სამი წელია, რაც მე და ოთო შეყვარებულები ვართ, მაგრამ ჯოჯოხეთი ერთი წლის
წინ დაიწყო. არადა, მალე დაქორწინებას ვაპირებდით, ახლა კი მის სიყვარულშიც
ეჭვი მეპარება.
ერთი წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა
და ჩემდა საუბედუროდ, მკურნალობა ვიღაც ექიმბაშთან დავიწყე. სამი თვის
განმავლობაში რაღაც უცნაურ სითხეებს ვსვამდი და პრობლემაც თითქოს სადღაც
გაქრა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ტრაგედია.
მკურნალობას მოვრჩი და
ორ თვეში ოცდაათი კილო მოვიმატე. ამჯერად ექიმთან მივედი და ორგანიზმში
მთელი რიგი დარღვევები აღმომაჩნდა, რამაც ჩემი ასეთი გასუქება გამოიწვია.
თავიდან
ოთო მამშვიდებდა, ხან ფუმფულას მეძახდა, ხანაც გოჭს, მაგრამ მალე საალერსო
სიტყვები შემოელია და ცდილობდა, საზოგადოებაში ნაკლებად გამოვჩენილიყავით
ერთად.
არ მიმატოვა, ახლაც შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ისე
იქცევა, რომ ჯობია, სამუდამოდ დამემშვიდობოს. რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე
დალაპარაკება, მაგრამ არ უნდა, ცუდი ბიჭი გამოვიდეს და თავს მარიდებს.
ჩემი მკურნალობა ნელ-ნელა მიდის. ექიმი მეუბნება, რომ ძველებურ ფორმაში ჩასადგომად მინიმუმ ერთი წელი მჭირდება.
არ
ვიცი, ოდესმე ეს თუ ისევ მოხდება, მაგრამ ვხვდები, ოთოს გვერდზე ყოფნა
აღარ მინდა. დარწმუნებული ვარ, თვითონ ჩემს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო,
არასოდეს ვაგრძნობინებდი, მაგრამ, ალბათ, კაცებს სხვანაირად ესმით ქალის.
Thursday, October 24, 2013
რა კომენტარს აკეთებს თინა კანდელაკი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრზე
როგორც ცნობილია, 2013 წლის ივლისში ნიკოლოზ ცისკარიძე მოსკოვის დიდი თეატრიდან პრემიერისა და პედაგოგის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ცნობილი ბალერონის თეატრიდან გათავისუფლება მისი და ხელმძღვანელობის ხანგრძლივ კონფლიქტს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, ცისკარიძის პროტესტს თეატრის რეკონსტრუქციისას დაშვებული დარღვევების შესახებ.
პრემიერმა არაერთხელ გამოთქვა ამ ფაქტის გამო უკმაყოფილება. რუსულ მედიაში კი გავრცელდა ხმები, რომ თითქოს ნიკოლოზ ცისკარიძემ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა თეატრის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სერგეი ფილინს, რის გამოც ეს უკანასკნელი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ცისკარიძემ გამოსამშვიდობებელ ბენეფისზეც და თეატრში ბოლო გამოსვლაზე უარი განაცხადა, რის შესახებაც რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთმა ქართველმა, ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ცისკარიძემ უარი თქვა გამოსათხოვარ ბენეფისებზე დიდ თეატრში. და მართლაც, მაშინ უნდა იცეკვო, როცა ამის სურვილი და საშუალება გაქვს. კიდევ უფრო საწყენია ის, რომ ცისკარიძე პედაგოგობიდანაც გაათავისუფლეს. თეატრმა ხელოვნებისთვის თავდადებული ადამიანი დაკარგა."

მარიტა ჯანაშია: ''ირაკლი ძალიან მიყვარდა. მის გარეშე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, არ ვიცი''
17 ოქტომბერს, საინფორმაციო გამოშვებები და ''ფეისბუქი'' ტრაგიკული ამბით
აჭრელდა - ფოტოგრაფი ირაკლი ღუღუნუშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ირაკლი
მოტოციკლით ვაჟა-ფშავლას გამზირზე მოძრაობდა, როდესაც ავტომანქანა
დაეჯახა... საავადმყოფოში სიცოცხლისათვის შეუსაბამო ტრავმებით მიიყვანეს,
რის შემდეგაც ფოტოგრაფი გარდაიცვალა.ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც უყვარდა ყველას, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხება. შოუბიზნესში უამრავი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც სოციალურ ქსელში დღემდე აქვეყნებენ მის ფოტოებს და დიდი გულისტკივილით იხსენებენ ირაკლის.
ირაკლის დაღუპვაზე სოციალურ ქსელში ისეთი ადამიანებიც წერენ, რომლებიც საკუთარ გვერდზე აქამდე რაიმეს დაწერისგან თავს იკავებდნენ. მათ შორისაა სალომე ბაკურაძე. მომღერალმა ირაკლისთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და თან ასეთი შინაარსის სტატუსი დაწერა:
ამ საზარელ ამბავს სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ნინი დედალამაზიშვილიც გამოეხმაურა:
''ადამიანები როგორ ვტკენთ ერთმანეთს გულს, როგორ ვერჩით ერთმანეთს, როდესაც ადამიანი იღუპება მაშინ ხვდები. გარშემო როგორ არაფერს აქვს მნიშვნელობა ერთმანეთის გაფრთხილების და დაფასების გარდა! გული მიკვდება რომ მახსენდება - ისეთი მაგარი ადამიანი, როგორიც ირაკლი ღუღუნიშვილი იყო, აღარ არის!!!''
შეგახსენებთ, რომ ირაკლის ტყუპისცალი ძმა ლაშა ღუღუნიშვილი ჰყავს, რომელსაც ალბათ ახლა ყველაზე რთული დღეები უდგას. ლაშას ყოფილ შეყვარებულ მარიტა ჯანაშიას, ასევე დიდი მეგობრობა აკავშირებდა ირაკლისთან, სწორედ მას გავესაუბრეთ ამ მძიმე თემის შესახებ…
მარიტა:
- მგონია, რომ ირაკლისნაირი ადამიანები არ არსებობენ, ადრე უფრო ვმეგობრობდით, მაგრამ ჩემი და ლაშას დაშორების შემდეგ ჩვენ არ გაგვფუჭებია ურთიერთობა, ძალიან დამწყვიტა გული. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ გრძნობენ მისი ოჯახის წევრები თავს, ირაკლის ძალიან გაუხარდება ლაშას კარგად ყოფნა, ამიტომაც ახლა ის ორმაგად კარგად უნდა იყოს. ირაკლი ძალიან მიყვარდა და ამ ადამიანის გარეშე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა.
- ირაკლი ზოგადად მოტოციკლით მოძრაობდა ხოლმე?- საერთოდ, ორივეს ირაკლისაც და ლაშასაც ძალიან უყვართ სისწრაფე, მანქანითაც სწრაფად დადიოდნენ, მოტოც ჰყავდათ და სულ იმას ვეუბნებოდი, ასე ჩქარა ნუ დადიხართ-მეთქი. რამდენი კარგი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მოტოციკლეტმა, რომ ხალხმა გაიგოს, არ უნდა იმოძრაონ ამ ტრანსპორტით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის იმის კულტურა, მანქანის მძღოლმა გზა დაუთმოს, თან ეს ტრანსპორტი ძალიან საშიშია, დაჯახების დროს, პირდაპირ მიფრინავ ჰაერში და არსაიდან დაცული არ ხარ. ყველას ვთხოვ, ნუ დასხდებიან მოტოზე, რამდენად კარგადაც არ უნდა ატარებდე, დაცული მაინც არ ხარ.
ეს სტატუსი კი უკანასკნელი გახლავთ, რომელიც ირაკლიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"ცხოვრებაში არ ინერვიულო ორ რამეზე: ერთი - რომელსაც ეშველება და მეორე - რომელსაც არაფერი ეშველება!"
''რაც შემეძლო ბოლომდე შევიკავე თავი, რომ არაფერი დამეწერა და კიდევ უფრო არ დამემძიმებინა ყველასთვის ისედაც მძიმე შემთხვევა, მაგრამ ახლა მივხვდი იმ ადამიანებისას, ვინც წერით თუ სტატუსით თუ რაღაც მსგავსით გამოხატავენ დიდ ემოციას. მე ამას აქამდე სხვანაირად გამოვხატავდი და პირველად მომინდა, რომ აქ დამეწერა ის, რასაც ახლა ვგრძნობ და იმას ვგრძნობ, რომ ძალიან, ძალიან ძაააააალიიიიიან მიჭირს გააზრება და შეგუება და ის რომ ძალიან მიყვარს და სულ მეყვარება ჩემი ხოჭო...''
მერიემ უზერლი: ''იმიტომ გავიქეცი, რომ ბავშვი გადამერჩინა''
'დიდებული საუკუნის'' ვარსკვლავმა პროექტის დატოვების მიზეზები გაამხილა.
როგორც ცნობილი იყო, თურქული სერიალის გერმანელი ვარსკვლავი, 30 წლის
მერიემ უზერლი წელს მაისში გადასაღები მოედნიდან გაუჩინარდა და მას მერე
პროექტს აღარც დაბრუნებია.
მიზეზად გამოაცხადა, ''გადავიწვიო'' . ასე რომ, ბოლო სერიაში ჰიურემი სხვა მსახიობმა განასახიერა.
განაწყენებული ფანები მზად იყვნენ, პროდიუსერი შუაზე გაეგლიჯათ, ან კიდევ მერიემის ბოიფრენდი, თურქი ბიზნესმენი - ჯან ატეში, ასეთ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს ქალი. მერიემი დიდხანს დუმდა, მერე კი ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ მსახიობის ამგვარი საქციელის მიზეზი ორსულობა იყო.
- ამ ნაბიჯით ჩემს კარიერას ჯვარი დავასვი, მაგრამ ბავშვი ავირჩიე. სხვათა შორის, ამ ბავშვს სრულიად არ ვგეგმავდი, - აღიარა მსახიობმა, რომელიც ოთხი თვის ორსულია. ისიც გაამხილა, რომ სამი თვის წინ თავის მოკვლაც კი სცადა - არადა, ზუსტად იმ პერიოდში მერიემი ანტალიაში საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს.
- დაჯილდოების მერე სასტუმროს ნომერში მივედი და... ჯილდო დავამსხვრიე. მინდოდა, აივნიდან გადმოვმხტარიყავი და ყველაფრისგან გავთავისუფლებულიყავი.
დეპრესია არა მხოლოდ დაღლილობის ბრალი იყო, არამედ საყვარელ ადამიანთან გართულებული ურთიერთობების. როგორც ჩანს, ჯანი იშვიათი არამზადა გამოდგა - როცა გაიგო, რომ მერიემი ორსულად იყო, მიატოვა.
- არ ვგეგმავდი ბავშვს და სერიალის მეოთხე სეზონში უნდა მეთამაშა. მაგრამ ასე მოხდა. როცა ჯანმა შეიტყო ამის შესახებ, მარწმუნებდა, აბორტი გამეკეთებინა.
ჯანს ორი შვილი ჰყავს, მესამე არ სჭირდებოდა. მერიემს უმტკიცებდა, რომ როგორც კი მისი ორსულობის შესახებ შეიტყობდნენ, პროდიუსერები კონტრაქტის დარღვევის გამო გააძევებდნენ.
- მაგრამ მე ვერ შევძელი ბავშვის მოკვლა, ამიტომაც გავიქეცი შინ, - ამბობს მსახიობი, - სახლი ვიყიდე ბერლინში. ისედაც ბევრი ვანერვიულე ბავშვი ჩემი ნეგატიური ემოციებით და აღარ მინდა, საკმარისია.
თუმცა მინდა, სერიალის მილიონობით თაყვანისმცემელს ბოდიში მოვუხადო. ნუ იღელვებენ, მაინც დიდხანს არ მომიწევდა თამაში მეოთხე სეზონში, სიუჟეტის მიხედვით, სულთანი ჰიურემი ასაკოვანი ქალია და პროდიუსერი ამბობდა, რომ ახალი მსახიობის შეყვანას აპირებდნენ, უფრო ასაკოვნის. ჰიურემი აღარ ვარ, ისევ ვარ უბრალოდ მერიემ უზერლი.
ცნობისათვის, მერიემი 1983 წლის 12 აგვისტოს არის დაბადებული გერმანიაში, თურქი მამისა და გერმანელი დედის ოჯახში. კარიერა გერმანიაში დაიწყო, თეატრში თამაშობდა, ასევე გერმანულ მოკლემეტრაჟიან ფილმებში. პოპულარობა კი ''დიდებულმა საუკუნემ'' მოუტანა, რომელშიც ცნობილი ისტორიული პერსონაჟის, როქსალანას განსახიერებამ მოუწია.

Kurt Cobain-ს როკენროლის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან
1986
წლიდან მოყოლებული როკენროლის დიდების ხეივანს მრავალი შემსრულებელი
და ბენდი შეემატა. თუმცა, ჯერ კიდევ დარჩნენ ისეთი ლეგენდები, რომელთა ადგილი ამ დრომდე არ გამოყოფილა. 2014 წელს ასეთი პატივის მიღების შანსი Kurt Cobain-ის
კოლექტივს, Nirvana-ს მიეცემა. ამ დროისთვის არსებობს 16 ნომინანტი, რომელთა შორის ყველაზე ღირსეულებს დიდების ხეივანში შესული შემსრულებლები დაადგენენ. ერთი წლის წინ დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვთაც მელომანები გამოკითხვაში იღებენ მონაწილეობას და მუსიკოსებთან ერთად თავიანთ რჩეულებს ასახელებენ.
ხმის მიცემის შედეგები ცნობილი 2013 წლის დეკემბერში გახდება ცნობილი, ამავე პერიოდში გაირკვევა იმ შემსრულებელთა ვიანაობა, რომელთაც თაყვანისმცემლები აირჩევენ.
აუცილებელი პირობა, რომელსაც როკენროლის დიდების ხეივანში შემავალი ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდეს - მათი პირველი ალბომის გმაოსვლიდან გასული 25 წელია - Nirvana-ს პირველი დისკი 1989 წელს ჩაეშვა გაყიდვაში, სე რომ 2014 წელს, Kurt Cobain-ის სამეულს პირველი შანსი მიეცემა.

Subscribe to:
Comments (Atom)