თუ შეძელით სასურველი მამაკაცის ყურადღება მიგექციათ, მაშინ თქვენი ურთიერთობების გაგრძელების შემდეგი ეტაპი პაემანი იქნება.თუ მისი ყურადღების მიქცევისას თქვენი იარაღი თქვენივე გარეგნობა იყო, მაშინ პირველი პაემანის მიზანი მამაკაცის გაცნობა და საკუთარი თგეხმარებათ რჩევები, რომლებიც ქვემოთაა მოყვანილი.
შეხვედრა მამაკაცმა უნდა შემოგთავაზოთ, ხოლო დრო და ადგილი თქვენ უნდა აირჩიოთ, ამასთან, არ დაგავიწყდეთ შეეკითხოთ, მოსახერხებელი იქნება თუ არა ეს დრო მისთვის. სხვადასხვა აზრის მიუხედავად, ქალი პაემანზე ზუსტად დანიშნულ დროზე უნდა მივიდეს: დაგვიანება უტაქტობაა. ამ დროისათვის მამაკაცი უკვე ადგილზე უნდა იყოს.
ბევრი ქალი ძალიან ღელავს შეხვედრის წინ. მათ ძალიან უნდათ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინონ მამაკაცზე და ხშირად ბევრ შეცდომებს უშვებენ. მაგალითად, ჩქარობენ საუბრისას, აქცევენ სასმელს მაგიდაზე და ა.შ. სინამდვილეში, უბრალოდ უნდა მოდუნდეთ. სანამ თხრობას დაიწყებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ. გაიღიმეთ რაც შეიძლება ხშირად. ნუ მოგერიდებათ სიცილის. იცინეთ მის ხუმრობებზე, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ: თუ ყველაფერზე სკოლის მოსწავლესავით იხითხითებთ ეს მას გააღიზიანებს. შეეცადეთ სიამოვნება მიიღოთ ურთიერთობისაგან და ნუ იფიქრებთ შედეგებზე. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ როგორც არ უნდა ჩაიაროს ამ შეხვედრამ, ეს მხოლოდ პატარა ეპიზოდია თქვენს ცხოვრებაში, რომელიც არავითარ როლს არ ასრულებს.
პირველ პაემანზე თავი მოკრძალებულად უნდა გეჭიროთ, და ამავე დროს, იურთიერთოთ. საჭიროა იყოთ ზომიერად სასაცილო, საყვარელი და სექსუალური. არ არის საჭირო წუწუნი და ჭირვეულობა. მამაკაცს ალბათ არ მოეწონება ქალი, თუ ის ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს დ ავერ ამჩნევს სასიამოვნო მომენტებს. განსაკუთრებით ეს ეხება შეხვედრებს. მამაკაცი ეცადა დაეგეგმა საღამო, რომ სიამოვნება მოენიჭებინა თქვენთვის, თქვენ კი ამ დროს რაღაცით უკმაყოფილო ხართ, რესტორნის მენიუ არ მოგწონთ, ან მისი მომსახურეობა. იგი თქვენგან სამადლობელ ღიმილს ელოდება. ამიტომ ეცადეთ პოზიტიურად იფიქროთ და იპოვოთ დადებითი მხარეები ყველაფერში. აგრძნობინეთ თქვენს პარტნიორს, რომ აფასებთ იმას, რასაც იგი თქვენი გულისათვის აკეთებს.
თუ პირველი პაემანი თქვენი გარეგნობის გამო შედგა, მეორე უნდა იყოს – საუბრის წარმართვის ცოდნა. ურთიერთობა რომ ორივესათვის სასიამოვნო იყოს, ქალისაგან საჭიროა მხოლოდ სამი რეაქცია მამაკაცის საუბარზე: თანაგრძნობა, ყურადღება და დაკვირვება. პრაქტიკულად ყველა მამაკაცი, როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა იყოს, ქვეშეცნეულად ელოდება მოწონებას ქალის მხრიდან. ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ საკუთარ თავზე და უფრო მამაკაცს მოუსმინოთ, გამოიჩინეთ ინტერესი ყველაფრის მიმართ, რასაც ის ლაპარაკობს. გაიგეთ უფრო მეტი მის შესახებ. თუ მამაკაცი მორიდებულია, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ მას ძალიან მოსწონხართ.
თქვენს შესახებ ყველა წვრილმანს ნუ მოუყვებით, მოყევით მხოლოდ თქვენი სამუშაოს, ინტერესების შესახებ. შეკითხვაზე, „ხვდებით თუ არა ვინმეს?“ შეგიძლიათ უპასუხოთ: „რა თქმა უნდა, სულ სახლში არ ვზივარ“ . დატოვეთ იგი გაურკვევლობაში, და მაშინ საშინლად მოუნდება შემდეგში ყველა დეტალის გაგება. ხოლო როცა თქვენ გადაწყვეტთ მოუყვეთ მას რაიმე მნიშვნელოვანი, დაე იფიქროს, რომ მისი ნდობა მოიპოვეთ. თუმცა, თუ მამაკაცი ნაკლებად მჭერმეტყველობს და თქვენ იგი მოგეწონათ, მისი გულახდილობის გამოსაწვევად შეგიძლიათ ცოტა გაიხსნათ, ოღონდ ნურაფერს შეეკითხებით მისი ქალების შესახებ.
სასარგებლოა გამოჩნდეთ შედარებით სუსტი, ვიდრე სინამდვილეში ხართ, ნუ მოაჩვენებთ თავს გამოცდილ ქალად და დაივიწყეთ ემანსიპაცია. ყველა ნორმალურ მამაკაცს სურს გამოჩნდეს ქალზე გამოცდილი და შექმნას თქვენგან ის ქალი, რომელზეც ოცნებობს.
მამაკაცს უყვარს ქალის დაცვა და მფარველობა, ხედავს რა ამაში საკუთარ უპირატესობას. ამიტომ, ხშირად ჰკითხეთ რჩევა. პაემანზე ყოფნისას მიეცით საშუალება გამოამჟღავნოს საკუთარი გალანტურობა და სთხოვეთ დახმარება, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, რადგან ეს შეიძლება მიიღოს როგორც თქვენი პრეტენზია განსაკუთრებულ ყურადღებაზე.
მამაკაცებს უყვართ ტრაბახი და ქალებზე არა ნაკლებ მოსწონთ კომპლიმენტების მიღება. ამიტომ საჭიროა შეაქოთ იგი, ოღონდ არა გამუდმებით. იგი დროულად და საჭირო ადგილას უნდა იყოს ნათქვამი. მაგრამ ჯერ უნდა გაიგოთ, რა არის მნიშვნელოვანი ამ მამაკაცისათვის, რომ კომპლიმენტმა „იმუშაოს“. ნებისმიერ მამაკაცში შეიძლება იპოვოთ ისეთი რამ, რაც თქვენთვის მოსაწონი იქნება.
პირველი შეხვედრის დროსაც კი უნდა მოეფეროთ მამაკაცს. თითქოს შემთხვევით, შეეხეთ მის ფეხს მაგიდის ქვეშ, შეაკავეთ ერთი წამით მისი ხელი, მოსვით ღვინო მისი ბოკალიდან, არ გაუშვათ ხელიდან ცეკვის შესაძლებლობა, ნუ მოგერიდებათ, უყურეთ თვალებში და გაიღიმეთ!
შეხვედრის შემდეგ მამაკაცმა სახლამდე უნდა მიგაცილოთ, და მეტი არაფერი, ხოლო თქვენ მოუხადეთ მადლობა გატარებული საღამოსათვის. მაშინაც კი, თუ მამაკაცი ძალიან მოგეწონათ, არ უნდა აჩვენოთ მას, რომ მზად ხართ ყველაფერი გადადოთ და ისევ შეხვდეთ მას. დიახ, სიამოვნებით შეხვდებოდით, მაგრამ უახლოეს ხანებში დაკავებული ხართ, ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, და თანაც მეგობრებს შეპირდით მათთან ერთად კინოში წასვლას ( თეატრში, დისკოთეკაზე, კაფეში...). მიახვედრეთ, რომ იგი მოგწონთ, მაგრამ თქვენთვის სამყაროს ცენტრს არ წარმოადგენს, და თქვენ არ მიუძღვნით მას მთელ დროს და არ მიატოვებთ საკუთარ მეგობრებს და მისწრაფებებს. როგორც არ უნდა გინდოდეთ მასთან დარეკვა ან გზავნილზე პასუხის გაცემა, ნუ იჩქარებთ ამის გაკეთებას. დაე იმკითხაოს, თუ რითი ხართ დაკავებული, ეს მხოლოდ გაუძლიერებს თქვენთან შეხვედრის სურვილს. თუმცაღა არც ძალიან გადადოთ შემდეგი შეხვედრა, თორემ შესაძლოა ვინმე სხვამ მიიქციოს მისი ყურადღება. შუალედი უნდა იყოს 3-5 დღე.
ახლა კი სექსის შესახებ. ქალი, როგორც წესი, ინტიმურ კავშირში შედის ფარული მოტივების გამო (თუმცა შესაძლოა იგი ვერც კი ხვდებოდეს ამის შესახებ). მას სურს შთაბეჭდილების მოხდენა, და იმედი აქვს მომავალი ურთიერთობების გაგრძელებისა, ან ცდილობს გათხოვებას. მაგრამ ინტიმური სიახლოვე სულაც არ არის ხანგრძლივი ურთიერთობების გარანტი, უფრო პირიქით. ერთად-ერთი მიზეზი, რის გამოც კონკრეტულ მამაკაცს უნდა დანებდეთ, უნდა იყოს თქვენი სურვილი, ანუ თუ თქვენ ნამდვილად გსურთ იგი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა მოცდა. იფლირტავეთ, გამომწვევად ჩაიცვით, აკოცეთ, მაგრამ დროულად თქვით უარი საძინებლის კართან. დაე მან გაიგოს, რომ თქვენი მოპოვებაა საჭირო, და მაშინ იგი მეტს იფიქრებს თქვენზე.
No comments:
Post a Comment