Friday, July 5, 2013

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კომა



მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კომა 42 წელი იყო. სწორედ 42 წელი იყო კომაში ედუარდა ო'ბარა.  ის 16 წლის ასაკში დიაბეტის გამო ცავარდა კომაში. 35 წლის მანძილზე მას დედა უვლიდა და მზრუნველობას არ აკლდება. ქალბატონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ედუარდაზე მზრუნველობა მისმა დამ იკისრა. თვითონ ედუარდა ო'ბარა კი კომაში ჩავარდნიდან 42 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

კუ სიგარეტს აბოლებს და ეს უკვე ჩვევად ექცა, პატრონს კი სიგარეტის ხარჯი გაუორმაგდა

განა ხშირად შეხვდებით კუს, რომელიც სიგარეტს ეწევა? მას პატრონი უკვე 10 დღეა აკვირდება. კუმ მოწევა თავიდან სულ თვითონ, საკუთარი სურვილით დაიწყო. ის პოულობდა გადაგდებული სიგარეტის ნამწვავებს(რაღა თქმა უნდა ანთებულს) და ეწეოდა. როცა მისი პატრონი-ტანგი ეწეოდა, კუ ჩურჩულისმაგვარ ხმებს გამოსცემდა. ტანგმა ეს შეამჩნია და მოკიდებული სიგარეტი შესთავაზა. ისიც უკვე 10 დღეა ოფიციალურ მწეველთა რიგებს შეუერთდა. საინტერესოა, რამდენ ხანს ეწეოდა "ჩუმად"? მისი პატრონი ჩინეთში, ქალაქ ჩანჩუნში მცხოვრები შეფ-მზარეულია. ის წუხს, რომ სიგარეტის ხარჯი გაუორმაგდა. ტანგი შველას სთხოვს ვეტერინარებს, რადგან კუს ნიკოტიდამოკიდებულად მიიჩნევს.

ვისწავლოთ ტუშის სწორად წასმა

 ტუში უნდა წაისვათ ჯერ ქვედა და შემდეგ ზედა ქუთუთოზე. შემდეგ კიდევ ერთი ფენა გადაისვით და დააცადეთ გაშრობა. 

 თუ წამწამები გებურდებათ და ხვეულია, ტუშის წასმამდე დაივარცხნეთ ისინი წარბების დასავარცხნი ფუნჯით, ხოლო ტუშის წასმის შემდეგ, – წამწამების ფუნჯით.

 თუ წამწამები ზედმეტად მოკლეა, გამოიყენეთ ტუში დამაგრძელებელი ეფექტით. წაისვით 2 ფენა ტუში, და თითოეული წასმის შემდეგ წამწამების ფუნჯის მეშვეობით განაცალკევეთ.

 თუ წამწამები ხშირი არ არის, ყოველთვის ორ ფენად წაისვით ტუში. ყოველი ფენის წასმის შემდეგ აუცილებელია წამწამების განცალკევება, რათა კორკოშელების წარმოქმნა აირიდოთ თავიდან.

• ტუშის ტუბი 3–4 თვეში ერთხელ უნდა ცვალოთ, იმდენად რამდენადაც მასში შეიძლება ბაქტერიები დაგროვდეს და სხვადასხვა სახის გაღიზიანება გამოიწვიოს.

10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

ალბათ ბევრი გოგოს ოცნებაა გახდეს მოდელი, მიიღოს მონაწილეობა ფოტოსესიებში, გამოვიდეს
პოდიუმზე, იყოს ყურადღების ცენტრში..თუმცა მხოლოდ ცოტა თუ დაფიქრებულა, იმაზე, თუ რას
ნიშნავს იყო მოდელი - დიდ შრომასა და ნებისყოფასთან ერთად ამ პროფესიას ბევრი უცნაური და
თქვენთვის უნცობი რამ ახასიათებს. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ უამრავი მისი საყვარელი
მოდელი დიეტებით თავს არ იწუხებს და მიირთმევს ყველანაირ საჭმელს. შეიძლება არ იცოდეთ
ისიც, რომ მოდელებს ყველა ფოტოსესიაში არ უხდიან ფულს. გადავხედოთ 10 ისეთ
დამახასიათებელ ფაქტორს, რაც არ იცით მოდელების შესახებ.

1. სრულყოფილი სურათის მისაღებად, მოდელებს ესაჭიროებათ დიდი რაოდენობის მაკიაჟის
გაკეთება, რაც ცხადია, კანს ზიანს აყენებს. ამიტომ, ყველა მოდელს მოსდის სივრცეში ფეხის
შედგმისას გაანალიზებული აქვს, რომ მისი კანი შეიძლება ისეთივე რბილი და ნაზი აღარასდროს
იყოს.

2. ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ უამრავი მოდელი დიეტებით თავს არ იწუხებს.
მაგრამ, ეს სიმართლეა. მოდელების საკმაოდ დიდი ნაწილი არ ითვლის კალორიებს, არ
შიმშილობს და პირიქით, მიირთმევს ჰამბურგერებს, პიცას..ასეთია მაგალითად კარა
დელევინი, რომელსაც არ აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ და არ ესაჭიროება
დიეტაზე ყოფნა.

3. მოდელებს და განსაკუთრებით დამწყებებს, ყველა ფოტოსესიისთვის არ უხდიან. ასეთი
ტიპის ფოტოსესიებში ფულის გადახდის მაგივრად მოდელებს ჩუქნიან ტანსაცმელს, მაგრამ
ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება არც ეს არ გააკეთონ.

4. ფოტოსესიები ყოველთვის ისეთი გლამურული არ არის, როგორიც ჩანს დამუშავებულ
ფოტოებში. კამერებს მიღმა ბევრი რამ იმალება. მოდელს შეიძლება მოუწიოს სიცივეში
ან სიცხეში საპირისპირო სეზონის ტანსაცმლის ჩაცმა, ტანსაცმლის ბევრჯერ გამოცვლა
და უხერხული პოზების მიღება.

5. მოდელები ყოველთვის ფორმაში უნდა იყვნენ, რადგან მათ ფოტოგრაფები აფიქსირებენ ყველაზე
შეუფერებელ დროსაც. მაგალითად, მაშინ, როდესაც მოდელები იცვლიან ტანსაცმელს შემდეგი
ფოტოსესიისთვის.

6. მართალია, მოდელებს ეძლევათ შესაძლებლობა მოირგონ ყველაზე ძვირი,გლამურული და
მოდური ტანსაცმელი, მაგრამ, ცოტა თუ არის იმდენად იღბლიანი, რომ ეს ტანსაცმელი მათ
აჩუქონ.

7. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მოდელებს ფოტოსესიები ყოველდღე აქვთ.
სინამდვილეში კი მოდელებს (და არა სუპერმოდელებს) უჭირთ იპოვონ რეგულარული
სამუშაო. ამ დროს ისინი კასტინგებზე გასვლაში ატარებენ.

8. მოდელობა მოითხოვს დიდი ნებისყოფის ქონას, რადგან მათ უხდებათ დიდი ხნით ლოდინი,
სანამ გაუკეთებენ მაკიაჟს, ვარცხნილობას, სანამ ფოტოგრაფი მოემზადება, სანამ მათი დრო
მოვა პოდიუმზე გასვლისა. ამიტომ თქვენ ხშირად ნახავთ მოდელებს მობილურებით ან
წიგნებით ხელში ბექსთეიჯში.

9. მოდელების წარმოდგენები ხშირად არ ემთხვევა რეალობას. იშვიათია ისეთი ფოტოსესიები,
რომლებიც გეგმის მიხედვით ხორციელდება. ფოტოგრაფს შეუძლია დაგეგმილი ფოტოსესია
გადააკეთოს ნებისმიერ წუთს და მოდელს მოუხდეს შიშველი პოზირება.

10. მოდელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის. ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომ მოდელი
უნდა იყოს ახალგაზრდა, მაგრამ თუ ადამიანს აქვს სამოდელო პარამეტრები, მის ასაკს ნაკლები
ყურადღება ენიჭება.

როგორ იხსნა პატრულისგან ბექა ონიანი ორსულმა ცოლმა

კომედი შოუს" მსახიობი ბექა ონიანი ერთხანს ფურგონ "ოპელის" საჭეს უჯდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო, მაგრამ მშობლიურ სვანეთში სასიარულოდ მაინც ჯიპის ყიდვა დასჭირდა. ახლა ცოლ–შვილთან ერთად სოფელ მელეში დამშვიდებული მიდის, რადგან იცის, რთულ გზაზე ავტომობილი პრობლემებს არ შეუქმნის.
მანქანის მართვა მერვე კლასში ბიძამ ასწავლა, 18 წლისას კი უკვე მართვის მოწმობაც ჰქონდა და მამის ნაჩუქარი "ჟიგულიც". ასე რომ, შეიძლება ითქვას, გამოცდილი მძღოლია, თუმცა მის გვერდით მჯდომ ცოლს რატომღაც მაინც ეშინია ხოლმე. ამიტომ ბექამ გადაწყვიტა, მანქანის მართვა მასაც ასწავლოს და ამით ზოგიერთი ვალდებულებისგან გათავისუფლდეს. საერთოდ ქალი მძღოლების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ერთმა მათგანმა ავარიული სიტუაცია შეუქმნა. იმ ქალბატონს რაინდულად მოექცა და დაზიანებული მანქანის საზღაური არც გამოართვა.
– ბექა, გილოცავთ ახალი მანქანის შეძენას. გაამართლა თქვენმა არჩევანმა?
– ეს ავტომობილი სამი თვის წინ შევიძინე. "ჰონდა ცეერვე" მხოლოდ იმიტომ ვიყიდე, რომ მაღალი გამავლობისაა და ოჯახისთვის კომფორტულია. მხოლოდ თბილისში ხომ არ ვმოძრაობ, სვანი ვარ და სვანეთში ხშირად მიწევს ჩასვლა, ჩემი მანქანა კი ამ გზებისთვის მისწრებაა. მანამდე ფურგონი "ოპელი" მყავდა, რომელიც ოჯახისთვის ასევე ძალიან მოხერხებული იყო. სოფელში რომ მივდიოდით, როგორც გვინდოდა, ისე ვძეძგავდით ტვირთით, ყველაფერი ეტეოდა. ახლახან კიკეთთან ახლოს, ორბეთში, მიწა შევიძინე და ჩემი ახალი მანქანა იქაც კარგად მადგება, "ოპელზე" კომფორტულია. სალონშიც დიდ თავისუფლებას ვგრძნობ, ზაფხულში არ მცხელა და ზამთარში არ მცივა.
– რა ხდება თქვენი ავტომობილის სალონში, წესრიგს რამდენად აქცევთ დიდ ყურადღებას?
– სიმართლე გითხრათ, დიდი წესრიგით არ გამოვირჩევი, მანქანას კვირაში ერთხელ ვარეცხვინებ. სალონში რას აღარ ნახავთ – მზესუმზირას, ბატიბუტს, საღეჭი რეზინის ქაღალდებს... ეს ჩემი შვილების დამსახურებაა. ორი გოგო მყავს, უფროსი 7 წლის ხდება და პატარა 4–ის არის.
– სვანეთში როგორი გზებია, ხომ არ გიჭირთ სიარული?
– ლენტეხამდე გადასარევი გზაა, იქიდან კი ჩემს სოფლამდე, მელემდე, 35 კილომეტრი ძალიან რთულად გასავლელია. ლენტეხიდან დაახლოებით ორსაათნახევარი მჭირდება სახლამდე. ამ დროს მანქანის მართვა შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაშიც მომიხდეს, რადგან ჩემს სოფელში რომ მოხვდე, მდინარისპირა გზა უნდა გაიარო. არავინ იცის, ის მდინარე როდის ადიდდება, გზა არაერთხელ დაუტბორავს.
– ღმერთმა დაგიფაროთ და, ექსტრემალურ სიტუაციაში მანქანა რომ გაგიფუჭდეთ, შეკეთებას შეძლებთ, ნაწილებში ერკვევით?
– ვერ დავიკვეხნი, რომ მანქანის ნაწილებში კარგად ვერკვევი. "ოპელი" რომ მყავდა, კარგად ვიცოდი, რა სად იყიდებოდა, რადგან ფუჭდებოდა ხოლმე. თვალი არ ეცეს და ჩემი ახალი ავტომობილი ამას არც საჭიროებს. ისე, პროფილაქტიკაში რომ მივდივარ, ისევე როგორც ყველგან, იქაც დადებით განწყობას ვგრძნობ და შეღავათებსაც მიკეთებენ, რაც დიდ უხერხულობას მიქმნის. ყოველთვის მირჩევნია, ნებისმიერ მომსახურებაში იგივე გადავიხადო, რასაც სხვები იხდიან.
ერთხელ, აღდგომის მეორე დღეს, ოჯახი ჩავისვი მანქანაში და კასპში წავედი, ბებიაჩემის საფლავზე რომ გავსულიყავით. შუა გზაში მანქანაზე "რემენი" გამიწყდა. არც ერთი პროფილაქტიკა არ მუშაობდა. გამახსენდა, რომ ჩემს პარალელურ კლასელს მანქანის ნაწილების მაღაზია ჰქონდა, დავურეკე და ჩამომიტანა, ხელოსანს კი სახლში მივაკითხე. გზაში 3 საათი მაინც დავკარგე.
– წლებმა კარგ მძღოლად გაქციათ?
– მაგარი მძღოლი არასოდეს ვყოფილვარ. მოძრაობის წესებს მეც ჩვეულებრივად ვარღვევდი.

– ახლა აღარ არღვევთ?
– ახლა უკვე ალბათ ასაკის ბრალია, რომ აღარ ვარღვევ და კიდევ იმის, რომ ქალაქში სათვალთვალო კამერები დგას და წითელ შუქნიშანზე გავლა ფიქსირდება.
– ასეთ გადატვირთულ მოძრაობაში არ გიჭირთ წესების დაცვა?
– რაღაც დონეზე მაინც მიწევს დარღვევა, მაგრამ მთავარია, სასწაულები არ ვაკეთო. მოძრაობის წესებს ძირითადად დილით ვარღვევ, როცა სამსახურში მეჩქარება.
– ეს პატრულისთვის შეუმჩნეველი რჩება?
– თუ პატრული შევნიშნე, ამ შემთხვევაში წესებს ვიცავ. სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში პატრული ნაკლებად მაჩერებს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა უბრალოდ შესამოწმებლად გავუჩერებივარ. ჯარიმების გადახდა მხოლოდ არასწორი პარკირებისა და ტელეფონზე საუბრისთვის მიწევს. ყოფილა დღე, როცა ტელეფონზე ლაპარაკის გამო ორჯერ მიმიღია ჯარიმა.
ყველაზე მეტად ახლა ვერიდები პატრულთან ურთიერთობას. არ მინდა, მათ ვაფიქრებინო, რომ ჩემი ცნობადობით ვსარგებლობ. პატრულისთვის შეიძლება "კომედი შოუში" გამოჩენამდე უფრო მეთხოვა, არ დამაჯარიმოთ–მეთქი, ახლა კი ამას ვერიდები. კანონი ყველასთვის კანონია და საჭიროების შემთხვევაში ჯარიმა მეც უნდა გამომიწერონ.
– "სითი პარკს" წაუყვანია თქვენი მანქანა?
– კი, თან ძალიან ცუდ სიტუაციაში. მე და ჩემმა ცოლმა ბავშვები თეატრში წავიყვანეთ. იქ მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვერ ვნახე და მარჯვენა, აკრძალულ მხარეს დავაყენე. არ ვიცოდი, რომ იქ გაჩერება არ შეიძლებოდა. გამოვედი და მანქანა არ დამხვდა. კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ, იცით, რამ დამაეჭვა? ჩემ გარდა ყველა ავტომობილი ადგილზე იყო. ბოლოს პატრულმა მითხრა, "სითი პარკმა" წაიყვანაო. ცოლ–შვილთან ერთად ღამით ასეთ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ტაქსით წავედი და ჩემი მანქანა დავიბრუნე. ბოლო დროს პარკირების ჯარიმას აღარც ვიხდი, რადგან სულ სამსახურში ვარ და ავტომობილის სხვა ადგილებში დაყენება არ მიწევს.

– ქალ მძღოლებთან გზებზე როგორი "ურთიერთობა" გაქვთ?
– არ ვარ ისეთი მძღოლი, რომ ვინმეს მოვუწოდო, საჭესთან ქალია და ერიდეთ–მეთქი. მანდილოსნების მიმართ არასოდეს მაქვს აგდებული დამოკიდებულება. ბევრი კაცი ქალზე უარესად არღვევს წესებს. უბრალოდ ალბათ გამოუცდელი ქალი მძღოლების რიცხვმა იმატა და ხშირ შემთხვევაში ამიტომაც ქმნიან ავარიულ სიტუაციებს. ქალები კაცებთან შედარებით მანქანას დაძაბულები მართავენ და ამას ისიც ემატება, რომ ძირითადად მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ატარებენ. ვფიქრობ, მათი ტარება უფრო უჭირთ. ჩემი აზრით, 2–3 წელიწადში "ქალი მძღოლების" პრობლემა გაქრება, სტაჟს შეიძენენ და საფრთხეც ნაკლებად შეგვექმნება.
"ოპელი" რომ მყავდა, იმ პერიოდში აღმართზე ქალს მანქანა დაუგორდა და დამარტყა. დიდი არაფერი მოუხდენია, ჩემი მანქანა სულ ცოტათი დაზიანდა, მაგრამ, რაც მთავარია, თავი დამნაშავედ იგრძნო და აღარაფერი მითქვამს, არც ავანაზღაურებინე.
– მანქანას თქვენი ცოლიც მართავს?
– არა, მაგრამ ორივეს გვაქვს ამის დიდი სურვილი. საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომას ან ბავშვების გამო სამსახურიდან გასვლას მირჩევნია, ჩემმა ცოლმა იცოდეს მართვა.
– საჭესთან ნასვამი ჯდებით?
– ნასვამი ნამდვილად ვმჯდარვარ საჭესთან. ერთხელ ამის გამო დამაჯარიმეს კიდეც. ჩემი ცოლისძმის დაბადების დღეზე წავედი. როგორც ხდება ხოლმე, ბევრს მეხვეწნენ, დალიეო, მეც ხათრი ვეღარ გავუტეხე და... ქართველი კაცი, ხომ იცით, ერთ ჭიქას შესვამს, მერე თავს ვეღარ აკონტროლებს და ქეიფს აგრძელებს. ჩემს სახლამდე დიდი მანძილი არ იყო, მაგრამ იქამდე მივედი თუ არა, გადააყენეო, პატრულის ხმა მომესმა. აპარატი მომცეს, ჩაბერეო. გაგონილი მქონდა, კი არ ჩაბერო, ამობერე და წითელს არ აანთებსო. ასე მოვიქეცი, მაგრამ პატრულს რას გამოვაპარებდი. ჩემი ცოლი 8 თვის ორსული იყო მეორე ბავშვზე, მან ივაჟკაცა, მუცელი მტკივა, გაგვიშვითო, უთხრა და ასე გადამარჩინა. მას შემდეგ ჭკუა ვისწავლე და ნასვამი საჭესთან აღარ ვჯდები, ტაქსით წასვლას ვამჯობინებ.
– მეუღლე როგორ გაფასებთ, როგორც მძღოლს?
– ჩემს ცოლს მანქანაში ჩემ გვერდით ჯდომა ძალიან უჭირს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სულ დაძაბულია. სისწრაფის მოყვარული არ ვარ, მაგრამ გამუდმებით სიჩქარეზე მაძლევს შენიშვნებს. ერთხელ სამსახურში მიმყავდა, თან ძალიან აგვიანდებოდა და ვჩქარობდი. ვაშლიჯვრის ასახვევთან შუქნიშანთან გავჩერდი, გზაზე წყალი იყო დაღვრილი, ერთ–ერთმა მანქანამ დაამუხრუჭა, მოცურდა და რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს დავეჯახეთ. საბედნიეროდ, არ დავშავებულვართ და არც შემშინებია. ისევ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემს ცოლს სამსახურში აგვიანდებოდა, ტაქსი გავუჩერე, სამსახურში ვუშვებდი, მაგრამ ისეთი შეშინებული იყო, აღარ წავიდა.
სოფიო ბოჭორიძე

ჰელენ ფლანეგანი ოფიციალურად ყველაზე სექსუალური ბრიტანელია !

ბრიტანელი მოდელი ჰელენ ფლანეგანი ყველაზე სექსუალურ ბრიტანელად , მსოფლიოს ცხრა წამყვანმა მოდურმა გამომცემლობამ ერთხმად აღიარა , ჰელენმა ამ კონკურსში ისეთ სუპერვარსკვლავებს აჯობა როგორებიცაა , კელი ბრუკი და ვიქტორია ბექჰემი.

გოგონების მოსახიბლად - მარტივი მეთოდი...

რას არ აკეთებენ მამაკაცები მშვენიერი სქესის გულის მოსაგებად! რა საშუალებას აღარ მიმართავენ: სჩადიან გმირობებს, წერენ ლექსებს, განიცდიან მორალურ, ფიზიკურ ტანჯვას...ის გოგონა კი, რომლის გაცნობასაც ვერ ბედავთ, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ათჯერ მაინც ხვდებით – ერთ დღეს შეიძლება ისეთი დამყოლი გახდეს, როგორც ცხვარი მეცხვარესთან!
დიახ, ამ ღვთიურ ქმნილებებს აქვთ თავიანთი საიდუმლო! და ეს სრულიად აშკარაა! ისინი, უსაზღვროდ მეოცნებენი არიან და ღრმა სიბერემდე სჯერათ ზღაპრების. ისინი მძინარე მზეთუნახავები არიან,
რომლებსაც ძილის მარწუხებისგან პრინცი გაათავისუფლებს. სამუდამოდ პენელოპებად რჩებიან, რომელნიც თავიანთ გმირ ოდისევსებს ელიან. ბოლოს და ბოლოს, ზღაპრული ბაყაყები არიან და ჭაობის პირას დიდი მოთმინებით ელიან ახალგაზრდა უფლისწულებს, რომელთა დახმარებითაც, ეფექტურად შემოიცლიან მწვანე, ჭაობის სამოსს და უმშვენიერეს პრინცესებად გადაიქცევიან!
შესაძლოა, დროთა განმავლობაში ზღაპრები "გათანამედროვდა", მაგრამ ქალების სანუკვარი ოცნება იმ "ერთადერთის" შესახებ იმდენად უნივერსალურია, რომ ერთადერთი რაც საჭიროა თქვენი მხრიდან – მისცეთ მათ ფანტაზიას ასპარეზი და დანარჩენს ისინი თავად მოიფიქრებენ თქვენს ნაცვლად!

როგორ უნდა მოახერხოთ ეს? პრაქტიკაში ყველაფერი გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ. ჩაუვლით რა თქვენს საოცნებო გოგონას გვერდით, შეჩერდით მის ახლოს და გრძნობით აღსავსე ხმით უთხარით, რომ მას ძალზე ლამაზი თვალები აქვს! მორჩა. ძალიანაც არ შეყოვნდეთ, უბრალოდ, რამდენიმე ნაბიჯს რომ გადადაგამთ, მოიხედეთ, გაუღიმეთ, რითიც მიახვედრებთ, რომ "გაგრძელება იქნება".

ბანალურად გამოიყურება? შესაძლოა, მაგრამ მსგავსი საუბრები გოგონებში ოცნებებს აღძრავს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მის წარმოსახვაში თქვენ მისი "ერთადერთი", ყველაზე–ყველაზე პრინცი იქნებით და თქვენთან(ოცნებებში) გააბამს ხანგრძლივ რომანტიულ დიალოგს, რომელშიც თქვენ მას ათას კომპლიმენტს უძღვნით!

მერე უკვე მარტივია! გახსოვდეთ, უკვე რამდენიმე დღეა მის წარმოსახვაში არსებობთ და თან სამეფო უფლებებით... იყიდეთ პატარა, მაგრამ გემოვნებით და სიყვარულით შერჩეული ყვავილების თაიგული. მიუახლოვდით გრძნობით სავსე მზერით, ეპითეტებით შეამკეთ(მისი სილამაზის შესახებ), შეეცადეთ საუბარში იმპროვიზირებას... ნუ შეგეშინდებათ, ენა თუ დაგებათ. იცოდეთ, გულსიყურით მაინც არ გისმენენ. რაც არ უნდა თქვათ, ის თავის ფიქრებში თავისებურად გააგრძელებს მას. ვითომ, სხვათაშორის უთხარით, რომ მისთვის გაქვთ საინტერესო შეთავაზება, რომლის შესახებაც, მოუცლელობის გამო, მოგვიანებით ამცნობთ. წადით და დაელოდეთ სამიოდე დღის გასვლას, რათა, მისი ცნობისმოყვარეობა გადაიზარდოს ძლიერ სურვილში, გაიგოს, რა სურთ მისგან. ამ ხნის განმავლობაში, ის განიხილავს ათეულობით ვარიანტს, რომლის მთავარი მოქმედი გმირი თქვენ იქნებით

შემდეგი შეხვედრისას, შეგიძლიათ დაპატიჟოთ თუნდაც ქვეყნის მეორე მხარეს ან სულაც მთვარეზე – ის მზად იქნება ამისთვის. ინტერესი უკვე ფორმირებულია, მიჯაჭვულობაც კი... და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: არ ღირს, დიდხანს გააჭიანუროთ ასეთი თამაშები. გადადით რეალურ მოქმედებაზე და პრაქტიკაზე დაუმტკიცეთ მას, რომ არ შემცდარა "თავის" არჩევანში!