ბევრ ცნობილ ვარსკვლავს დაეხმარა წონის დაკლებაში, ხოლო ფლავას ქუჩის ცეკვა აგიმაღლებთ ტონუსს და დაგეხმარებათ დიდი რაოდენობის კალორიების დაწვაში.
იოგას ექსპერტი, ბარბარა ქიური გთავაზობთ საინტერესო და ენერგიულ პროგრამას, რომელიც გაძლევთ საშუალებას, გაიჯანსაღოთ სხეული თქვენი ასაკისა და წონის მიუხედავად.
პენი სმიტის იოგას მასტერკლასი იდეალურია მათთვის, ვისაც არ აქვს იოგის კურსებზე დასწრების დრო. ცნობილი ექსპერტი ჰოვარდ ნეფერი აგიხსნით თითოეულ მოძრაობას, რათა უფრო ღრმად დაეუფლოთ იოგის ხელოვნებას და გასწავლით ყველაზე ეფექტურ ვარჯიშებს საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
Blissology ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყებაა იოგაში. გამოირჩევა საოცარი მუსიკით, დახვეწილი სავარჯიშო კომბინაციებითა და ულამაზესი პეიზაჟით. კვირის ყოველი დღისთვის მედიტაციის უნიკალური პროგრამაა შერჩეული.
SILK TV- ვიდეოთეკის მენიუში ასევე განთავსდა მუცლის ცეკვის შემსწავლელი კურსი. SILK TV-ის მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა, გახალისდეს, გაჯანსაღდეს და განიტვირთოს მუცლის ცეკვის ტექნიკის ათვისებისას.
გარდა ცეკვის შესწავლისა, ვარჯიშების ეს კომბინაცია ხვეწს სხეულის ფორმებს, ასტიმულირებს და აჯანსაღებს ორგანიზმს. პროფესიონალი ქორეოგრაფის კურსი ითვალისწინებს ყველა იმ ილეთის დემონსტრირებას, რაც ცეკვის ათვისებას უწყობს ხელს.
იოგა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და სახლში 50 თეთრად ვარჯიში მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარია SILK TV-ისგან. ამიერიდან, საუკეთესო ინსტრუქტორებთან პერსონალური სავარჯიშო სესიისთვის მხოლოდ ლეიბი, ელასტიკი და წყალია საჭირო.
No comments:
Post a Comment