თუ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ თქვენს გარდერობში 36 წყვილი ფეხსაცმელი, 25 ცალი ზაფულისა და ამდენივე ზამთრის კაბაა, შარვალი კი იმდენი, რომ დათვლა გეზარებათ, თუმცა, მაინც არასოდეს იცით რა ჩაიცვათ, ჩათვალეთ, რომ თქვენ არაპრაქტიკული მყიდველი ბრძანდებით.
არადა ისეთი არაფერი დაგიშავებიათ ასეთი ,,ბრალდება,, რომ დაიმსახუროთ, არა? დიდი ამბავი, სამსახურში, 1 საათიანი შესვენებისას რამდენიმე მაღაზიაში შეიარეთ, ნახევარი თვის ხელფასი დახარჯეთ და იმდენი ხორაგით დაბრუნდით სამსახურში, თვალმახვილ თანამშრომელს ლოგიკური კითხვა გაუჩნდა, რა ხდება, ომი ხომ არ იწყებაო? ჰმ, თავხედი.. რა შუაშია აქ ომი? ასეთი არაჩვეულებრივი მაისურის არყიდვა შეიძლებოდა? ან ეს ტაფა ხელიდან გასაშვებია? აი ზუსტად ისეთი ტაფაა, შარშან ამ დროს რომ იყიდე და შინ მისულს გარაჟში დაგრჩა სხვა საყიდლებთან ერთად და დღემდე არ გაგხსენებია.. არა, ეგ რა მაგის პასუხია და ნეტავ რა იყო კიდევ იმ სანუკვარი საყიდლების ჩანთაში, გარაჟში რომ დაგრჩა? ალბათ გუშინ რომ იყიდე, ისეთივე ბოთლის გასახნელი.. ოთახის ყვავილებისთვის ახალი ქოთნები? არა, ეგ ახლახანს იყიდე.. აბა, ჭრელი შარფი? მართალია, სწორეს ის ჭრელი შარფი იქნებოდა, რომ არ იცოდი რას მოუხდებოდა, მაგრამ მაინც იყიდე..
და სად დევს ახლა ის ჩანთა? ისევ გარაჟში? თუ სარდაფში? სარდაფში ვერ იქნება, იქ იმდენი არასაჭირო ნივთი დევს, სადღა იყო მაგისი ადგილი..
ასეთი ფიქრების შემდეგ, უცებ ხვდებით, რომ დროა დაფიქრდეთ, რაღაც შეცვალოთ.. თავს პირობას აძლევთ, რომ ხვალიდან გამოსწორდებით, რომ მანამ არაფერს იყიდით, ვიდრე მისი საჭიროების აუცილებლობაში არ დარწმუნდებით. მაგრამ, ხვალ, ისევ მოახერხებთ ისეთი რაღაცის პოვნას, რომლის არ ყიდვაც არაფრით გამოვიდოდა..
თუ დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ თქვენ ერთადერთი არა ხართ, ვინც სახლი უსარგებლო ნივთების გროვას დამსგავსა. რაიმეს ყიდვის დაუძლეველი სურვილი დაავადებაა და მას ონიომანია ჰქვია.
მე მაპატიეთ, გულს თუ გიხეთქავთ, მაგრამ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, ისიც კი დაადგინეს, რომ ონიომანებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს, ძალიან ბევრი საერთო აქვთ.
ონიომანიის ორი ძირითადი კატეგორიაა. ერთი, რომლებიც დიდი რაოდენობით, მაგრამ საჭირო ნივთებს ყიდულობენ და მეორენი, რომლების საჭიროების მიუხედავად, მაინც ყიდულობენ.. მათ შორის განსხვავება არის, მაგრამ არც ერთ კატეგორიას არ აინტერესებს, რამდენი აქვს ჯიბეში, მთავარია რომ ყიდვა უნდა, უნდა და მორჩა.. ვაა, უნდა და!.. და მანამ ენდომება, ვიდრე ბოლო თეთრს არ დახარჯავს.. ამის შემდეგაც ენდომება ყიდვა, მაგრამ..
ფსიქოლოგები შეთანხმდნენ იმ ძირითად ფაქტორებზე, რაც ომიომანიისკეს უბიძგებს ადამიანს. ესენია, სტრესი, დეპრესია, დაბალი თვითშეფასების დაფარვის მცდელობა..
საყიდლებზე წასვლა, რომ საუკეთესო ანტიდეპრესანტია, ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება. ისევე როგორც ვარცხნილობის შეცვლა ან სხვა ცვლილების შეტანა გარეგნობაში. მაგრამ, თუ დეპრესია სათოფეზეც კი არ ჩანს და მაინც გაუთევებლად საყიდლებისკენ მიგიწევთ გული, ალბათ დროა გადაამოწმოთ, იქნებ ონეომანი ბრძანდებით?
თუ თავს გამოუტყდით, რომ ეს ასეა, მაშინ სცადეთ მეტი ნებისყოფა გამოიჩინოთ. არ ენდოთ რეკლამებს და ,,სარფიან,, შემოთავაზებებს. არ ატაროთ ყოველდღიურად საჭიროზე მეტი თანხა. ვიდრე სალარომდე მიხვალთ, სამჯერ ჰკითხე თავს, მჭირდება ახლა ეს მე?
თუ ამ რჩევებმაც ვერ გიშველათ, ფსიქოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ..
ისე, თუ მყარი ბიუჯეტი გაქვთ და თქვენი ყიდვამანიაკობა მას ვერაფერს აკლებს, ნუ შექმნით ამით ტრაგედიას.. და იყიდეთ მეორმოცე წითელი კაბა, იქნებ გაისად მაინც ჩაიცვათ პირველად რომელიმე მათგანი.. თუ არადა, ხვალიდან ხომ ისედაც გამოსწორდებით?!
Wednesday, June 26, 2013
მოდური სამოსი პლიაჟისათვის
ზღვაზე გამგზავრებისას საჭიროა გარდერობი სწორად შეარჩიოთ. მარტო საცურაო კოსტუმი ხომ არ გეყოფათ შვებულების კომფორტულად გასატარებლად?! იქ უამრავი სხვა ნივთები დაგჭირდებათ. განა შეიძლება ზაფხული გაატაროთ ლამაზი კაბის, მზის სათვალის, საზაფხულო ჩანთის, მზის ქუდისა და სეზონისათვის დამახასიათებელი ზღვის თემატიკაზე მორგებული მასიური სამკაულების გარეშე? რა თქმა უნდა, არა! მხოლოდ ამ ყველაფრით შეიარაღებული შეგიძლიათ ამაყად გამოცხადდეთ პლიაჟზე, დატკბეთ მამაკაცების აღფრთოვანებული მზერით და გესმოდეთ მეგობრების კითხვები, თუ როგორ ახერხებთ ყოველთვის გამოიყურებოდეთ შესანიშნავად და როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველთვის ყველაზე საუკეთესო, მოდური და საინტერესო.
ნებისმიერი მოდის მოყვარული მანდილოსნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის გარდერობში იყოს უამრავი ნივთი ნებისმიერი სიტუაციის, გარემოებასა და მიზეზისათვის. და რა თქმა უნდა, ზაფხული, მზე და ზღვა - ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. სწორედ ზაფხულის ცხელ და მზიან დღეებში აქვს მეტი ხიბლი ქალის ლამაზ სხეულს. მოხდენილი, გარუჯული ქალი პლიაჟზე ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. ამიტომ საჭიროა სწორად შევარჩიოთ სამოსი რათა ლამაზად და მოდურად გამოვიყურებოდეთ.
პლიაჟის კაბა - ეს კაბის განსაკუთრებული სახეობაა. ამ შემთხვევაში ყველაზე აქტუალურია ტუნიკები. ისინი ამ სეზონზე წარმოადგენენ არა უბრალოდ ქსოვილის ნაჭერს (როგორც წინა წლებში), არამედ მზა კაბის მოდელს განსაზღვრულ სტილში, უამრავი ფერთა არჩევანით. ისინი შეიძლება იყოს კლასიკური და თანამედროვე, გრძელი და მოკლე, მკვეთრ და ბაც ფერებში, ჭრელი და სადა... და ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავარია მისცეთ თავისუფლება თქვენს ფანტაზიებს, მოიფიქროთ სწორი შეხამება, დაუმატოთ მოდური აქსესუარები (სათვალე, საზაფხულო ჩანთა, მზის ქუდი, სამკაულები) და თქვენ ამ სეზონის დედოფლად იგრძნობთ თავს.
შიფონის ტუნიკები რომლებიც წელს წარმოგვიდგინეს მოდის სახლებმა თავიანთ კოლექციებში, ამ სეზონის ყველაზე აქტუალურ ნივთებად ითვლებიან. მკვეთრი შეფერილობის, არაპროგროზირებადი და ორგანული ფერთა შეხამებით, მარტივი თარგის ლაღად მოფრიალე კეკლუცი კაბები თავისუფლად შეგიძლით ჩაიცვათ სანდლებთან და მასიურ სამკაულებთან, როგორც პლიაჟის ძირითადი სამოსი. ამ სეზონზე დიზაინერები გვთავაზობენ უამრავ განსხვავებულ მოდელს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი რამ.
როგორც ყოველთვის მოდაშია ზღვის თემატიკა. პლიაჟის კაბებისათვის მთავარ ფერად ითვლება თეთრი - ის ძალიან კარგად გამოიყურება გარუჯულ სხეულზე. ასევე მომგებიანი ვარიანტია მკვეთრი ვარდისფერი, ფირუზისფერი, იასამნისფერი კრემისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, ან სულაც ზოლებიანი კაბა.
პლიაჟის მოდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტრენდი წელს არის მკვეთრი შეფერილობის კაბა-მოსასხამი. ასეთ ეფექტურ კეკლუც კაბაში თქვენ გამოჩნდებით დახვეწილად და ქალურად. ელეგანტური სამოსის მოყვარულთათვის დიზაინერები გვთავაზობენ ეფექტურ და ამავე დროს უბრალო კაბებს, რომელშიაც შეუმჩნეველი არ დარჩებით.
ნებისმიერი მოდის მოყვარული მანდილოსნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის გარდერობში იყოს უამრავი ნივთი ნებისმიერი სიტუაციის, გარემოებასა და მიზეზისათვის. და რა თქმა უნდა, ზაფხული, მზე და ზღვა - ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. სწორედ ზაფხულის ცხელ და მზიან დღეებში აქვს მეტი ხიბლი ქალის ლამაზ სხეულს. მოხდენილი, გარუჯული ქალი პლიაჟზე ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. ამიტომ საჭიროა სწორად შევარჩიოთ სამოსი რათა ლამაზად და მოდურად გამოვიყურებოდეთ.
პლიაჟის კაბა - ეს კაბის განსაკუთრებული სახეობაა. ამ შემთხვევაში ყველაზე აქტუალურია ტუნიკები. ისინი ამ სეზონზე წარმოადგენენ არა უბრალოდ ქსოვილის ნაჭერს (როგორც წინა წლებში), არამედ მზა კაბის მოდელს განსაზღვრულ სტილში, უამრავი ფერთა არჩევანით. ისინი შეიძლება იყოს კლასიკური და თანამედროვე, გრძელი და მოკლე, მკვეთრ და ბაც ფერებში, ჭრელი და სადა... და ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავარია მისცეთ თავისუფლება თქვენს ფანტაზიებს, მოიფიქროთ სწორი შეხამება, დაუმატოთ მოდური აქსესუარები (სათვალე, საზაფხულო ჩანთა, მზის ქუდი, სამკაულები) და თქვენ ამ სეზონის დედოფლად იგრძნობთ თავს.
შიფონის ტუნიკები რომლებიც წელს წარმოგვიდგინეს მოდის სახლებმა თავიანთ კოლექციებში, ამ სეზონის ყველაზე აქტუალურ ნივთებად ითვლებიან. მკვეთრი შეფერილობის, არაპროგროზირებადი და ორგანული ფერთა შეხამებით, მარტივი თარგის ლაღად მოფრიალე კეკლუცი კაბები თავისუფლად შეგიძლით ჩაიცვათ სანდლებთან და მასიურ სამკაულებთან, როგორც პლიაჟის ძირითადი სამოსი. ამ სეზონზე დიზაინერები გვთავაზობენ უამრავ განსხვავებულ მოდელს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი რამ.
როგორც ყოველთვის მოდაშია ზღვის თემატიკა. პლიაჟის კაბებისათვის მთავარ ფერად ითვლება თეთრი - ის ძალიან კარგად გამოიყურება გარუჯულ სხეულზე. ასევე მომგებიანი ვარიანტია მკვეთრი ვარდისფერი, ფირუზისფერი, იასამნისფერი კრემისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, ან სულაც ზოლებიანი კაბა.
პლიაჟის მოდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტრენდი წელს არის მკვეთრი შეფერილობის კაბა-მოსასხამი. ასეთ ეფექტურ კეკლუც კაბაში თქვენ გამოჩნდებით დახვეწილად და ქალურად. ელეგანტური სამოსის მოყვარულთათვის დიზაინერები გვთავაზობენ ეფექტურ და ამავე დროს უბრალო კაბებს, რომელშიაც შეუმჩნეველი არ დარჩებით.
როგორ შევარჩიოთ მზის სათვალეები

დადგა ზაფხული და მზის სათვალეები კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ეს მოდური აქსესუარი არა მარტო ხაზს უსვამს თქვენს სტილს და იმიჯს, ის კარგი დამცავი საშუალებაა და აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს თქვენს თვალებს. გარდა ამისა, მზის სინათლეში თვალები გეძაბებათ და იძულებული ხართ მოჭუტული თვალებით იაროთ, რაც ზადმეტ ნაოჭებს აჩენს თვალების გარშემო. ამიტომ, მხედველობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად აუცილებელია მზის სათვალე შეიძინოთ. ჩვენ კი დაგეხმარებით, რადგან მისი სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.
მასალა.
სათვალის არჩევისას უმთავრესი და უპირველესი კრიტერიუმი მასალაა, რადგან ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სტილი და იმიჯი. სათვალის საფარის საუკეთესო მასალად ითვლება მინა. ის უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას ულტრაიისფერი სხივებისაგან, ადვილად არ იკაწრება და გარესამყაროც მის მიღმა უკეთ ჩანს, ვიდრე პლასტიკატის საფარიდან. მაგრამ აქვს ნაკლიც: ის შედარებით მძიმე და მსხვრევადია. ამიტომაც ბავშვებისა და სპორტსმენებისათვის რეკომენდირებული არ არის (დაცემის შედეგად შეიძლება დაიზიანონ თვალები).
შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ პლასტიკური საფარის მქონე სათვალეზე. საზიანო გამოსხივებისაგან თავის დასაცავად თანამედროვე პლასტიკურ საფარს დამზადების დროს შემადგენლობაში ურევენ სპეციალურ დანამატებს და დამზადების შემდეგაც ასევე უმატებენ სპეციალურ ფენას. ასეთი მასალისაგან დამზადებული მზის სათვალეები კარგი ალტერნატივაა, უფრო მსუბუქი და პრაქტიკულია. მაგრამ მისი არჩევის დროს ყურადრება უნდა მიაქციოთ თუ როგორ ჩანს გამოსახულებები მის მიღმა. ხარისხი შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი მორგების დროს და კარგად დააკვირდეთ, რომ სწორი ხაზები მასში სწორადვე ჩანდეს. თუ თქვენ შეარჩევთ ამ მასალისაგან დამზადებულ სათვალეებს, კარგად უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მასაც აქვს ნაკლი - ადვილად იკაწრება. დაკაწრული სათვალე კი მხედველობას დაგიზიანებთ.
სათვალის არჩევის დროს აუცილებლად ნახეთ მისი ეტიკეტი, სადაც მოთავსებულია წარწერა: "UV-A" და "UV-B" (ultraviolet), რომელიც აჩვენებს ულტრაიისფერი სხივებისაგან პროცენტულად დაცვის ხარისხს ("B" ყველაზე საზიანო სხივების მაჩვენებელია). ამასთანავე შეიძლება შამჩნიოთ წარწერა "400 HM", რაც აღნიშნავს ტალღის მაქსიმალურ სიგრძეს, რომლისგანაც სათვალე გიცავთ. თუ რიცხვი იქნება 400-ზე ნაკლები, ეს იმას ნიშნავს, რომ სხივების ნაწილი მაინც აღწევს მასში. ქალაქის პირობებში საკმარისია სათვალე, რომელიც ატარებს 18-43%-მდე სინათლეს. ზღვასა და თოვლიან მთებში კი რეკომენდირებულია სარკისებური საფარის მქონე სათვალე, რომელიც ბლოკავს ანარეკლებს და უკეთ იცავს თვალებს. როდესაც მხოლოდ მარტო ზემოდან დანათებული სხივებისაგან გვინდა თვალების დაცვა, არსებობს მხოლოდ ზედა ნაწილში გამუქებული ლინზები, მაგრამ მათი ნაკლი ისაა, რომ თვალებს ღლის. მხედველობისათვის უმჯობესია სათვალის ლინზები ერთგვაროვნად იყოს გამუქებული.
ფერი.
სათვალის ფერი, როგორც წესი, დამოკიდებულია გემოვნებაზე. მაგრამ სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის ცოდნა, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ფერი გარე სამყაროს აღქმაზე. იმისათვის, რომ ავწიოთ განწყობა, საკმარისი არ არის უბრალოდ მოვირგოთ ვარდისფერი სათვალე. პირიქით, ეს ფერი არასახარბიელოდ მოქმედებს ფსიქიკაზე.
ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება მუქი ნაცრისფერი (სინათლის აღქმა მეტად შეეფერება რეალობას) და მუქი მწვანე (ნაკლებად ღლის თვალებს და ამასთანავე სხივების მაქსიმალურ ფილტრაციას ახდენს). არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ წითელ ლინზებს, რომლებიც საგნების შეფერილობას ცვლის და რეალობის შეგრძნებას კარგავს. ყვითელი და ნარინჯისფერი კარგია ღრუბლიან ამინდში.
სტილი.
თუ თქვენ აიღჩიეთ მოდური სათვალე, რომელშიც თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობთ თავს, ეს ყველაზე საუკეთესო არჩევანია. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ თითოეულ სახეს სხვადასხვა ტიპის სათვალე უხდება. საერთო წესი კი ერთია - სათვალის ზემოთა ნაწილი უნდა იმეორებდეს წარბების მონახაზს. მზის სათვალის მეშვეობით შეიძლება ხაზი გავუსვათ სახის მოყვანილობას თქვენი გემოვნების მიხედვით. სათვალე, როგორც დამატებითი აქსესუარი უნდა ერწყმოდეს თქვენს სამოსს. არჩევანი შეიძლება შეაჩეროთ ეფექტურ სათვალეზე, მაგრამ თუ ზედმეტი ყურადღება არ გსურთ, სჯობს კლასიკაზე შეჯერდეთ.
ძალიან პატარა ზომის სათვალე, თუნდაც საუკეთესო ხარისხის მინის ლინზებით, ლამაზად და მოდურად შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ მზისგან ნაკლებად დაგიცავთ.
და ბოლოს, ცოტა რამ მათ მწარმოებლებზე: ამ სფეროში ლიდერებად ითვლებიან ფირმა "Ray-Ban"-ის სათვალეები, თუმცა მოდური აქსესუარების მწარმოებელ სხვა ფირმებსაც აქვთ საკმაოდ სოლიდური კოლექციები - Dolce & Gabbana, Prada, Dior, Giorgio Armani, Emporio Armani, Chanel, Gucci, Chloe, Louis Vuitton, Adidas.
ჩახუტების დღე
უკვე რამოდენიმე წელია, რაც 21 იანვარს მთელს მსოფლიოში აღინიშნება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ლს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. დღესასწაულის ტრადიციის თანახმად ამ დღეს სრულიად უცხო ადამიანებთან მეგობრული ჩახუტებაც კი შესაძლებელი დ
მიუხედავად იმისა, რომ ეს დღსასწაული ახალია, უცნობია მისი ავტორი - არავინ იცის ვის მოუვიდა პირველად თავში ასეთი ლამაზი დღესასწაულის იდეა, რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს თარიღი. ამ იდეის ინიციატორებად სტუდენტები მოიაზრებიან. თუმცა ვერავინ ამბობს კონკრეტულად რომელ სტუდენტებზეა საუბარი.
ფსიქოლოგები ფოქრობენ, რომ ადამიანები მეგობრული ჩახუტებით ერთმანეთს გადასცემენ სითბოს, უსაფრთხოების შეგრძნებას, კომფორტს, სიყვარულს.
დატკბით ამ დღესასწაულით, ის ხომ არ მოითხოვს არანაირ მატერიალურ ხარჯებს! თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ უხვად გასცეთ სითბო და სიყვარული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანი, საყვარელი და ახლობელია. მიულოცეთ ერთმანეთს ეს დღესასწაული, მეგობრობის, გულთბილი დამოკიდებულებისა და სიყვარულის ნიშნად კი აჩუქეთ ჩახუტება!
მიუხედავად იმისა, რომ ეს დღსასწაული ახალია, უცნობია მისი ავტორი - არავინ იცის ვის მოუვიდა პირველად თავში ასეთი ლამაზი დღესასწაულის იდეა, რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს თარიღი. ამ იდეის ინიციატორებად სტუდენტები მოიაზრებიან. თუმცა ვერავინ ამბობს კონკრეტულად რომელ სტუდენტებზეა საუბარი.
ფსიქოლოგები ფოქრობენ, რომ ადამიანები მეგობრული ჩახუტებით ერთმანეთს გადასცემენ სითბოს, უსაფრთხოების შეგრძნებას, კომფორტს, სიყვარულს.
დატკბით ამ დღესასწაულით, ის ხომ არ მოითხოვს არანაირ მატერიალურ ხარჯებს! თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ უხვად გასცეთ სითბო და სიყვარული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანი, საყვარელი და ახლობელია. მიულოცეთ ერთმანეთს ეს დღესასწაული, მეგობრობის, გულთბილი დამოკიდებულებისა და სიყვარულის ნიშნად კი აჩუქეთ ჩახუტება!
Friday, June 21, 2013
amis gamketeblis bodishi tqventan da dedac..........
amis gamketeblis bodishi tqventan da dedac..........
https://www.facebook.com/pages/პატრიარქი-ტუალეტში-არ-დადის-რადგან-ღმერთია/126492897559596
იუმორნარევი სიმართლე სიყვარულზე
• სიყვარული - ეს ტკბილი ძილია, ქორწინება კი - მაღვიძარა!• სიყვარული - ეს არის წარმოსახვის გამარჯვება ინტელექტზე.
• სიყვარული - ეს არის ავადმყოფობა, რომელიც მალე გაგივლით, თუ წოლით რეჟიმს დაიცავთ.
• სიყვარული გაივლის, ცოლები კი დარჩებიან!
• სიყვარული ადამიანს მხოლოდ ცალ ფრთას აძლევს, ასაფრენად კი პარტნიორია საჭირო!
• სიყვარული - ეს სისუსტეა, რომელიც ადამიანს უფრო ძლიერს ხდის.
• სიყვარული - ეს ცრურწმენაა, თითქოს ერთი ქალი რაიმეთი გამოირჩევა სხვებისაგან.
• სიყვარული ამინდის პროგნოზივითაა - მასში ვერასოდეს იქნები დარწმუნებული!
• სიყვარული ისაა, როცა ერთ არასრულყოფილებას მეორე არასრულყოფილება იდეალური ჰგონია!
• სიყვარული ნარკოტიკივითაა, როცა გაქვს - "კაიფია", როცა არა გაქვს - "ლომკა"!
• სიყვარული ნამდვილად ნარკოტიკი რომ იყოს, ყველა ქორწინება სიკვდილამდე გასტანდა.
• სიყვარული ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამურის ისრები მამაკაცებს გულში კი არა, სხვაგან ხვდებათ!
• პირველი ნახვით შეყვარება სჯობს პირველი შემხვედრის შეყვარებას!
• პრეზერვატივი ჩინელებმა მოიგონეს, რომ აღარ გამრავლებულიყვნენ, ქართველებმა კი მოიგონეს სიყვარული - ფული რომ აღარ დახარჯვოდათ.
• ვირტუალური სიყვარული: "მათ ერთმანეთის "უსმაილოდაც" კი ესმოდათ!"
• პლატონური სიყვარული ფულის მიმართ - "მიყვარს, მაგრამ არ მაქვს"!
• უცნაური დრო დადგა: "სექსი ტელეფონით, სიყვარული - მესიჯებით!"
• ამბობენ, რომ ტყუილი კლავს სიყვარულს, მაგრამ გულახდილობა კიდევ უფრო სწრაფად კლავს.
• თეორია პრაქტიკის გარეშე იგივეა, რაც სიყვარული სექსის გარეშე, ორივე ტვინის ბურღვაა!
• მეგობრობა ვერ იტანს ორგულობას, სიყვარული უფრო ამტანია!
• სიყვარული ფულს ჰგავს: ბევრს აძლევ - ეჭვიანობას და ტვინის ბურღვას იწყებენ, ერთს აძლევ - შენს დაფასებას ვერ ახერხებს, არავის აძლევ - უგულოდ გთვლიან.
• ხელოვნების ნებისმიერ დარგში სიყვარული კი არაა მთავარი, არამედ - სექსია მეტად მნიშვნელოვანი!
• გიყვარდეთ დიდი და ნამდვილი სიყვარულით ფული: ეს სიყვარული ყველა სხვა სახის სიყვარულის ხარჯებს აგინაზღაურებთ!
• თუ გაუზიარებელი სიყვარული ბედნიერებას არ მოგიტანთ, მაშინ ფული მაინც მოიტანოს!
• სიყვარული ისაა, როცა თქვენ ვარდისფერი სათვალიდან გიყურებენ, სიძულვილი კი ის არის, როცა თქვენ გამადიდებელი შუშებით გათვალიერებენ.
• ნამდვილი სიყვარული ერთხელ გვხვდება ცხოვრებაში, მაგრამ, ბედის ირონიით, საკუთარ ცხოვრებაში - არა.
წამო წვიმაში, შევიშალოთ...
* * *
ჩემი სუნთქვა ხარ!
ამოსუნთქვა ხარ და... ჩასუნთქვა ხარ!
ჩემი გრძნობა ხარ!
ამოხეთქვა ხარ! და... სიცოცხლე ხარ!
ჩემი ლექსი ხარ!
ჩემი სტრიქონი და... ჩემი მუზა ხარ!
დედოფალი ხარ - თბილი ფერია, ურომლისოდაც ჩემთვის ყველაფერი - არაფერია!
სიყვარულო!!! შენ შეავსე ჩემში ყოველი სიცარიელე და არ დამიტოვე არც გულში, არც გონებაში და არც ჩემი არსების არცერთ ნაწილში ადგილი სიძულვილისთვის...
მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარულის სიმხურვალე მზესაც კი ჩაანაცვლებს... მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია!.. მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია!.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ..
დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ, რომ შენ არ მთავრდები ჩემში.. შენ დაუსრულებელი ხარ..
სიგიჟემდე, გულის წასვლამდე მიყვარხარ.. უზომოდ... უწერტილოდ... დაუსრულებლად... უსაზღვროდ... მეუსასრულოებიიიიიიი!
დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს... დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს... მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ... აბა, როგორ უნდა გაჩუქო შენ შენივე თავი?! ეს ხომ შენ ხარ - ჩემი სიყვარული. იცი რა ძლიერ გგრძნობ? დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ... არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. რა ერთფეროვანი ვარ ჩემი აზრებით, არა?! რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ... მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა?!
მე შენმა სიყვარულმა დამხატა გრძნობებით აკინძულ გამჭირვალე ცხოვრების ფურცებზე და წამაწერა ზედ უსასრულობად. ჰო, შენმა სიყვარულმა მაქცია ადამიანად და მაგრძნობინა რომ ვსუნთქავ... აქამდე არასოდეს მომისმენია ჩემი გულის ცემა. არც სუნთქვა მესმოდა. ახლა კი.... ქუჩაში გასვლისას მთელი სამყაროს სუნთქვა და გულისცემა მესმის... ის ისეთი მუსიკალურია და ღრმა განცდების მატარებელი, ყოველი მისი ნოტი ჩემში ჟრუანტელს იწვევს... ჰო, შენი სახება აქვს ყოველივეს ირგვლივ... ნებისმიერ ქმნილებაში და საგანში შენს ანარეკლს ვპოულობ და ამიტომ მე ყველაფერი მიყვარს... ჰო, შენ შემაყვარე ყველაფერი და ყველა ფერი. შენ სამყაროს ფერებით გამაფერადე და გამიფერადე ყოველივე შიგნით თუ გარეთ. იმდენად ღრმა ხარ და მრავლისმომცველი ჩემში... ვცდილობ მთელი განცდით სრულად გადმოგცე სიტყვებად, მაგრამ შენი მცირედიც ვერ გადმოვეცი, ამით კიდევ ერთხელ დამარწმუნე რომ სიყვარული მთელი სამყაროა, არსია, ღმერთია... ღმერთს კი სიტყვით ვერავინ აღწერს. ჰო, სიყვარული ღმერთია თავად და შენ ამ გრძნობით ჩემში ღმერთი შემოუშვი...
ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება... ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო, დუმილი გრძნობით გაჟღენთილი, ოცნება ჩემი შენით ნაზავი, თვალები მრავლისმთქმელი, სპეტაკი და შენი ანარეკლით...
მე და შენ.. შენ და მე.. ჩვენ გვეუსასრულსიყვარულება.
მიყვარხარ ჩემებურად, არავის მსგავსად!
ძნელია დაწერო იმაზე, რაც შენთვის ხელშეუხებელი, პირადული და მნიშვნელოვანია. ვფიქრობდი დამეწერა თუ არა... გონება და გულის ცემა ერთმანეთს დაეჯახა და გადავწყვიტე... სიყვარული ეს ხომ ცხოვრების სურვილია !!! გიყვარს - უყვარხარ აქ ხომ აუხსნელი გრძნობაა. მთელი სულით მინდა გადმოგცე, აგიხსნა , გაგრძნობინო თუ რა ძლიერია ჩემში შენდამი ეს ამაფორიაქებელი გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია!!! მე ეს სენი შემეყარა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო, რომ მხოლოდ შენ გაგაგონო: მთელი არსებით მიყვარხარ, ადამიანო, გაიგე?! :))
თვალი გადავავლე პირველ წერილს და გამეღიმა... ალბათ შენც...
ვერ ვიტყვი რაიმე შეიცვალა ჩემშითქო...
ოღონდ ეგაა, - ერთი წლით გავიზარდე...
აქამდე თუ სუნთქვაშეკრული მოვდიოდი, ახლა სუნთქვას ვსწავლობ...
ყოველ ნაბიჯზე ღრმად ვისუნთქავ სიცოცლისა და ცხოვრების სურნელს...
კარგად მინდა დავიმახსოვრო ეს სურნელი, საიმედოდ შევინახო, რომ შენამდე მოვიტანო...
მიუხედავად იმისა რომ ყოველ ჩასუნთქვას მტკივნეულად განიცდის სული...
თურმე გულზე მეტად, სულია მოსაფრთხილებელსაფერებელი და გული სულის გარეშე, ერთი პატარა ხორცის გუნდა ყოფილა, რომელიც სიცოცხლის წამებს საათივით ითვლის...
და კიდევ იცი?!...
გზაზე ერთი ფიქრის ჭინკა ამედევნა - ფეხდაფეხ მომყვება და ჯიუტად მომძახის:
-თვალი დახუჭე, სუნთქვა შეაჩერე და ისე იარე! ,,იქ" ასულს იმედი გაგიცრუვდებაო...
მე უკვე აღარ შემიძლია სუნთქვის გარეშე, ვერც წყვდიადში ვივლი... ბრმად ვერ გადავდგამ ნაბიჯს...
ისევ მოვუყვები აღმართს...
დაე, იყოს უფლის ნება!..
არა იმიტომ, რომ რაღაც მტკივა, რომ უკვე მცივა და მინდა სითბო... ისე, უბრალოდ, სულ უმიზეზოდ მოვედი შენთან, არაფერს ვითხოვ... არც შებრალება და არც მიზეზი, აღარც კი მახსოვს რა უნდა მეთქვა... მე მომეჩვენა, რომ შენ გჭირდები. მომეჩვენა და მოვედი შენთან...
სიყვარული ეს ხომ საოცარი გრძნობაა და შეყვარებულები ამ საოცრების მსხვერპლნი. მე შენ მიყვარხარ! ეს სიტყვები ჩემი გულის ნაყოფია შენდამი. იმ სიყვარულისა, რომელმაც ცხოვრების ხალისი დამიბრუნა, მე შენ მიყვარხარ! -- ვბუტბუტებ ამ სიტყვებს, მოწიწებით თვალს გარიდებ და გეუბნები წუთი ყოფილა საკმარისი შენს შესამჩნევად, საათი შენს დასაფასებლად, ერთი დღე შენს შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება შენს დასავიწყებლად , ამიტომ მე შენ ძალიან მიყვარხარ!
საშინლად მენატრები და ეს მონატრება შენს მიმართ ჩემში ჩაბუდებული, სიცოცხლის არსია, რადგან მას უზარმაზარი სიყვარული შობს! თავად სიყვარული კი ის აუწონელ-განუზომელი განძია, რომლის მოპოვებასაც ამ ცხოვრებაში უკლებლივ ყველა ადამიანი ცდილობს. და მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც უდიდესი მონატრებით, ტკივილამდე სევდითა და საშინელი მოწყენილობით, რომელიც გულს აბლაბუდასავით მარწუხებში მომიქცევს ხოლმე, მე უდიდესი განძის პატრონი ვარ! ეს განძი ჩვენი სიყვარულია და ბედნიერი ვარ! მე შენ მიყვარხარ!
.
მე შენ მიყვარხარ!
ამ სამ სიტყვაში მთელი ჩემი ცხოვრებაა ამ წამამდე და ამ წამის შემდეგ, უსასრულოდ! მათბობ... და როცა სიყვარულს გიხსნი, სითბო სულში მფეთქავ გულად მეღვრება... გულად, რომელიც მაცოცხლებს... გულად, რომლის გავლით ჩვენი სიყვარული გაშმაგებულად მოძრაობს და ხეთქავს ძარღვებს... ძარღვები კი შენით მაქვს დაბერილი და... და... აუ!.. ისევ საშინლად მომინდა გითხრა...
მ ე შ ე ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
მოვედი!.. სად არ მატარა ბედისწერამ და ვის არ შემახვედრა, მაგრამ როგორც კი გადაგეყარე, მივხვდი, რომ ქვეცნობიერად მთელი გზა შენ გეძებდი, გეძახდი, გიხმობდი, მჭირდებოდი...
მოვედი... და მაშინვე გავაცნობიერე, რომ სწორი გზით მივლია... რომ შენ იყავი ის, ვისთვისაც ღირდა საერთოდ წინ სვლა!
მოვედი... გულში ჩამიკარი და უმალ ვიგრძენი შენც როგორ მელოდი...
მე და შენ - ორი ნახევარი ერთი მთლიანისა - ერთ ნავში ვსხედვართ... ირგვლივ კი ბურუსია - შიშის მომცველი... არავითარი იმედი... არავითარი დანდობა... მხოლოდ ჩვენი სიყვარული, რომელიც გვაძლიერებს და აფრებს გვიშლის...
ამ წყვდიადში უმისამართოდ მიგვარწევს ჩვენი ნავი... დაფიქრებული გიყურებ შიშით შეპყრობილი, თან უზომოდ შეყვარებული და ჩურჩულით ვიმეორებ, ისე, რომ მხოლოდ შენ გესმოდეს - „მე შენ მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ..."
კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ გაგიმეორებ, რომ მიყვარხარ - უსაშველოდ, საშინლად, გადარეულად!
...და მაპატიე, რომ შენთან მოსვლა დამაგვიანდა!
შენ გიჟს უყვარხარ - სიყვარულით გიჟს, რომელიც მართლა ფიქრობს შენს ბედნიერებაზე, ოღონდ ჩემს გვერდით შენ ბედნიერი ვერ იქნები... ამიტომაც არ მოგძებნი არსად, გარდა ჩემი გულისა, სადაც საძებარიც არაფერია... იქ მყავხარ და ვერავინ ამომგლეჯს შენს თავს იქიდან, ვერც შენ მოახერხებ გაქცევას ჩემგან... მეც ხომ მარტო დავრჩი, აქ უშენოდ და შენთან ერთად... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! (არავის მოუყვე ნარცისიზმს დაგაბრალებენ )
როდესაც გიყვარს, ადამიანი ხარ, როცა უყვარხარ - ღმერთი"... მე შენ ღმერთად გაქციე - ჩემს ღმერთად! შენით ვარ დილიდან დილამდე, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, დასაწყისიდან დასასრულამდე... თუმცა შენ ჩემში არასდროს დასრულდები - შენ ჩემი უსასრულობა ხარ! გაჟღენთილი ვარ შენი სიყვარულით... ცრემლად ჩამომდის ლოყაზე... მიწვავს, მაგრამ ავიტან... გული დამითუთქეს მტანჯველმა ფიქრებმა, მაგრამ ავიტან... თავი შემახსენა ღამემ საშინელმა, მაგრამ ამასაც ავიტან - შ ე ნ თ ვ ი ს, მ ხ ო ლ ო დ შ ე ნ თ ვ ი ს ! ერთხელ კიდევ მოუსმინე ჩემს გულისცემას: „ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!" - გთხოვს იგი... მჭირდები, მეთბილები, მესათუთები... მე შენ ყოველთვის მეყვარები ჩემებურად, ჩემთვის, ჩემად...
დიდი ხანია მინდოდა მეთქვა - მე შენ მიყვარხარ!
ჰო, არ გჯერა?! რა სულელი ვარ, როგორ დაგცინი ხოლმე! როგორ ხუმრობა-ხუმრობში ამოგხადე სული! მაპატიე, რა! ეს ჩემი სისუსტის, მორცხვობის და უსუსურობის ბრალია! სინამდვილეში კი შენი ყველაფერი მომწონს და მიყვარს... მიყვარს შენი სიცილი, შენი საუბარი, შენი მანერები, შენი კეხიანი ცხვირი, რომელზეც ასეთი კომპლექსები გაქვს და მის გამოსწორებაზეც კი ფიქრობ.. არ გინდა, გიხდება! მე შენი ყველაფერი მიყვარს...
მიყვარხარ! ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ! ვიცი რომ შენც გიყვარვარ და...
ამ საღამოს რას აკეთებ? მინდა შენთან ერთად გავატარო ვალენტინობის დღე! დანარჩენს შეხვედრისას გეტყვი...
წამო წვიმაში, შევიშალოთ...
შენ გძინავს... სწორედ ისე, როგორც გიყვარს ხოლმე, არაემბრიონულ პოზაში... შენ თავისუფლება ხარ...
არ გიყვარს არაფერი ისე, როგორც სხვებს გამოსდით. ყველაფერი რაც შენ გეკუთვნის უცხოა და შეუძლებელი...
ერთადერთი მტაცებელი რომელიც ძილის პროცესში შენ გხედავს ჩემი სევდიანი,დემონური თვალებია...
შენი თმები ისეთი სველია და ბუნებრივი როგორიც რენესანსის ხანაში შექმნილი ტილოს გადატიხრული შედევრი...
შენი ტუჩები ისეთი ჰაეროვანია როგორც პარიზიდან ვენეციამდე საჰაერო ბურთით მოგზაურობა...
შენი ყელი, იმაზე იდეალურია, ვიდრე მოდილიანის "ჟანას" პორტრეტი...
შენი თვალები კი ისე ამორალურად ვნებიანია, როგორც შემოდგომის პოლარული ციალი, შენი სხეული, ისეთი ათლეტურია რომ ალბათ ოლიმპოს მთაზე არის შენი ადგილი..
შენი სუნთქვა ისეთი მელოდიურია, რომ ნებისმიერი დირიჟორი დაიღუპებოდა მისი რითმის ძებნაში...
შენი გულისცემა ისეთი ემოციურია, როგორც ფრინველების თბილ ქვეყნებში გადაფრენა...
შენი ლანდი კი ისეთი თავნებაა, როგორც მონოპოლიური უდაბნოს ბურანი.
შენ ისეთი რთული საყურებელი ხარ როგორც ტიტანიკის აისბერგთან შეჯახება, რადგან ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვება...
თუმცა დიდი ხანია, ჩემი სული მე აღარ მეკუთვნის... ის შენ იმ დღეს მოგეცი, როდესაც კაცობრიობის სიყვარული დავთმე. არ ვიცი, შეიძლება სწორედ ამის შემდეგ ჩემს ჩალისფერ სხეულში გაღვიძებულმა უგემოვნო დემონებმა მოგკლეს... არსებებმა, რომელთაც მხოლოდ თვითკმაყოფილების ინსტიქტი ჰქონდათ...
აი საყვარელო, ეს არის ის წერილი რომელიც შენი დედოფლობის ეპოქაში დავწერე. ვერც კი ვიფიქრებდი თუ ოდესმე შევძლებდი რამე დამეწერა. ყველანაირი ხარისხიანი სიტყვა ,რომანტიკული ანბანი თუ უბრალოდ ნუსხური ორატორობა შენს შემდეგ აღარ მაქვს. ახლა ჩვენს ოთახში ვარ, იქ სადაც ხშირად ისმოდა შენი გაზვიადებული სიცილი... დღეს კი შენი ხმის ვიბრაციული დაბოლოებებიც კი მენატრება. შენი დახვეწილი ფრაზა: „წამო შევიშალოთ..."
შენ ჩემ სახასიათოდ შექმნილი გერმანული ქარის წისქვილი იყავი, მე კი ფსიქოზით დაავადებული ჰოლანდიელი ვან გოგი.
არვიცი როგორ ახერხებდი, მაგრამ მე შენს ყველა სიგიჟეს პინოქიოსავით ვთვლიდი და შემდეგ ორივენი მას ამოძრავებაში ვეხმარებოდით.
მახსოვს ერთ ერთ ოთახში ჭერის ჩამონგრევა მთხოვე რომ სახლიდან გაუსვლელად გვეყურებინა ვარსკვლავებისთვის.
რამდენჯერ გვიცეკვია მგრძნობიარე წვიმის სიმფონიაზე და როგორ ელოდებოდი ღამეს. ეს ხომ მოგონებების ბიბლიოთეკა იყო ჩვენთვის.
შენს ოთახში კი მხოლოდ მე ვარ... ჩემი "ჰერმესი"-ს ტიპის დალეწილი საბეჭდი მანქანა, შენი ვირტუოზულად მგრძნობიარე მტვერდადებული სურათების სტენდი, უამრავი უმიზნოდ დაცლილი ღვინის ბოთლი და შენი ლანდი რომელიც ეხლა ჩემს უკან , შენ საწოლში წევს...
აქ ჰაერიც კი ისეთი ღარიბია რომ სუნთქვა მიჭირს... შენი ლანდი მიყურებს და მიღიმის...
ვიცი, მხედავ... ჩემთვის შეუძლებელი შენთვის შესაძლებელია...
მე შენი ლანდი მიყვარს... მე შენი ოთახი მიყვარს... მე შენ მიყვარხარ!
ყოველი ადამიანის გულში არის იმ მეგობართა გრძნობის ყულაბა, რომელსაც უფრთხილდები, როგორც ხელოვნების ნიმუშს. ...არ ატკინო, არ აწყენინო, ყოველი სიტყვა მოზომო... გამუდმებით მასზე ფიქრობ და ლოცულობ - ,,ღმერთო მაღალო, დიდხანს მიმყოფე ჩემი უსაყვარლესი ადამიანი!..დიდხანს უმყოფე მის ოჯახს და ახლობლებს! გამახარე მისი ბედნიერებითა და წინსვლით!" - აი, ასეთი საფიქრალი ხარ შენ ჩემთვის და ამიტომაც მესამყაროები....მეყვარები მანამ, სანამ იარსებებს მუსიკა, მშვენიერება და გზა სიკეთისა, რომელიც არის მისასვლელი მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებასთან... მიყვარხარ!
.რა მარტივად რთულია ყველაფერი...
დაუფიქრებლად რომ დავფიქრდები უშენოდ ცხოვრებაზე - მერე რა, დრო ყველაფრის მკურნალია და მივეჩვევი უიმისობასაცთქო... - ხოლო, რომ დავფიქრდები ამ დაფიქრებაზე, მერე მეშინია... უშენობის!
უშენოდ ჩემს განვლილ ცხოვრებას დიდი შავი ლაქა დაეტყობა, რომელსაც ვერაფრით ვერ ამოვავსებ და ვერც გადავფარავ... ალბათ შენ ხარ ის, რის მისაღწევადაც ამ ცხოვრებას მოვევლინე... შენ ჩემი მისია ხარ ამ ცხოვრებაში!
ვერ გელევი, მენატრები, მესუნთქები, მეგემრიელები, მესურვილები, მემომავლები...მეუსასრულსიყვარულები... და რა საოცრად მშვენიერია ცხოვრება, როცა შენ ჩემი გქვია!
ყველაზე დიდი ნაკლი ჩემში უშენობაა!..
გაცნობის დღიდან შეგისისხორცე და ახლა უკვე იმდენად ღრმად ხარ ჩემს სულში და ჩემი გულის იმდენად ახლო ნაწილად იქეცი, რომ წარმოუდგენელიც კია შენს გარეშე ჩემი არსებობა... შენ ხარ ის, რის გამოც ღირს, ვიცოცხლო... შენ ჩემი ბედნიერება ხარ!!!
მიყვარხარ ჩემებურად, არავის მსგავსად...
ფიქრები ჩემი მეგობრები გახდნენ... ძალიან მეხმარებიან უშენობის ჟამს! ...ლამაზი საღამოა. მთვარე იჭყიტება ჩემს ფანჯარაში, მაგრამ არსად მინდა... რა საქმე მაქვს იქ, სადაც შენ არ ხარ?! გაუსაძლისად მენატრები ხოლმე... ახლა ვხვდები - ჩემი ცხოვრება იმ დღიდან დაიწყო, შენ რომ გაგიცანი. მანამდე ჩემთვის არსებობდა რაღაც გაურკვეველი, ბუნდოვანი სამყარო, რომელთა შესახებ ჩემმა მეხსიერებამ არაფერი შემოინახა! ჩვენი პირველი შეხვედრაც კი ნათლად მახსოვს! რა გაცვეთილი სიტყვაა "მიყვარხარ" და რა სათუთ გრძნობას ჰქვია! მიყვარხარ! ვიცი ეს ხშირად გსმენია ჩემგან, მაგრამ დღეს რაღაც სხვანაირად მიყვარხარ! ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყება და შენზე ფიქრით მთავრდება, რადგან ამისათვის ვარსებობ. შენზე ფიქრი ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებს. ამიტომაც ვფიქრობ შენზე ხშირად და განსაკუთრებით კი დღეს..... მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!!!!!
სიცოცხლეში ორი დღეა მნიშვნელოვანი: როცა იბადები და როცა იმას პოულობ, ვისთვისაც დაიბადე. მე შენ გიპოვე!
...მძულხარ - სხეულის ყველა უჯრედით! ...და როგორც არ უნდა მინდოდეს - არ შემიძლია უშენოდ!..
"სიყვარული" შეტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა რეესტრში... ჰოდა, იცოდე: მე შენ არ მიყვარხარ - მე შენით ავად ვარ!!!
საზღვარი ნათელსა და ბნელს შორის შენ ხარ!
მე ამ ჩემს გულში გამოვხურე სიყვარულის ყველა კარები და დავაწერე - "დაკეტილია", მაგრამ მოვიდა სიყვარული... და უბრალოდ მითხრა - "კითხვა არ ვიცი"... ჰოდა, მიყვარხარ, უწიგნურო - იცი? - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!
შენი თვალები მუდამ სიცოცხლითაა სავსე...შენი ღიმილი მთელს ჩემს სიცოცხლეს უდრის... შენი ხმა მამშვიდებს!
შენ იცი, რომ მიყვარხარ! ისიც იცი რომ მენატრები მუდამ! შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და შენს გარეშე მიჭირს! როგორ მინდა, როგორ მინდა ისევ ჩემთან იყო და გავიგონო სიტყვები რომელიც მკლავს და ამავდროულად სიცოცხლეს მიათმაგებს!
შენ ჩემი სინათლე ხარ, რომელიც მაკაშკაშებს და გზა ხარ, რომელსაც ტაძრადე მივყავარ! ჩემი სავანე ხარ, სადაც მე ერთადერთი და განებივრებული ბინადარი ვარ! შენზე დამოკიდებული პაციენტი ვარ... და... და იცი რა?! - უშენოდ, ალბათ, მოვკვდები!
უშენოდ... არა, არა, რა სისულელეა - მე სიცოცხლე მინდა! დიდხანს უნდა ვიცოცხლო! შენ მე მჭირდები!
სასწაულად მიყვარხარ!
რა შეიძლება უწოდო იმას, რაც მე და შენ გვჭირს, თუ არა "სიგიჟე"?! ჰო, სიგიჟე - სიხარულით, აღტაცებით, ბედნიერებით, დარდით, ცრემლებით, მონატრებით, ოცნებებით, ცეცხლით, ერთად ყოფნის დაუოკებელი სურვილით... და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რა ლამაზია ეს სიგიჟე! იმდენად ლამაზი, რომ მის გარშემო ყველაფერი უფერულდება!.. უფლება რომ მქონდეს, სასაჩუქრე შეფუთვას გავიკეთებდი, გულებიანი პრიალა სახვევით შევიფუთებოდი, დიდი, წითელი ბაფთით მოვირთვებოდი და საკუთარ თავს გაჩუქებდი! ...მაგრამ მხოლოდ იმის უფლება მაქვს, გულში მყავდე...მე- ფიქრები... მე-სიზმრები... მე-ლანდები... მე-დარდები... მე-სურვილები... მე-ოცნებები... მე- სიყვარულები... მე-ფერები... მე-ალერსები... მე-ფანცქვალები... მე-ამაყები, მე-იმედები...
...ჩემი სითბო ხარ!
ოჰ, ახლა შენთან მამყოფა, მასუნთქა შენი სუნთქვითა,
კოცნით შაგხსნიდი საკინძეს, გულს მიგიკრავდი გულითა,
კისერზე კისერ შაგხებდი, ყურში გეტყოდი თუ გინდა ...
"მიყვარხარ ჩემო ბეღურა, მინდა გატარო უბითა!"
სუნთქვად მეკვრები, როცა გეხები...
გული მიდნება, როცა მედები,,,
კოცნად მინდიხარ, როცა მიდიხარ...
ბედად მოხვედი... ბედად მოხვედი!
ჩემი სუნთქვა ხარ!
ამოსუნთქვა ხარ!
და ჩასუნთქვაც ხარ!
ყველაფერი ხარ!
ჩემი გული ხარ!
ძალიან მიყვარხარ!
შენ ჩემამდე, მე კი შენსკენ, მოქროლილი ქარები ვართ...
ჩემი გული შენs გულშია! იცი...?! ძაან მაგრები ვართ!
გადანასკვულ - ჩახლართული სიყვარულის ალები ვართ...
მე შენით და შენ კი ჩემით, უძლევლები! მაგრები ვართ!
შენი ღიმილი ყველაფერია, ნიავი სევდას ჰყვება,
შენი ტუჩები მეჩემებიან, მათზე კოცნები სხედან,
ჩემი გულისთვის შენ გულს ვეხები, შენ თითებს ვკოცნი ეხლა,
ჩემო სიცოცხლევ, შენ მენატრები - ჩემში სულ, სულ შენ ფეთქავ!
გავაჩერებდი დროს, შეუძლებელს შევძლებდი, დავამარცხებდი დაუმარცხებელს და შეგინარჩუნებდი... შეგიყვარებდი, როგორც არავის არავინ არასდროს არ ჰყვარებია... ახლა კი რა შემიძლია?! ახლა შემიძლია გითხრა, რომ მენატრები, ისეთი მონატრებით და ისე ძლიერ, როგორც არავის არავინ არასდროს მონატრებია...
ოცნებას ვატან ჩემ ფიქრებს და ლურჯი ცის კაბადოკზე ჩნდება ზოლი... ფერადი ფანქრით ვაფერადებ და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი ხარ..
არ ვიცი სად ხარ, რომელ მხარეს... რატომღაც მგონია, მთის მწვერვალზე ხელგაშლილი დგახარ და მელოდები. მოვდივარ და დამფრთხალ შველივით მითრთის გული... შეუჩერებლად, დინჯად მივუყვები აღმართს და ჩემი გული სიყვარულით მომაქვს შენთან.
ამ გულს მხოლოდ სიყვარული შეუძლია. შენ კი ბოლომდე უნდა შეავსო და გაამრთელო. გთხოვ, ნუ შეცვლი, ნუ გადააჩვევ... ისეთი მიიღე, როგორიც არის...
მოვდივარ...
არ ვიცი რამდენია შენამდე სავალი გზა. მაგრამ, ერთი კი ვიცი, როცა მოვალ, მთელი არსებით შენი ვიქნები. ვერ გავბედავ გითხრა, ,,მიყვარხარ!" სიტყვების ნაცვლად გული ილაპარაკებს, თვალები მოგეფერება და მთელ სამყაროს გაჩუქებს...
კრძალვითა და შიშით მოვუყვები აღმართს... ნუ გამიცრუვებ იმედს, ისეთი დამხვდი, როგორიც მეხატები...
..ჩემ სიტყვებში რა წერია ისეთი?! - არაფერი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი გულისთქმის გადმოთარგმნა მხოლოდ ასე უსუსურად შეიძლება. იმიტომ, რომ ის, რისი თქმაც ჩემ გულს შენთვის უნდა, არ ითქმევა! იგი მხოლოდ იგრძნობა! მე შენ გულის ყველა კუნჭულით მიყვარხარ! მე შენით გრძნობა მეგრძნობა! მე შენით გული მედიდგულება! შენ ჩემი გული ხარ!
უშენოდ გული მოწყენილია,
ჩემი თვალები ტირის,
დაგინახავ და ეს თვალები
ისევ დაიწყებს ციმციმს.
ჩემო სიცოცხლევ, უშენოდ მცივა
თითქოს არისო ყინვა,
თვალებიდან კი ცრემლები მცვივა,
ვერ გხედავ - გული მტკივა,
ძალიან მინდა, რომ ჩაგეხუტო,
უშენობა მომწყინდა...
ჩვენს შორის არის ლამაზი გრძნობა,
თანაც ყველაზე წმინდა.
რა გზითაც უნდა მევლო ამქვეყნად, იმ გზას აუცილებლად შენთან მოვყავდი...
ოჰ, როგორ შეგიძულებდი, რომ არ მიყვარდე თავდავიწყებით!
მენატრები...თითქოს მართლა ჩემი იყო და უფლება მქონდეს შენი მონატრების...
მიყვარს, როდესაც ვხედავ, რომ ჩემსკენ იხედები, შემდეგ მზერას მარიდებ და sms-ს მწერ....
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფერად ფანქრებს, რომ ყოველდღე ვხატო ჩვენი
სიყვარული...
შენ ჩემი ფიქრი ხარ, მოსული იმედად, ენითაც ვერ აღვწერ, მიყვარხარ იმდენად...
...გიყურებ და წამწამები ზევით მიფრინავს, მუცელში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის - დენის დარტყმასავითაა... ჩემს თავს მეტოქე გამოუჩნდა შენი სახით - აქამდე ხომ მხოლოდ ცირა მიყვარდა.
გამოიხედე გოგო ჩემსკენ... მიყვარხარ, გეიგე?!
..მთვარე მზის სხივებით ანათებს, მე კი შენი სიყვარულით ვ ა ნ ა თ ე ბ!!!
..მახსოვხარ? ...მენატრები? ...მიყვარხარ? ...მე დღემდე შენთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ... და ასე გეტყვი: "გკოცნი!" (კუსა)
...წუხელ შენთან ერთად ვსეირნობდი და უბედნიერესი ვიყავი!.. გაბუტული რომ იჯექი და მელოდებოდი... რომ იცი ხოლმე, ისე იყურებოდი, თვალებს არ მისწორებდი...
"...იცი? მე სხვაგვარად მქონდა გადაწყვეტილიო..."- წასვლას ფიქრობდი თურმე...
რა ბედნიერი ვიყავი, შენს გვერდით რომ ვიჯექი!.. მერე გავისეირნეთ და... როცა გითხარი - "შენ რომ დარჩენილიყავი ჩემთან, საერო ცხოვრებას ჩამოვშორდებოდითქო", შენი პასუხი ახლაც ჩამესმის - "კი მაგრამ, დედა მაინც არ შეგეცოდა, ეგ რომ იფიქრეო?!"
...როგორ არ გშორდებოდი და ხელს არ გიშვებდი! ...რა ბედნიერი...
... რომ გამომეღვიძა, თავიდან დავიწყე ფიქრი და მივხვდი - მხოლოდ ეს გზა დარჩენილა და ამასაც გავივლი, თუ?...
მუსიკის ფონზე ფიქრში ჩართული მოდის და მოაქვს მდუმარე ვნება...
წუხილი ფიქრის იყო და არის... მუსიკა ყვირის... ფიქრები მირბის...
მუსიკა იღებს მშვიდ აკორდს მაშინ, როცა ფიქრები მირბიან მასში...
...მაგრამ უეცრად ყვირის მუსიკა... და ყვირის ვიღაც... ვიღაც სხვა მაშინ...
მიყვარხარ ძლიერ, ფიქრები შენზე... არ მავიწყდება ოცნება შენზე..
მიყვარხარ ისე, როგორც არავინ... მიყვარხარ ისე, როგორც არავინ!
ეს სიყვარულია თუ მხოლოდ გატაცება? (პერლას დღიურიდან)
...ვერ გამირკვევია, რა ძალა მიზიდავს მისკენ, საიდან წარმოიშვა ჩემში გამუდმებით მასთან ყოფნის ასეთი მწველი, თითქმის ამოუწურავი სურვილი. რატომ განვიცდი მარტოობას, როცა მის გვერდით არა ვარ?.. ასე რატომ მიხარია მასთან ყოფნა? რატომაა, რომ გამუდმებით ჩემს ფიქრებშია?.. რა მემართება?.. როდემდე?.. სადამდე?.. იქნებ სიზმარია?.. იქნებ არაფერიც არაა და ვაზვიადებ ყველაფერს? ან, იქნებ ისაა ის ერთადერთი, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი და ვისთვისაც ღირდა ლოდინი?.. იქნებ ვცდები?.. მაქვს კი შეცდომის უფლება? აი, შეცდომებზე დაფიქრება კი უკვე გულს მიმძიმებს და მაშინებს. განა ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის დროზე "ამჩატდა", არ დაუკვირდა, არ დაელოდა უფრო ძლიერ და ღრმა გრძნობას, იფიქრა, რომ უკვე იპოვა... და ნანობს... ნანობს იმიტომ, რომ გრძნობა განელდა, გაცივდა, გაქრა... შერჩა მხოლოდ დაკარგული დრო, დაღლილობა, იმედგაცრუება და დაძაბული ნერვები...
გამოცდილ ადამიანებს თუ დავუჯერებთ, ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ დრო დაგვარწმუნებს ნამდვილ სიყვარულში და აჩქარება არ შეიძლება. ზოგი კი, პირიქით - სიყვარულს პირველი ამოსუნთქვისთანავე შეიგრძნობ, მიხვდები რომ ის "ის" არის და მისი ხელიდან გაშვება არასოდეს მოგინდებაო... ხედავთ, რა რთულია ყველაფერი?
ამერიკელმა მეცნიერებმა სასიყვარულო განცდების კლასიფიკაცია შექმნეს - განსაზღვრეს სიყვარულის 6 სახე:
ეროსი - მგზნებარე სიყვარული-გატაცება - ეს არის მდგომარეობა მძაფრი ემოციური არამდგრადობის და მერყეობის, აღფრთოვანებული ეიფორიასა და მტანჯველ ეჭვიანობას შორის.
ლუდუსი - სიყვარული-თამაში, რომლის მიზანია სიამოვნების მიღება;
სტორგე - თბილი და მშვიდი სიყვარული-მეგობრობა;
მანია - სიყვარული-შეპყრობილობა, რომელიც ადამიანს ყოვლად დამოკიდებულს ხდის სიყვარულის ობიექტზე (ეროსისა და ლუდუსის შეერთებით მიიღება).
პრაგმა, რომელიც დამყარებულია რაციონალურ შერჩევასთან (ლუდუსისა და სტორგეს შეერთებით მიიღება).
აგა-პე - უმწიკვლო სიყვარული-თავდადება (ეროსის და სტორგეს შეერთებით მიიღება).
ამერიკელი ფსიქოლოგი დოროთი ტენნოვი ამბობს, რომ მგზნებარე სიყვარულის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 3 წელი. შემდეგ იცვლება კმაყოფილებით და კომპენსირდება სხვა მომენტებით - სითბოთი, სიმშვიდით, სტაბილურობით და საიმედოობით.
რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, თუ რა სხვაობაა სიყვარულსა და გატაცებას შორის, ფსიქოლოგებს ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვთ: გატაცება ნიშნავს იმას, რომ ვპოულობთ ადამიანში იმ თვისებებს, რომლებსაც ჩვენ პირველ რიგში ვაფასებთ. სიყვარული კი უმეტეს შემთხვევაში ბრმაა. ამ დროს ადამიანს არ შეუძლია თავი აკონტროლოს. შეიძლება სიყვარულის ობიექტი ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც საერთოდ არ ჯდება ჩვენს გემოვნებაში. აი, თურმე სადაა "ძაღლის თავი დამარხული"!
ფსიქოლოგთა აზრით, მხოლოდ ვნებაზე დამყარებული ურთიერთობაც კი შეიძლება იყოს ხანგრძლივი. გაუზიარებელი სიყვარულიც კი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს "ბედნიერი". ტანჯვა სასიყვარულო ვნებებისაგან უკეთესია, ვიდრე მისი სრულიად არარსებობა. ურთიერთობა - ეს ურთიერთდამოკიდებულებაა. სიყვარულში ვიღაცა კოცნის, ვიღაცა კი ლოყას უშვერს... არავითარი ფორმულა სიყვარულისა არ არსებობს, განცდების აგებულება არ ემორჩილება არავითარ ანალიზს. მიგელ დე უნამუნო ამბობს - "თუ სიყვარულს განვსაზღვრავთ, ის გაქრება. სიყვარული - ეს მხოლოდ საიდუმლო როდია, არამედ თავადაა საიდუმლოება".
აი, აქ გავჩერდები! დაე, ისე იყოს როგორც არის! ...მე მომწონს, მიხარია, მსიამოვნებს, ბედნიერს მხდის... და ეს ყველაზე მთავარია. დანარჩენს დრო აჩვენებს.
თქვენ კი, ჩემო კარგებო, გირჩევთ არ აჩქარდეთ სანამ საბოლოოდ დაუკავშირებდეთ ერთმანეთს ცხოვრებას. გამოსცადეთ ერთმანეთი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ისაა ის ერთადერთი, ვისთვისაც ღირდა ლოდინი. მერე კი მეც გამანდეთ თქვენი სიყვარულის ამბები. ბედნიერებას გისურვებთ!
„კარდიოლა"

პროფესორმა ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომელსაც მისსავე გამოგონილი აპარატის „კარდიოლას" საშუალებით ახდენს. ეს მეთოდი უკვე მსოფლიოს მოწინევე ქვეყნებმა აღიარეს.
აპარატი „კარდიოლა" გულის სამკურნალოდ შეიქმნა და გამოიყენება, მაგრამ ამასთანავე მას კიდევ ერთი არაჩვეულებრივი უნარი აღმოჩნდა - მისი დახმარებით შეიძლება წონის დაკლება, ცხიმოვანი ქსოვილების დაშლა და სხეულის გალამაზება.
„კარდიოლა" წარმოადგენს კარდიოსინქრონიზებულ ელექტროსტიმულატორს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა მოწყობილობა, რომელიც მაგრდება იმ კუნთებზე, რომელთაც ვარჯიში ესაჭიროებათ, ტონუსში მოჰყავს და გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს მათზე.
ეს აპარატი დღესდღეობით რეკლამირებული ელექტროსტიმულატორებისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი გამოყენება მხოლოდ დაშვებული კი არა, სასარგებლოცაა პაციენტთათვის, რომელთაც გულის პათოლოგიები აქვთ. ისინი, ვინც სხეულის კორექციის მიზნით იტარებენ პროცედურებს, თავისდაუნებურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასაც ღებულობენ. გარდა ამისა, აპარატი ვეგეტატიურ ნერვულ სისტემასაც აბალანსირებს და ანტისტრესულ თერაპიას ახდენს.
ამ მეთოდით სხეულის კორექცია განსაკუთრებით მისაღებია ისეთი ადამიანებისათვის, რომელთაც მხოლოდ ცალკეული ადგილები აქვთ გასახდომი, ანუ ნაკვთოვანი სიმსუქნე ახასიათებთ. მოგეხსენებათ, რომ დიეტით და ვარჯიშით ვერ მიიღწევა ლოკალური, ადგილობრივი ცხიმოვანი დეფორმაციების კორექცია. ეს საშუალებები ზოგად გავლენას ახდენს. მაგალითად, ქალბატონების 80%-ს აწუხებს დუნდულო-ბარძაყის და მუცლის არის ცხიმოვანი დეფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დიეტასა და ვარჯიშს მიმართავენ, შედეგად ჯერ სახე და მკერდი გაუხდებათ და მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად შეუთხელდებათ ის საპრობლემო ადგილები, რომლის გამოც ასე დაიხარჯენ. სიმართლე კი ისაა, რომ ასეთი სიგამხდრე სულაც არ ამშვენებს მათ.
ლერი ლაფანაშვილის მეთოდის უპირატესობა სწორედ იმაშია, რომ ის საშუალებას იძლევა მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე მოვახდინოთ ზემოქმედება. ასეთ შემთხვევაში 1 კგ-ის დაკლებაც კი ალამაზებს ადამიანს, რადგან საუბარია არა წონის დაკლებაზე, არამედ მოცულობაზე, სანტიმეტრებზე.
კარდიოლას" კვლევები ჩატარდა როგორც საქართველოში, ასევე შვეიცარიაში. დაკვირვებებზე დაყრდნობით დასკვნებიც გაკეთდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
დღეს ლერი ლაფარაშვილის კლინიკაში მისულ პაციენტს უკეთდება გამოკვლევა: დეტალურად შეისწავლიან მის სხეულს, წონიან, ზომავენ, მონაცემები შეჰყავთ ტაბულაში და მაშინვე გამოითვლიან (90%-იანი სიზუსტით) რა შედეგით დასრულდება 15 საათიანი კურსი. კურსის მაქსიმალური დრო 5 დღეა (დღეში 3 სთ). თუმცა შეიძლება 15 საათიანი კურსი 1 დღეშიც კი ჩატარდეს. არიან პაციენტები, რომელთაც სასურველი შედეგის მისაღწევად 4 კურსიც კი სჭირდებათ. კარგი კი ისაა, რომ სხეულის კორექციისათვის პროცედურები უმტკივნეულოა, არ მოიცავს არანაირ ქირურგიულ ჩარევას. სხეული ლამაზდება და ამას ემატება გულისა და კუნთების გამაგრება-გაჯანსაღებაც.
კვლევებითა და დაკვირვებებით დადგინდა, რომ პროცედურების დასრულების შემდეგ, როცა ქალბატონები ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობენ, პროცესი კიდევ უფრო ვითარდება და მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაძლებელია მიღწეული შედეგის ხანგრძლივი შენარჩუნება.
პერლა კი გირჩევთ: თუ წელიწადში ერთხელ მაინც მიმართავთ ამ კურსს, თქვენ მუდმივად კარგ ფორმაში იქნებით. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!
კარგი, ცუდი და ჭკვიანი გოგონები
1)კარგ გოგონებს სამოთხისა სჯერათ, ცუდებს - ჯოჯოხეთისა, ჭკვიანებს -დარვინის.2)კარგი გნერს, ჭკვიანები თვლიან, რომ ორივე პერსონაჟი გამოგონილია.
3)კარგ გოგონებს სძინავთ პიჟამოში, ცუდებს შიშვლებს, ჭკვიანებს კი სიტუაციის მიხედვით.
4)კარგი გოგონები ეძებენ თავიანთ ეროგენულ ზონებს, ცუდებს უკვე ნაპოვნი აქვთ ისინი, ჭკვიანები კი ფიქრობენ, რომ არაეროგენული ზონა არ არსებობს.
5)კარგი გოგონები ქმრის ერთგულები არიან, ცუდები - საყვარლის, ჭკვიანები კი ორივესი.
6)კარგ გოგონებს ყველა ბავშვი უყვართ, ცუდებს - მხოლოდ სრულწლოვნები, ჭკვიანებს - თავისი.
7)კარგიგოგონები ირუჯებიან საცურაო კოსტიუმებით, ცუდები - მათ გარეშე, ჭკვიანები - ჩრდილში.
8)კარგ გოგონებს სამსახური აქვთ, ცუდებს სპონსორები ჰყავთ, ჭკვიანებს კი თავისი ბიზნესი აქვთ.
9)კარგ გოგონებს სუფთა, ფაქიზი სიყვარულის სჯერათ, ცუდებს - ხშირი სიყვარულის, ჭკვიანებს კი ხარისხიანის.
10)კარგი გოგონები იცვამენ კოხტად, ცუდები - გამომწვევად, ჭკვიანები - სწრაფად.
11)კარგი გოგონები ხდებიან მზრუნველი ცოლები, ცუდები - გასაოგნებელი საყვარლები, ჭკვიანები - ერთგული მეგობრები.
12)კარგი გოგონები კითხულობენ "პერლას", ცუდები - უბრალოდ ათვალიერებენ, ჭკვიანები კი კომენტარებს წერენ.
საფრთხის შიში
საფრთხის შიში - განგაშის შეგრძნება, ნერვიულობა და შინაგანი შფოთვა - ეს ის განცდაა, რაც საფუძვლიანი მიზეზის გარეშე არ არსებობს. მიზეზი კი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის გაიძულებს იბრძოლო, გულში ჩაიკლა, აღკვეთო, გარეთ არ გამოუშვა, მაგალითად, კრეატიულობა, მუზა, სექსუალურობა, დაუკმაყოფილებელი სურვილი, გრძნობა და ა.შ.ყველა ადამიანს აქვს პერიოდი, როცა შფოთავს, ნერვიულობს, ცუდი წინათგრძნობა აწუხებს და გასაქანს არ აძლევს. მაგრამ ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც მხოლოდ „ზოგჯერ" კი არა, გამუდმებით ცუდზე ფიქრობენ. მაგალითად, ისინი, ვისაც სიკვდილის შიში ტანჯავთ და ამის გამო ისეთი დეპრესია აქვთ, რომ გარშემო აზრი აღარაფერს აქვს მათთვის. არიან მარტოობის შიშით შეპყრობილნიც. ისეთებიც, ვინც მუდმივად „საბრძოლო მზადყოფნაში" არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამისი აუცილებლობა არ არსებობს.
საფრთხის შიში ერთ-ერთი უძლიერესი იმპულსია, რომელიც აღვიძებს ცხოვრებისადმი დიდ ინტერესს და შემოქმედებით სურვილებს. ეს იმპულსი გიბიძგებთ საკუთარი თავის სრულად წარმოჩინებისაკენ. ეს პარადოქსია, მაგრამ ასეა! თქვენი ტვინი სწორედ ასეთი არასასიამოვნო მეთოდით „გაჯანჯღარებთ" და გაგრძნობინებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც საფრთხე ემუქრება და საჭიროა ქმედება, რათა აღიკვეთოს ეს საფრთხე და თავიდან აიცილოთ დეპრესია. აქედან გამომდინარე, ის საჭირო და სასარგებლოა იმისათვის, რომ უფრო ყურადღებით იყოთ, პირველ რიგში საკუთარი თავისა და შემდეგ - გარემოს მიმართ. აუცილებელია მიაგნოთ მიზეზებს - იმას, რაც გამოგრჩათ, შეგეშალათ; იზრუნოთ მის გამოასწორებაზე და თავი კარგად იგრძნოთ.
ფსიქოლოგები ასეთ დროს წინააღმდეგნი არიან შვება ჰპოვოთ ფსიქოტროპულ პრეპარატებში. რადგან ეს არ იძლევა პასუხს თვენს სულიერ მღელვარებაზე, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება მიზეზების პოვნა და ადეკვატური ზომების მიღება. დამამშვიდებელი პრეპარატებით თქვენ მხოლოდ დროებით ჩაახშობთ პრობლემას, რომელიც გამოსწორების ნაცვლად შეიძლება სამომავლოდ უფრო გამწვავდეს და გაიზარდოს.
თუ ძალა არ შეგწევთ საკუთარ თავს გაუმკლავდეთ, საუკეთესო გამოსავალია მიმართოთ ფსიქოლოგს, ან ფსიქოთერაპევტს - სპეციალისტს, რომელიც სწორ გზას გიჩვენებთ, რათა გააკეთოთ მართებული არჩევანი ცხოვრებაში და სწორად განსაზღვროთ თქვენი ქმედება. სწორი გადაწყვეტა კი აუცილებელია იმისათვის, რომ შემთხვევით (საფრთხის შიშით) ისეთ მიზნებზე არ თქვათ უარი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენი ბედნიერებისათვის.
რაც უნდა იყოს (სპეციალისტის ჩარევით თუ მის გარეშე), აუცილებელია მეტი სიმამაცე: შფოთვამ და ნერვიულობამ არ უნდა გძლიოთ ისე, რომ უარი თქვათ ან განუსაზღვრელი ვადით გადადოთ თქვენი სურვილები და ასცდეთ სანუკვარ მიზანს ცხოვრებაში.
იმის შემდეგ, როცა საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით და გადაწყვეტთ რომელი ქმედებებია საჭირო, უნდა მოიკრიბოთ გამბედაობა, სიმტკიცე, დასძლიოთ სიახლის შიშს და შეუპოვრად იბრძოლოთ. თავად ფაქტი, რომ ანგარიშმიუცემლად ხარჯავთ ამდენ ძალას და ენერგიას ნერვიულობასა და შიშებზე, მეტყველებს შემდეგზე: თქვენში საკმარისია ენერგია იმისათვის, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოთ და კარგ შედეგს მიაღწიოთ!
არ მისცეთ უფლება შიშებს თვენში დიდხანს ითარეშონ! თუ ამ გრძნობას ვერ ერევით, ესეიგი დროა რაღაც მკვეთრად შეცვალოთ ცხოვრებაში. საფრთხის შიში - ეს საჭირო და გამოსადეგი სიგნალია, თუ შეძლებთ მას გაუგოთ. განეწყვეთ ოპტიმისტურად, გადახედეთ წარსულს, აწმყოს, დახატეთ მომავლის მოდელი, შეაჯერეთ საკუთარი სურვილები, აღიარეთ შეცდომები, მოუსმინეთ შინაგან ხმას, დააზუსტეთ რა გინდათ, დაისახეთ მიზანი და მიიღეთ საჭირო ზომები!
სამოქალაქო ქორწინება
სამოქალაქო ქორწინება ჩვენს დროში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მაგალითად, საყვარელი მამაკაცი, რომელსაც უკვე კარგა ხანია ხვდებით, გთავაზობთ ერთად ცხოვრებას. ერთი შეხედვით საინტერესოც კია გაითამაშოთ ცოლ-ქმრის როლი, მოსინჯოთ გამოგივათ თუ არა ოჯახური ცხოვრება და ამასთანავე თავისუფლებასაც არ შეელიოთ. მართლაც ხშირია შემთხვევები, როცა წყვილები ქორწინებადე ასეთი თანაცხოვრებით ცდილობენ გამოსცადონ თავიანთი გრძნობები გამძლეობაზე. ეს სამოქალაქო ქორწინებაა, რომელსაც აქვს პლიუსები და მინუსები. დიახ, სწორედ ამაზე მინდა მოგითხროთ: სამოქალაქო ქორწინებას ის პლიუსები გააჩნია, რომ ის მოხერხებულია ურთიერთობების გასარკვევად, ერთმანეთის ჩვევებისა და ხასიათების შესასწავლად. იძლევა შესაძლებლობას საკუთარ თავში გაერკვეთ და ზუსტად განსაზღვროთ შეგიძლიათ თუ არა, რომ სწორედ ამ ადამიანთან იცხოვროთ მწუხარებასა და სიხარულში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ. ასეთი თანაცხოვრება იმ ადამიანებისთვისაა მოგონილი, ვისთვისაც თავისუფლება ყველაზე ძვირფასია, ვალდებულებებს გაურბის და ფიქრობს, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არის.
ყველაზე ხშირად დაქორწინებას მამაკაცები უფრთხიან, სწორედ მათ არ სურთ შეელიონ ძვირფას თავისუფლებას. ამიტომ სამოქალაქო ქორწინება კარგი საშუალებაა მათთვის, შეეგუონ ოჯახურ ცხოვრებაზე ფიქრს და გადაწყვიტონ ბოლოს და ბოლოს კანონიერი ქორწინება.
და კიდევ, - ყველაზე მთავარი: სამოქალაქო ქორწინება იძლევა შანსს წყვილმა შეამოწმოს თუ როგორ ეთავსებიან ერთმანეთს ფიზიკურად, სულიერად, ფსიქოლოგიურად, მატერიელურად, სექსუალურად და ასე შემდეგ.
ასევე მნიშნელოვანია ის მინუსები, რომელთა გარეშეც სამოქალაქო ქორწინება უბრალოდ არ არსებობს. ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ აქ არ დგას პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთ დროს ხშირად ხდება, რომ ქალი იქმნის „ხელოვნურ" ოჯახს და იწყებს მასში ცხოვრებას. ის არაოფიციალურ, მაგრამ მაინც ცოლის როლს ირგებს. მამაკაცი კი კვლავ ტკბება თავისუფლებით. მამაკაცთა უმეტესობისთვის ეს ცხოვრების გაიოლებას ნიშნავს: შინ მისულს - გამზადებული საჭმელი, გასუფთავებული ტანსაცმელი, დალაგებული ბინა და სექსუალური პარტნიორი, რომელიც მუდამ ხელმისაწვდომია მისთვის. ამასთანავე ეს პარტნიორი მისი ოფიციალური მეუღლე არაა და ნებისმიერ დროს შეუძლია ადგეს და მშვიდად წავიდეს, გაყრის პროცედურებისა და ქონების გაყოფის გარეშე.
წყვილს შორის ყველაზე მეტად მტკივნეულია, კამათისას დასმული საკითხი: „შენ ვინ გეკითხება?" რას ითხოვ?" ვინა ხარ?" ეს თავისთავად უსამართლობაა და არ შეიძლება განხეთქილების მიზეზად არ იქცეს.
ასევე უსამართლოა სამოქალაქო ქორწინება იურიდიულ საკითხებშიც. მათი დაშორების დროს არ არსებობს კანონი, რომელიც საერთო ქონებას ან ვალებს განსაზღვრავს...
და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც განსაკუთრებით ქალებს აზიანებს ასეთი ურთიერთობისას: სამოქალაქო ქორწინებაში მყოფნი თავს არიდებენ შვილების გაჩენას, იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან, არასასურველ ნაყოფს იშორებენ აბორტის გზით, რაც ვნებთ მათ ჯანმრთელობას.
რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი თავად წყვეტს სურს თუ არა გამოსაცდელ ვარიანტად აირჩიოს ცხოვრების ასეთი ფორმა, მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, მინდა გირჩიოთ, რომ კარგად დაფიქრდეთ, გაერკვეთ საკუთარ თავში - ღირს თუ არა ამ ადამიანს დაუკავშიროთ ცხოვრება. ეჭვების შემთხვევაში დროს მიენდეთ, უბრალოდ დროში გაწელეთ ურთიერთობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად დალაგდება ყველაფერი, ან კანონიერ ქორწინებამდე მიხვალთ, ან დაშორება გარდაუვალი გახდება.
და ბოლოს, გამოკითხული წყვილებიდან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ქალების 80% საკუთარ თავს გათხოვილ ქალბატონად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც მამაკაცების 90% თვლის, რომ ჯერ დასაოჯახებელია. ასე, რომ, გოგონებს განსაკუთრებულად მართებთ სიფრთხილე ასეთი ცხოვრების არჩევისას!
ღალატის ფსიქოლოგია
ეჭვები გტანჯავთ? იქნებ საქმე არც ისე ცუდადაა და საკმარისია ურთიერთობებს გადახედოთ, რომ გამოსავალსაც იპოვით და საეჭვიანოც არაფერი გექნებათ?!ღალატი ხომ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში ოდითგანვე არსებობს და ის იდეალურ ოჯახსაც კი დაღს ასვამს. დროა დაფიქრდეთ, ფასეულობები დაალაგოთ და თუ თქვენთვის ოჯახი (ურთიერთობა) ღირებული და მნიშვნელოვანია, მის გადასარჩენად იმოქმედოთ.
ღალატის არსში გარკვევა და ნამდვილი მიზეზების პოვნა საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელია იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა ურთიერთობის შენარჩუნება, თუ წერტილი უნდა დაუსვათ ყველაფერს.
სანამ ზედაპირულ დასკვნებს გააკეთებთ და საბოლოოდ გააფუჭებთ ურთიერთობას, საკუთარ ქმედებებს გადახედეთ, იქნებ აქ იმალება ის მიზეზები, რამაც თქვენს მეუღლეს ღალატისაკენ (ან თქვენთვის მიუღებელი მოქმედებისაკენ) უბიძგა.
ხშირია შემთხვევები, როცა ღალატის მსხვერპლნი ბოლომდე ვერ ხვდებიან რატომ უღალატეს და მიზეზებს პარტნიორში ან მესამე პირში ეძებენ. განაწყენებულნი და გაბოროტებულნი ცდილობენ სხვას გადააბრალონ ის, რაც მხოლოდ მათ ხელთ იყო ყოველთვის. ნუ შეცდებით, იმუშავეთ საკუთარ თავზე - თქვენზე ბევრია დამოკიდებული!
ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ფანტაზიები, შიშები და იდუმალი სურვილები ქვეცნობიერში ღრმადაა ჩაფლული ისე, რომ ხშირად მას თავადაც ვერ აცნობიერებს. მაგალითად, ღალატი შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს მის სამომავლო გეგმას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სრულიად დაუგეგმავად ჩაიდინოს ეს.
მაშ, როგორ მოვიქცეთ? როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საშიშროება? ამისათვის უნდა ეცადოთ ცხოვრებისეულ ერთფეროვნებას თავი დააღწიოთ. არ დაუშვათ, რომ თქვენი ურთიერთობა მხოლოდ ერთად სადილობით და ძილით შემოიფარგლებოდეს. დაინტერესდით თქვენი რჩეულის საფიქრალით, გაერკვიეთ ურთიერთობებში, გულითადად ისაუბრეთ, არ დაკარგოთ მასთან სულიერი კავშირი, რომლის დროსაც იხსნება ის კვანძები, რაზეც შეიძლება არც კი ეჭვობდით და აუცილებლად უნდა გცოდნოდათ.
ღალატის ფსიქოლოგია მთლიანად აგებულია იმ გრძნობებზე, რომელიც არ გამოთქმულა, არ გაზიარებულა; თქვენი რჩეულის ისეთ თვისებებზე, რაზეც თქვენ თვალს ხუჭავთ, ვერ იგებთ, ან მიუღებლად მიგაჩნიათ; რასაც მას უწუნებთ; რის გამოც ცდილობთ შეზღუდოთ; რისთვისაც ხელს ჰკრავთ, საყვედურობთ ან თავს არიდებთ. თუ თქვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ეცადეთ ყოველთვის გაუგოთ მას ყველა სიტუაციაში, იყოთ მის გვერდით, არ დატოვოთ ის თავის მძიმე საფიქრალთან მარტო.
პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გაუგებრობებით იწყება სერიოზული პრობლემები ურთიერთობაში და იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ თქვენს შორის გაუგებრობებმა დიდი ხნით არ ითარეშონ. გაითვალისწინეთ, რომ ის, რაც თქვენ მასში არ მოგწონთ, შეიძლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ თუ არა, აუცილებლად გამოჩნდება სხვა, ვინც ამას მოიწონებს, მიიღებს და გაიგებს. იყავით მისი მეგობარი, მესაიდუმლე, ეცადეთ მიაღწიოთ ურთიერთობაში გახსნილობას და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ურთიერთობის ბედი თქვენს ხელთაა!
საინტერესო ფაქტები კვერცხის შესახებ
მწყერის კვერცხს მედიცინაში იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად, რადგან ეს ფრინველი სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებად ავადდება.მსოფლიოში ყველაზე მძიმე კვერცხი 454 გრამს იწონიდა - რაც 6-ჯერ აღემატება საშუალო ზომის ქათმის კვერცხს.
მსოფლიოში ყველაზე პატარა კვერცხი - ეს კოლიბრის კვერცხია, ყველაზე დიდი კვერცხი კი სირაქლემას აქვს, მისი კვერცხის მოსახარშად 40 წუთია საჭირო.
ერთი საშუალო ზომის ქათმის კვერცხი უდრის 5 ცალ მწყერის კვერცხს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ერბოკვერცხი გაკეთდა მადრიდში შეფ კარლო ფერნანდესის მიერ. ის გააკეთეს 5000 ცალი კვერცხისაგან და მისი წონა შეადგენდა 599 კგ-ს.
ყველაზე დიდ ქათმის კვერცხში 5 გული იყო.
საშუალო ზომის კვერცხის ნაჭუჭზე 17000 პატარა ფორია, მათი საშუალებით კვერცხი იწოვს ჰაერს, სუნს. თუ კვერცხს კოლოფში შევინახავთ, ის უფრო დიდხანს გაძლებს და არ გაფუჭდება.
კვერცხის ნაჭუჭი რომ მსხვრევადი აღარ იყოს, ჩადეთ ის ძმრით სავსე ჭიქაში. 2-3 დღის შემდეგ ამოიღეთ და თავდაპირველად 15 სმ-ის სიმაღლიდან დააგდეთ მაგიდაზე. კვერცხი არ გატყდება, ის მაგიდის ზედაპირზე ბურთივით გაგორდება.
იხვების, სირაქლემების, თოლიების, ქათმების შვილები (წიწილები, ჭუკები...) დაბადაბისთანავე მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რადგან ისინი იჩეკებიან კვერცხიდან რომელშიაც დიდი რაოდენობით კვერცხის გულია. კოდალების, ბუების და ფრინველთა უმეტესობის ბარტყები კი ძალიან უსუსურები არიან და გამოჩეკის შემდეგ დიდხანს ესაჭიროებათ მშობლების მზრუნველობა.
კვერცხისმდებელი ქათამი დებს 250-300 კვერცხს წელიწადში. 1 კვერცხის დადება რომ განახორციელოს, მას ესაჭიროება 24-26 საათი. 30 წუთის შემდეგ კი ამ პროცესს ის თავიდან იწყებს.
სამეფო ალბატროსს კვერცხის დადების განსახორციელებლად ესაჭიროება 79 დღე-ღამე.
ყველაზე დიდი სიმაღლე, საიდანაც ოდესმე კვერცხი გადმოვარდნილა და არ გამტყდარა, 198 მეტრია. რეკორდი დევიდ დონოჰიუს ეკუთვნის. 1979 წლის 2 ოქტომბერს დონოჰიუმ ვერტმფრენიდან კვერცხები ტოკიოში მდებარე გოლფის მოედანზე გადმოყარა რათა პროტესტი გამოეხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიამოვნების გულისთვის მილიონებს ხარჯავენ. მისი პროტესტი დამთავრდა იმით, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევმა გინესის წიგნში ამოყო თავი.
ქათმის კვერცხის ინკუბაცია 28 დღე-ღამეს გრძელდება.
მითხარი როგორ გიჭირავს ჭიქა და გეტყვი როგორი ხარ
იმის მიხედვით, თუ როგორ უჭირავს სასმელიანი ჭიქა ადამიანს, შეიძლება ვიმსჯელოთ მის ხასაიათზე. ფსიქოლოგებმა დაკვირვების შედეგად მათი რამოდენიმე ტიპი გამოჰყვეს:
1. ფლირტის მოყვარულები - მათ ჭიქა უჭირავთ ელეგანტურად, მოვლილი თითები მოხდენილად აქვთ განლაგებული სასმისზე და სჩვევიათ დროდადრო თითების გადასმა ჭიქის ზედაპირზე.
2. ჭორიკანები - მათ ერთ ხელში ჭიქა უჭირავთ, ხოლო მეორე ხელით ჟესტიკულაციას მიმართავენ საუბრის დროს.
3. მხიარულების მოყვარულნი - ჭიქა ზემოდან უჭირავთ ისე, რომ ხელის გული სასმისის ზემოთ აქვთ მოქცეული. სასმელს დიდი ყლუპებით მიირთმევენ ისე, რომ საუბარს არ წყვეტენ.
4. სასმელის მოყვარულნი - მორცხვი, მოკრძალებული ადამიანები - ჭიქა ისე მაგრად უჭირავთ, თითქოს ეშინიათ, ვინმემ არ წაართვას. მიირთმევენ მცირე დოზებით და ტკბებიან სასმელით.
5. ქალები-დედოფლები - ცივები და თავშეკავებულები - ხელში გამოკვეთილად და მაგრად უჭირავთ სასმელიანი ჭიქა. ეს ქალები ახალი ნაცნობობისათვის არ არიან მზად. ისინი მხოლოდ თავის საყვარელ თანხმლებს (ჯენტლმენს) სწყალობენ.
6. "პლეი-ბოი"- აქტიურნი და თავდაჯერებულნი - მიირთმევენ მაღალფეხიანი ჭიქებიდან ან სულაც ბოთლიდან.
7. "მაჩო"- გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მომხიბვლელობა - ამპარტავანნი, გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე. მიირთმევენ ლუდს, ან სპირტიან სასმელებს პირდაპირ ბოთლიდან.
8. ჩხუბისთავები - უპირატესიობას ანიჭებენ დიდი ზომის სასმისებს, რომლებიც მათთვის იარაღის სიმბოლოს წარმოადგენენ. უჭირავთ მტკიცედ თითებით, ზოგჯერ ორივე ხელითაც.
1. ფლირტის მოყვარულები - მათ ჭიქა უჭირავთ ელეგანტურად, მოვლილი თითები მოხდენილად აქვთ განლაგებული სასმისზე და სჩვევიათ დროდადრო თითების გადასმა ჭიქის ზედაპირზე.
2. ჭორიკანები - მათ ერთ ხელში ჭიქა უჭირავთ, ხოლო მეორე ხელით ჟესტიკულაციას მიმართავენ საუბრის დროს.
3. მხიარულების მოყვარულნი - ჭიქა ზემოდან უჭირავთ ისე, რომ ხელის გული სასმისის ზემოთ აქვთ მოქცეული. სასმელს დიდი ყლუპებით მიირთმევენ ისე, რომ საუბარს არ წყვეტენ.
4. სასმელის მოყვარულნი - მორცხვი, მოკრძალებული ადამიანები - ჭიქა ისე მაგრად უჭირავთ, თითქოს ეშინიათ, ვინმემ არ წაართვას. მიირთმევენ მცირე დოზებით და ტკბებიან სასმელით.
5. ქალები-დედოფლები - ცივები და თავშეკავებულები - ხელში გამოკვეთილად და მაგრად უჭირავთ სასმელიანი ჭიქა. ეს ქალები ახალი ნაცნობობისათვის არ არიან მზად. ისინი მხოლოდ თავის საყვარელ თანხმლებს (ჯენტლმენს) სწყალობენ.
6. "პლეი-ბოი"- აქტიურნი და თავდაჯერებულნი - მიირთმევენ მაღალფეხიანი ჭიქებიდან ან სულაც ბოთლიდან.
7. "მაჩო"- გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მომხიბვლელობა - ამპარტავანნი, გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე. მიირთმევენ ლუდს, ან სპირტიან სასმელებს პირდაპირ ბოთლიდან.
8. ჩხუბისთავები - უპირატესიობას ანიჭებენ დიდი ზომის სასმისებს, რომლებიც მათთვის იარაღის სიმბოლოს წარმოადგენენ. უჭირავთ მტკიცედ თითებით, ზოგჯერ ორივე ხელითაც.
ტანსაცმლის იარლიყზე გამოსახული ნიშნების მნიშვნელობები
ნებისმიერ ტანსაცმელს აქვს იარლიყი ზედ გამოსახული ნიშნებით. ბევრმა თქვენგანმა არ იცის მათი მნიშვნელობა. ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, ზოგიც აჭრის ამ იართ, გავაუთოვოთ, გავაშროთ) კონკრეტული ტანსაცმელი ისე, რომ არ გავაფუჭოთ. ამ ნიშნების ცოდნა და ყურადღებით მოპყრობა ნამდვილად გამოგადგებათ რათა თქვენმა სამოსმა დიდი ხნით შეინარჩუნოს პირვანდელი სახე.მაშ, ასე:
1. ხელით ან ავტომატით რეცხვა;
2. გარეცხვა არ შეიძლება;
3. შეიძლება მხოლოდ ხელით რეცხვა;
4. ხელით ან ავტომატით რეცხვა მითითებულ ტემპერატურაზე.
5. ხელით ან ავტომატით რეცხვა (დელიკატური პროგრამით) არაუმეტეს მოცემული ტემპერატურისა;
6. ძალიან დელიკატური რეცხვა მინიმალური ქიმიური დამუშავებით არაუმეტეს მოცემული ტემპერატურისა;
7. შესაძლებელია ქლორის შემცველი მათეთრებელი საშუალების გამოყენება მხოლოდ ცივ წყალში. მიაქციეთ ყურადღება, რომ სარეცხი საშუალება ბოლომდე იყოს გახსნილი (გაზავებული);
8. არ შეიძლება მათეთრებელი საშუალების გამოყენება;
9. შეიძლება გაუთოვება.
10. გამოიყენეთ რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე ჩართული უთო;
11. გამოიყენეთ საშუალო ტემპერატურაზე ჩართული უთო;
12. შესაძლებელია დანამვა და დაუთოვება მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართული უთოთი.
13. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება სუსტი წმენდა - მხოლოდ მშრალი დამუშავება);
14. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება მშრალი წმენდა ნებისმიერი გამხსნელი საშუალებით);
15. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადებით, ეთილენით, მონოფტორტრიქლორმეთანით- monoftortrihlormetanom);
16. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება წმენდა მხოლოდ ნაშირწყალბადებით და ტრიფთორტრიხლორმეთანით- triftortrihlormetana);
17. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება წმენდა ნახშირწყალბადებით, ქლორით, ეთილენით, მონოფტორტრიქლორმეტანით- monoftortrihlormetanom. შესაძლებელია ცოტა რაოდენობის წყლის დამატება და ასევე საჭიროა მექანიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურის კონტროლი)
18. მიმართეთ ქიმწმენდას (საჭიროებს მხოლოდ ნახშირწყალბადების და ტრიფტორტრიქლორმეტანომით-triftortrihlormetanom დამუშავებას. შესაძლებელია ცოტაოდენი წყლის დამატება, საჭიროებს მექანიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურის კონტროლს და შეიძლება გაიწუროს და გაშრეს სარეცხ მანქანაში);
19. შეიძლება გაწუროთ და გააშროთ სარეცხ მანქანაში;
20. სარეცხ მანქანაში ან საშრობში გაშრობა აკრძალულია;
21. შეგიძლიათ გააშროთ საშრობში დაბალ ტემპერატურაზე;
22. შეგიძლიათ გააშროთ საშრობში მაღალ ტემპერატურაზე;
23. გაწურვის შემდეგ შეგიძლიათ ვერტიკალურად დაკიდოთ;
24. გააშრეთ გაწურვის გარეშე;
25. გააშრეთ ჰორიზონტლურ ზედაპირზე მოთავსებული;
26. არ შეიძლება მზეზე გაშრობა (ის ადვილად ხუნდება მზეზე).
Wednesday, June 19, 2013
რას აკეთებს ჯენიფერ ლოპესი "წლის საუკეთესო სახის კანის" ტიტულის მოსაპოვებლად
ახლახან მსოფლიო ვარსკვლავმა, ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა და კომპოზიტორმა ჯენიფერ ლოპესმა, იმავე ჯეი ლომ, მოიპოვა ტიტული "წლის საუკეთესო სახის კანის" მქონე. მისი ვიზაჟისტი ემი ტეილორი კი "წლის საუკეთესო ვიზაჟისტად" დასახელდა. ცოტა ხნის წინ ჯენიფერ ლოპესმა ავსტრალიის ქალაქებში კონცერტები გამართა. მას თან ახლდა ვიზაჟისტი ემიც. სიდნეის სილამაზის ცენტრმა ემი ტეილორი ვიზაჟის კურსების ჩასატარებლად მოიწვია და პოპულარულ ვიზაჟისტთან შეხვედრა მოვახერხე. როგორ უვლის თავს ჯენიფერ ლოპესი და რა არის მისი სილამაზის საიდუმლო, ამას ემი ტეილორისგან შევიტყობთ.- ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო არის ის, რომ დილაობით კანის გამოსაფხიზლებლად მიმიკურ ვარჯიშებს აკეთებს, იწმენდს სახის კანს, იყენებს მატონიზებელ საშუალებებს, დამატენიანებელ კრემს, იცავს სახის კანს მზისგან. სვამს დიდი რაოდენობით წყალს.
- როგორ გავიკეთოთ კარგი მაკიაჟი?
- საშინაო პირობებში სასურველია მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება - თვალის კონტური, წამწამების, ლოყისა და ტუჩის ფერის შეცვლა. კარგი იქნება, თუკი ქალბატონები ერთხელ მაინც გაივლიან კონსულტაციას ვიზაჟისტთან და გაეცნობიან, როგორ წარმოაჩინონ თავი ლამაზად.
- რას ინახავს ჯენიფერ ლოპესი კოსმეტიკის ჩანთაში?
- ჯენიფერის ჩანთაში იპოვით: ტუჩის ბალზამს, სუნამოს, ტუშს და დამატენიანებელ კრემს. ერთხელ ჯენიფერს კურიოზიც შეემთხვა. კლიპის გადაღებისას აღმოაჩინა, რომ მისი კოსმეტიკის ჩანთა დაიკარგა. ატეხა წივილ-კივილი. მითხრა, წყალსაც წაუღია ის ჩანთა, მხოლოდ იმას ვდარდობ, რომ იმ ჩანთაში ჩემი თაყვანისმცემლის სავიზიტო ბარათი მედო, ის ბიჭი ძალიან მომწონს და არ ვიცი, როგორ დავუკავშირდეო (იცინის).
- ვიზაჟისტებისადმი პრეტენზიულია?
- ჩემთან პრეტენზია არასდროს ჰქონია, ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ და
ზუსტად ვიცი, რა სჭირდება. ისიც მენდობა.- როგორ უვლის სხეულს ჯენიფერ ლოპესი?
- ხშირად სტუმრობს სპორტდარბაზს, ბევრს ვარჯიშობს, საკუთარ წონას მუდამ აკონტროლებს. დილაობით დარბის, ცურავს. სწორად იკვებება, ბევრ ხილსა და ბოსტნეულს იღებს, ერიდება მაღალკალორიულ საკვებს.
- ურჩიეთ ქალბატონებს, როგორ მოუარონ თავს სახლის პირობებში.
- ქალბატონებო, არ იზარმაცოთ, მოუარეთ სახის კანს, დაატენიანეთ,
სწორად იკვებეთ, გაიღიმეთ და იქნებით ისეთივე ლამაზები, როგორიც ჯენიფერ ლოპესია
ლამაზმანების სილამაზის შვიდი რეცეპტი
ჰოლივუდელ ლამაზმანებს, ისევე, როგორც ჩვეულებრივ ქალებს, სილამაზის მისაღწევად აქვთ თავიანთი საიდუმლოებები და რეცეპტები.
დრიუ ბერიმორი: "მთავარი – გულის მდგომარეობა".
მსახიობი დრიუ ბერიმორი (32 წლისაა) ცოტა ხნის წინ დათანხმდა პოზირებაზე "ვარსკვლავები უმაკიაჟოდ" გადაღებისათვის. აღმოჩნდა, რომ ის კოსმეტიკის გარეშეც ახალგაზრდულად და შესანიშნავად გამოიყურება, რაც საოცარია, რადგან დრიუ ადრეულ ასაკში გატაცებული იყო ნარკოტიკებით და გამუდმებით სვამდა. მიუხედავად ამისა, მისი კანი ისევ ისეთი ახალგაზრდაა.
– მე ვთვლი, რომ თქვენი გულის მდგომარეობა, ანუ თქვენი განწყობა აისახება თქვენს სახეზე უფრო მკვეთრად, ვიდრე სხვა რამ, – ასეთი კომენტარი გააკეთა გადაღებაზე მსახიობმა, – თქვენ მშვენივრად იცით, რომ ჟურნალების გარეკანის ლამაზმანებზე საგულდაგულოდ იმუშავეს სტილისტებმა, ვიზაჟისტებმა, პარიკმახერებმა და გამნათებლებმა, მაგრამ ბევრს არ ესმის, რომ ეს ხელოვნებაა და ცდილობენ, მიაღწიონ ასეთ იდეალობას ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მივესალმები ნატურალიზმს. გამოგიტყდებით, არც თუ იშვიათად, გადაღების შემდეგ აბურძგნული თმებითა და თეთრ სახეზე წითელი ლაქებით ისე გამოვიყურები, თითქოს გულის შეტევა გადამეტანოს.
30 წლის ზღურბლზე გადაბიჯება ვარსკვლავის გარეგნობას შეეტყო და ის არ მალავს ამას: "ბოლო დროს, დილაობით, თვალების გარშემო მიჩნდება შავი რგოლები. საბედნიეროდ, აღმოვაჩინე, რომ "ტალიკის" ფირმის სპეციალური კომპრესის დახმარებით შეიძლება ამ პრობლემის 20 წუთში მოგვარება. ვცდილობ, საგულდაგულოდ დავიცვა კანი მზისაგან. ხანდახან ვირუჯები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიწვები. ძალიან სიშავე არასექსუალურია! რაც შეეხება მაკიაჟს, ბოლო დროს უფრო ხშირად ვხმარობ თვალის ქვეშ დამატენიანებელს და საერთოდ არ ვიყენებ ნათელი ფერის ტუჩის საცხს. უპირატესობას ვანიჭებ ტუჩის ბლესკს. ყოველდღიური სილამაზის პროგრამას წარმოადგენს ძილის წინ კანის აუცილებლად გაწმენდა.
ჯესიკა სიმპსონი: "კოსმეტიკა დესერტი"
ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე სექსუალური ქერა–ლამაზმანი ჯესიკა სიმპსონიც არ არის წინააღმდეგი უმაკიაჟოდ პოზირების.
– ბოლო დროს მე არ ვგრძნობ აუცილებლობას შთაბეჭდილება მოვახდინო ადამიანებზე. დიდხანს ვიმუშავე, რომ მიმეღწია იმისათვის, რასაც მივაღწიე და ახლა საკუთარ ტყავში თავს ვგრძნობ უფრო კომფორტულად. მთლიანად ვაკონტროლებ ჩემს ცხოვრებას და მე ეს მომწონს.
თუ ჯესის აქვს საკუთარი საიდუმლოებები კანის ტონუსის ასამაღლებლად, მაშინ ის ამას მალავს. იგი არის კოსმეტიკური ხაზის "დესერტ ბიუთის" მფლობელი და მსახიობი ამტკიცებს, რომ ხმარობს მხოლოდ ამ პროდუქციას. მეორე მხრივ, რატომ არ უნდა ისარგებლო იმ კოსმეტიკით, რომელსაც აკონტროლებ? მისი კრემების განსაკუთრებულ განმასხვავებელს წარმოადგენს შემადგენელი ნატურალური კომპონენტები.
ევა ლონგორია: "უმაკიაჟოდ სეირნობა – მამხნევებს"
– როგორც წესი, მე სამსახურში ვიკეთებ ვარცხნილობასა და მაკიაჟს, რის შემდეგაც დღის უდიდესი დროის განმავლობაში გამოვიყურები მოვლილად, დიდებულად და ულამაზესად, უმაკიაჟოდ სიარული კი მამხნევებს, და ეს კანისათვის ისედაც სასარგებლოა, – ამტკიცებს 32 წლის ვარსკვლავი, – ტონი (მსახიობის მეუღლე) ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ჩემი დანახვა დილაობით, კოსმეტიკის გარეშე. ეს არის ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მას გავყევი ცოლად.
"სასოწარკვეთილი დიასახლისი" ამბობს, რომ ოპტიმისტურად უყურებს მომავალს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით სულ უფრო და უფრო კარგად გამოიყურება და არა ცუდად.
ევა ძალიან საფუძვლიანად უვლის თავის დიდებულ, საუცხოო ხშირ თმას. ის ხმარობს მხოლოდ ექსტრადამატენიანებელ შამპუნს "ფიტოჯობა". და მისი კიდევ ერთი საიდუმლო – ლონგორია რეგულარულად იკეთებს "ბრაზილიურ" დეპილაციას. როგორც ბევრი ლათინოამერიკელი, ისიც თვლის, რომ ბიკინის ზონა უნდა იყოს იდეალურად გლუვი. ეს მატებს მას სექსუალობასა და თავდაჯერებულობას.
ჯენიფერ ენისტონი: "ბებიის რეცეპტები ჯობია თზფ–ს"
ჯენი გამოიყურება ძალიან მოვლილად: მინიმალური "ბუნებრივი" მაკიაჟი, დაჭიმული სხეული. ამის ფონზე 38 წლის მსახიობი პრინციპულად უცხადებს ბოიკოტს ლოს–ანჟელესის თზფ–სალონებს. ის უპირატესობას ანიჭებს ბებიის სილამაზის რეცეპტებს. მაგალითად, აკეთებს სკრაბს მცენარეული ზეთითა და მარილით.
ამერიკაში, ბოლო დროს, ჰოლივუდელი ვარსკვლავებისაგან ფართოდაა გავრცელებული კოსმეტიკური რეცეპტების მოდა და მათ შორის, "ჯენის სკრაბი" სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით. ამბობენ, რომ ამ სკრაბით სარგებლობა ძალიან სასიამოვნოა, თუ მას დავუმატებთ 1 წვეთ არომატულ ზეთს.
ბოლო დროს ენისტონი გატაცებულია იოგით და ამბობენ, რომ ეს ეხმარება მას ყოველთვის იყო ტონუსში.
სკარლეტ იოჰანსონი – მანიკიურით შეპყრობილი
ალბასაგან განსხვავებით, ჰოლივუდის ვარსკვლავების ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა (ის 22 წლისაა) წარმომადგენელი გამოტყდა, რომ პაპარაცების მხრიდან გამუდმებულმა პრესინგმა აიძულა ის, ამ ასაკში, გამოიყენოს ანტიასაკობრივი კოსმეტიკური საშუალებები.
სკარლეტს ძალიან ეშინია, რომ მისი კანი ძალიან მალე დაიწყებს მოშვებას და უკვე ახლავე დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმისათვის, რომ ნაოჭებს არ მიეცეს წარმოშობის შანსი.
გოგონას აქვს კიდევ ერთი პუნქტი: "ყოველ დილით, დაკავებული ვარ მანიკიურის გაკეთებით და ვიკეთებ დილის განმავლობაში 3–ჯერ, რადგანაც ჩემს გარდა, არავის შეუძლია გააკეთოს ეს სწორად".
ჯესიკა ალბა: "მომადუნებელი აბაზანის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია"
ჯესიკა ალბა ახლა 25 წლისაა. უმაკიაჟოდაც ისე მშვენივრად გამოიყურება, როგორც მაკიაჟით. ის კანს იტენიანებს და არ თვლის აუცილებლობად გაიკეთოს სხვა რამე.
ამას გარდა, ჯესიკას ძალიან უყვარს აბაზანის მიღება ზღვის მარილით. "მე ამის გარეშე არ შემიძლია სიცოცხლე", – განაცხადა გოგონამ. ყველანაირი კომფორტისათვის, ის ვანის ოთახში ანთებს სანთლებს ვანილის არომატით.
ჯენიფერ ლოპესი: "მეტი ტენიანობა".
– მე არ ვხმარობ ბევრ ძვირფას კრემს, – ამბობს 37 წლის ჯენიფერ ლოპესი, – ყველაფერი გაცილებით მარტივია: რბილი გამწმენდი რძე, რომელიც არის მზისგან დამცველი და ბევრი წყალი.
მისი სიტყვებით, ყველაფერი, რაც ქალისთვის არის საჭირო, ახალგაზრდულად დიდხანს რომ გამოიყურებოდეთ, გამუდმებით უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, არ დაგეზაროთ ყოველდღიურად მაკიაჟის ჩამობანა, კანის დატენიანება და საგულდაგულოდ უნდა მოუაროთ თმას.
ლოპესს აქვს ნორმალური, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი და ამიტომ, ლამაზმანი, ყოველთვის ხმარობს ძალიან დამატენიანებელ კრემს.
კითხვაზე, თუ რას ხმარობს კოსმეტიკიდან, ჯენი პასუხობს: "ტუჩის ბლესკს, სუნამოს, ტუშს, დამატენიანებელ კრემსა და ავტოზაგარს".
დრიუ ბერიმორი: "მთავარი – გულის მდგომარეობა".
მსახიობი დრიუ ბერიმორი (32 წლისაა) ცოტა ხნის წინ დათანხმდა პოზირებაზე "ვარსკვლავები უმაკიაჟოდ" გადაღებისათვის. აღმოჩნდა, რომ ის კოსმეტიკის გარეშეც ახალგაზრდულად და შესანიშნავად გამოიყურება, რაც საოცარია, რადგან დრიუ ადრეულ ასაკში გატაცებული იყო ნარკოტიკებით და გამუდმებით სვამდა. მიუხედავად ამისა, მისი კანი ისევ ისეთი ახალგაზრდაა.
– მე ვთვლი, რომ თქვენი გულის მდგომარეობა, ანუ თქვენი განწყობა აისახება თქვენს სახეზე უფრო მკვეთრად, ვიდრე სხვა რამ, – ასეთი კომენტარი გააკეთა გადაღებაზე მსახიობმა, – თქვენ მშვენივრად იცით, რომ ჟურნალების გარეკანის ლამაზმანებზე საგულდაგულოდ იმუშავეს სტილისტებმა, ვიზაჟისტებმა, პარიკმახერებმა და გამნათებლებმა, მაგრამ ბევრს არ ესმის, რომ ეს ხელოვნებაა და ცდილობენ, მიაღწიონ ასეთ იდეალობას ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მივესალმები ნატურალიზმს. გამოგიტყდებით, არც თუ იშვიათად, გადაღების შემდეგ აბურძგნული თმებითა და თეთრ სახეზე წითელი ლაქებით ისე გამოვიყურები, თითქოს გულის შეტევა გადამეტანოს.
30 წლის ზღურბლზე გადაბიჯება ვარსკვლავის გარეგნობას შეეტყო და ის არ მალავს ამას: "ბოლო დროს, დილაობით, თვალების გარშემო მიჩნდება შავი რგოლები. საბედნიეროდ, აღმოვაჩინე, რომ "ტალიკის" ფირმის სპეციალური კომპრესის დახმარებით შეიძლება ამ პრობლემის 20 წუთში მოგვარება. ვცდილობ, საგულდაგულოდ დავიცვა კანი მზისაგან. ხანდახან ვირუჯები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიწვები. ძალიან სიშავე არასექსუალურია! რაც შეეხება მაკიაჟს, ბოლო დროს უფრო ხშირად ვხმარობ თვალის ქვეშ დამატენიანებელს და საერთოდ არ ვიყენებ ნათელი ფერის ტუჩის საცხს. უპირატესობას ვანიჭებ ტუჩის ბლესკს. ყოველდღიური სილამაზის პროგრამას წარმოადგენს ძილის წინ კანის აუცილებლად გაწმენდა.
ჯესიკა სიმპსონი: "კოსმეტიკა დესერტი"
ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე სექსუალური ქერა–ლამაზმანი ჯესიკა სიმპსონიც არ არის წინააღმდეგი უმაკიაჟოდ პოზირების.
– ბოლო დროს მე არ ვგრძნობ აუცილებლობას შთაბეჭდილება მოვახდინო ადამიანებზე. დიდხანს ვიმუშავე, რომ მიმეღწია იმისათვის, რასაც მივაღწიე და ახლა საკუთარ ტყავში თავს ვგრძნობ უფრო კომფორტულად. მთლიანად ვაკონტროლებ ჩემს ცხოვრებას და მე ეს მომწონს.
თუ ჯესის აქვს საკუთარი საიდუმლოებები კანის ტონუსის ასამაღლებლად, მაშინ ის ამას მალავს. იგი არის კოსმეტიკური ხაზის "დესერტ ბიუთის" მფლობელი და მსახიობი ამტკიცებს, რომ ხმარობს მხოლოდ ამ პროდუქციას. მეორე მხრივ, რატომ არ უნდა ისარგებლო იმ კოსმეტიკით, რომელსაც აკონტროლებ? მისი კრემების განსაკუთრებულ განმასხვავებელს წარმოადგენს შემადგენელი ნატურალური კომპონენტები.
ევა ლონგორია: "უმაკიაჟოდ სეირნობა – მამხნევებს"
– როგორც წესი, მე სამსახურში ვიკეთებ ვარცხნილობასა და მაკიაჟს, რის შემდეგაც დღის უდიდესი დროის განმავლობაში გამოვიყურები მოვლილად, დიდებულად და ულამაზესად, უმაკიაჟოდ სიარული კი მამხნევებს, და ეს კანისათვის ისედაც სასარგებლოა, – ამტკიცებს 32 წლის ვარსკვლავი, – ტონი (მსახიობის მეუღლე) ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ჩემი დანახვა დილაობით, კოსმეტიკის გარეშე. ეს არის ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მას გავყევი ცოლად.
"სასოწარკვეთილი დიასახლისი" ამბობს, რომ ოპტიმისტურად უყურებს მომავალს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით სულ უფრო და უფრო კარგად გამოიყურება და არა ცუდად.
ევა ძალიან საფუძვლიანად უვლის თავის დიდებულ, საუცხოო ხშირ თმას. ის ხმარობს მხოლოდ ექსტრადამატენიანებელ შამპუნს "ფიტოჯობა". და მისი კიდევ ერთი საიდუმლო – ლონგორია რეგულარულად იკეთებს "ბრაზილიურ" დეპილაციას. როგორც ბევრი ლათინოამერიკელი, ისიც თვლის, რომ ბიკინის ზონა უნდა იყოს იდეალურად გლუვი. ეს მატებს მას სექსუალობასა და თავდაჯერებულობას.
ჯენიფერ ენისტონი: "ბებიის რეცეპტები ჯობია თზფ–ს"
ჯენი გამოიყურება ძალიან მოვლილად: მინიმალური "ბუნებრივი" მაკიაჟი, დაჭიმული სხეული. ამის ფონზე 38 წლის მსახიობი პრინციპულად უცხადებს ბოიკოტს ლოს–ანჟელესის თზფ–სალონებს. ის უპირატესობას ანიჭებს ბებიის სილამაზის რეცეპტებს. მაგალითად, აკეთებს სკრაბს მცენარეული ზეთითა და მარილით.
ამერიკაში, ბოლო დროს, ჰოლივუდელი ვარსკვლავებისაგან ფართოდაა გავრცელებული კოსმეტიკური რეცეპტების მოდა და მათ შორის, "ჯენის სკრაბი" სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით. ამბობენ, რომ ამ სკრაბით სარგებლობა ძალიან სასიამოვნოა, თუ მას დავუმატებთ 1 წვეთ არომატულ ზეთს.
ბოლო დროს ენისტონი გატაცებულია იოგით და ამბობენ, რომ ეს ეხმარება მას ყოველთვის იყო ტონუსში.
სკარლეტ იოჰანსონი – მანიკიურით შეპყრობილი
ალბასაგან განსხვავებით, ჰოლივუდის ვარსკვლავების ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა (ის 22 წლისაა) წარმომადგენელი გამოტყდა, რომ პაპარაცების მხრიდან გამუდმებულმა პრესინგმა აიძულა ის, ამ ასაკში, გამოიყენოს ანტიასაკობრივი კოსმეტიკური საშუალებები.
სკარლეტს ძალიან ეშინია, რომ მისი კანი ძალიან მალე დაიწყებს მოშვებას და უკვე ახლავე დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმისათვის, რომ ნაოჭებს არ მიეცეს წარმოშობის შანსი.
გოგონას აქვს კიდევ ერთი პუნქტი: "ყოველ დილით, დაკავებული ვარ მანიკიურის გაკეთებით და ვიკეთებ დილის განმავლობაში 3–ჯერ, რადგანაც ჩემს გარდა, არავის შეუძლია გააკეთოს ეს სწორად".
ჯესიკა ალბა: "მომადუნებელი აბაზანის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია"
ჯესიკა ალბა ახლა 25 წლისაა. უმაკიაჟოდაც ისე მშვენივრად გამოიყურება, როგორც მაკიაჟით. ის კანს იტენიანებს და არ თვლის აუცილებლობად გაიკეთოს სხვა რამე.
ამას გარდა, ჯესიკას ძალიან უყვარს აბაზანის მიღება ზღვის მარილით. "მე ამის გარეშე არ შემიძლია სიცოცხლე", – განაცხადა გოგონამ. ყველანაირი კომფორტისათვის, ის ვანის ოთახში ანთებს სანთლებს ვანილის არომატით.
ჯენიფერ ლოპესი: "მეტი ტენიანობა".
– მე არ ვხმარობ ბევრ ძვირფას კრემს, – ამბობს 37 წლის ჯენიფერ ლოპესი, – ყველაფერი გაცილებით მარტივია: რბილი გამწმენდი რძე, რომელიც არის მზისგან დამცველი და ბევრი წყალი.
მისი სიტყვებით, ყველაფერი, რაც ქალისთვის არის საჭირო, ახალგაზრდულად დიდხანს რომ გამოიყურებოდეთ, გამუდმებით უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, არ დაგეზაროთ ყოველდღიურად მაკიაჟის ჩამობანა, კანის დატენიანება და საგულდაგულოდ უნდა მოუაროთ თმას.
ლოპესს აქვს ნორმალური, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი და ამიტომ, ლამაზმანი, ყოველთვის ხმარობს ძალიან დამატენიანებელ კრემს.
კითხვაზე, თუ რას ხმარობს კოსმეტიკიდან, ჯენი პასუხობს: "ტუჩის ბლესკს, სუნამოს, ტუშს, დამატენიანებელ კრემსა და ავტოზაგარს".
Subscribe to:
Comments (Atom)














